24 საათი
2006-06-29
მოსახლეობა სამართალდამცველებს ადანაშაულებს
მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს მოსახლეობა სამართალდამცველებისგან ერთი წლის წინ სოფლიდან გაუჩინარებული მოლა გარა სადრედინ ფალანგოვის საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვს, რისთვისაც სადახლოს მცხოვრებლები კულტურის სახლში შეიკრიბნენ. მოლა გარა ფალანგოვის ახლობლების განცხადებით, სამართალდამცველები დღემდე ცხედრის მოძებნას ვერ ახერხებენ და საქმის გამოძიებაც ჭიანურდება. კულტურის სახლიდან მოლას ოჯახის წევრებმა სადახლოს პოლიციის ეზოში გადაინაცვლეს. მოლა გარა ფალანგოვის შვილის თქმით, სამართალდამცველები მათ დაჰპირდნენ, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.
სოფელ სადახლოს მოსახლეობამ გარა ფალანგოვის გაუჩინარების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე უკვე გამართა. ფალანგოვის ნათესავები დარწმუნებულნი არიან, რომ მოლა მოკლეს, რაშიც ადგილობრივ სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. ინტერპრესნიუსი
კალენდარი
ივლისი 2006
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი
2010