ახალი თაობა
2002-12-27
ზუგდიდელი პედაგოგების მუქარამ შედეგი გამოიღო
ზუგდიდის ბაგა-ბაღების პედაგოგების ნაწილმა ოთხი თვის ხელფასი უკვე მიიღო, ნაწილი კი ამ კვირაში მიიღებს.
როგორც ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების გამგის მოადგილემ მურადი ქავთარაძემ "მედია-ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, ბაგა-ბაღების პედაგოგებს ბოლო ექვსი თვის ხელფასი არ მიუღიათ. მისივე თქმით, ზუგდიდის გამგებელი ნუგზარ ანთელავა, რომელსაც წინა კვირაში ბაგა-ბაღების გაფიცული პედაგოგები შეხვდნენ, მათ ოთხი თვის ხელფასის გაცემას დაპირდა.
როგორც ცნობილია, ზუგდიდის 16 ბაგა-ბაღის 50-მდე პედაგოგი გასულ კვირას გაიფიცა და გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გზებისა და გამგეობის შენობის პიკეტირებით იმუქრებოდნენ.
მედია-ნიუსი
კალენდარი
ივლისი 2002
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი

2010