მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-06-29
არასამთავრობოები დეპუტატის დასჯას მოითხოვენ
კახეთიდან

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - "იურისტთა განვითარების ცენტრმა" და "ადამიანის უფლებათა დაცვის და სადოკუმენტაციო ცენტრის" ხელმძღვანელებმა, კახეთის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებთან ერთად, სიღნაღის რაიონის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 15 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების გააქტიურებას, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, დარბევაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ. დაზარალებულმა ჟურნალისტებმა ამ მოთხოვნების ამსახველი პლაკატები პროკურატურის წინ მდებარე ბაღში გააკრეს.

საუბარია 15 ივნისს სოფელ ანაგაში მომხდარ ინციდენტზე, როცა არასამთავრობოების მიერ თვითმმართველობის მხარდასაჭერად გამართული თეატრალიზებული აქციის დროს ორგანიზატორები და ჟურნალისტები დაარბიეს, დაამტვრიეს ვიდეოკამერები, მიკროფონები და ფოტოაპარატები, ხოლო ტელეკომპანია "თანამგზავრისა" და გაზეთების - "24 საათისა" და "სპექტრის" კორესპონდენტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტები და აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ მოხდარის უკან "ნაციონალური მოძრაობის" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავდროულად დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი დგას.

"დასკვნა ერთია, კვალი აბულაშვილამდე მიდის, დღევანდელი ჩვენი აქციის მიზეზიც სწორედ ის არის, გაირკვეს ვინ არის მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორი", - ამბობს თელავის რაიონული ტელეკომპანიის "თანამგზავრის" კორესპონდენტი რომან ქევხიშვილი.

მართალია აქციის დარბევაში მონაწილე სამი პიროვნება პასუხისგებაში მიეცა, მაგრამ არასამთავრობოები დარბევაში მონაწილე კიდევ რამდენიმე პიროვნების დასჯასაც მოითხოვენ. გარდა ამისა, იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვდნენ, რომლებიც ინცინდენტის დღეს მოვლენებს შორიდან აკვირდებოდნენ.

ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ აქციას სიღნაღის რაიონული პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილი გამოეხმაურა. "გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე დღეს დაიწყო და დაპატიმრებულია ორი პიროვნება. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და დასკვნების გაკეთება ნაადრევია. არ არის გამორიცხული, რომ დარბევაში მონაწილეობის ბრალდებით რამდენიმე პირი კიდევ დავაკავოთ," - განაცხადა პროკურორმა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ანაგაში მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტების შეურაცხყოფაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიება 18 ივნისს შეუფარდა.

სოფელ ვაქირის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ სოსო ნანობაშვილს და ვაქირში მცხოვრებ ბაჩო მუნჯიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ჯემალ დემეტრაშვილს გირაოს სახით ხუთი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ავტორი: ზვიად რუაძე


კალენდარი
 
 
ივლისი  2006
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი