მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-06-29
დევნილთა აქციები გრძელდება
ბათუმიდან

ბათუმში დევნილთა ერთი ნაწილი კომპენსაციების გაზრდას კვლავ მოითხოვს და ნგრევის პროცესში მყოფი სასტუმროებიდან გამოსვლას არ აპირებს. გუშინ გული დანელიამ თავის ინვალიდ შვილიშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად თავის დაწვაც კი სცადა. საღამოს ორმოცდაათამდე დევნილი საპროტესტო მარშით ენგურის ხიდისაკენ გაემართა. ისინი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის თავშესაფრის თხოვნას აპირებენ.

ბათუმში, სასტუმრო "მედეასა და "მესხეთიდან" დევნილთა გამოსახლების პროცესი შენობების დანგრევის ფონზე გრძელდება.

გუშინ საღამოს, აჭარის მთავრობის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ზოგიერთი ოჯახი საკომპენსაციო თანხის მიღებას დათახმდა და ინვესტორებთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

დევნილთა 200-მდე ოჯახი, რომლებიც ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის პირობას კვლავაც აპროტესტებენ, შენობებიდან გასვლას კვლავ არ აპირებ. ისინი რამდენიმე დღეა აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქციას აწყობენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი სამთავრობო რეზიდენციის წინ კარვებს გაშლიან.

დევნილებმა თავიანთი უფლებების დასაცავად თითქმის ყველა სახელისუფლებო და არასახელისუფლებო ორგანიზაციებს მიმართეს. მათი ბედით მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ადა მარშანია დაინტერესდნენ. ისინი ბათუმში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა ლევან ვარშალომიძემდე ვერ მიაღწიეს.

გუშინ აჭარის მინისტრთა საბჭოს შენობის წინ მოვლენები დრამატულად განვითარდა. გული დანელიამ თავისი 22 წლის ინვალიდ შვილიშვილთან, შორენა ჩაბრავასთან ერთად ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მიზეზი კი ის არის, რომ ჩაბრავების ოჯახს დევნილთათვის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას არ აძლევენ. "22 წლის შორენა ჩაბრავას თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აქვს. ჯამბულ ჩაბრავას - შორენას მამას, მეორე ოჯახიც ჰყავს. 10 წლის განმავლობაში ის დარეჯან გოროზიასთან ერთად ცხოვრობდა. ეს ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, გოროზიაც დევნილი იყო. ჩვენ ცალ-ცალკე გვქონდა საოჯახო ნომრები, მაგრამ ფართი იყო ერთი, ამიტომ ჩვენ აქვე, მძახლებთან ვცხოვრობდით. დარეჯან გოროზიამ დოკუმენტი გააკეთა, რომ თითქოს, ჩვენ აქ არ ვცხოვრობდით, არადა ჩვენ ცალკე საოჯახო ნომერი (N1014) გვაქვს. გოროზიამ თანხა აიღო, ჩვენ კი კომპენსაციას არ გვაძლევენ", - აღნიშნა შორენას დედამ, მადონა დანელიამ.

სუიციდის მცდელობა პოლიციამ ძალის გამოყენებით აღკვეთა. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამო რამდენიმე დევნილი მსუბუქად დაზიანდა. ერთ-ერთი ქალბატონი დროებით დააკავეს კიდეც.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, სოფო ხორგუანი მიმდინარე მოვლენების შესახებ ასეთ განცხადებას აკეთებს: "მე შევხდი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ, მამუკა ნაკაშიძეს. როგორც მან მითხრა, ინვესტორმა გამოიჩინა კეთილი ნება, რომ ცალკე განიხილავს ამ საკითხს და კონკრეტული ოჯახებისათვის თანხების დამატება იქნება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ის ნამდვილად ირღვევა. მთავარია ირღვევა ის კანონი, რომელიც ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს ავალდებულებს, რომ უნდა განახორციელოს ამ ადამიანების განსახლება. ხშირად მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებენ, რაც ასევე არასწორია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, როცა შეთანხმება იქნება გაფორმებული და სასამართლოს გადაწყვეწტილება კანონიერ ძალაში იქნება შესული".

ადა მარშანია კი ბრალდებებს აჭარის მთავრობას უყენებს. მისი განცხადებით, ყველაფერი, რაც აქ ხდება, აჭარის ხელისუფლების უსუსურობის გამოა: "ორი დღეა ვარშალომიძესთან ამაოდ ველოდები შეხვედრას. აჭარის მთავრობის წევრებს, ვისაც შევხვდი, სახეზე აწერიათ ტყუილი. მათ ქრთამები აიღეს და დევნილებზე ფულები გააკეთეს. ამის დოკუმენტური მასალებიც არის. აქ ძალიან დიდი კორუფციის წყარო შეიქმნა და თანამდებობის პირების პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხსაც დავაყენებთ. ბევრ დევნილს უკანონოდ, 2 ათასი დოლარის სანაცვლოდ დამატებით აძლევდნენ 7 ათას დოლარს. ხელისუფლებას, თანხები რომ მიეთვისებინა, მაქსიმალურად შეამცირა დევნილთა სია".

დევნილთა ინფორმაციით, პოლიცია ძალის გამოყენებით აპირებს მათ გამოსახლებას. აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის, დავით ბედიას განცხადებით დევნილებისათვის ულტიმატუმი არავის წაუყენებია და მათ ძალით გამოსახლებასაც არავინ აპირებს. "ჩვენ მივმართავთ ყველა ზომებს, რომ წესრიგი იქნას დაცული და ამათ ჰქონდეთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, თუკი ვინმე დაარღვევს ადმინისტრაციულ წესებს, მაშინ შესაბამის ზომებს მივმართავთ," - განაცხადა დავით ბედიამ.

პოლიციის შეფის განცხადებას უნდობლობით ხვდებიან დევნილები. მათი ერთი ნაწილი საპროტესტო მარშით ენგურის ხიდისაკენ მსვლელობას და აფხაზეთის არაღიარებული მთავრობისათვის მიმართვას აპირებენ. "აფხაზეთიდან იმიტომ გამოვიქეცით, რომ იქ ჩვენ გვხოცავდნენ. ახლა აქაც ასეთივე პირობებში აღმოვჩნდით. ჯობია, ენგურზე გადავიდეთ და აფხაზეთის ხელისუფლებას ვთხოვოთ, მიგვიღოს", - აცხადებსდევნილი ჩიტო ყალიჩავა. გუშინ საღამოს, დევნილთა ერთი ჯგუფი ენგურისაკენ მართლაც გაემგზავრა.

ავტორი: ემზარ დიასამიძე


კალენდარი
 
 
ივლისი  2006
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი