მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი "ქართველური ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე: "ქართველური ენა და კულტურა"

მოკლედ ცენტრის მიზნების შესახებ;

კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ხალხის-ქართველების-სახელს უკავშირდება ძველბერძნული მითები პრომეთესა და ოქროს საწმისის შესახებ, მტკვარ-არაქსის უძველესი კულტურა, II-I ათასწლეულების ცნობილი "დიდი ხალხური ცივილიზაცია", ათასწლეულების წინ შექმნილი ფონემატურად უზუსტესი ანბანის შექმნა, უძველესი ქრისტიანული წარსული და სხვა. საქართველოში ერთმანეთს კვეთდა ევროპული და აზიური ცივილიზაციები, შესაბამისად, ქართველთა ენა და კულტურა მრავალწახნაგოვნად აირეკლავს ბევრ საინტერესო კულტურულ თუ ისტორიულ მოვლენას. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისათვის უცნობია სპეციალისტთა მიერ გამოკვლეული ბევრი ფაქტი.

ჩვენი მიზანია, პოპულარული ლექციებით, პროფესიული ექსპედიციებით, საზაფხულო და სხვა სახის დროებითი სკოლების ორგანიზებით, ვიდეომასალით გავაცნოთ დაინტერესებულ პირებს ქართველთა სამწიგნობრო ენა, დიალექტები, ფოლკლორი, მატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშები და ეთნოგრაფიული კუთხეები; აგრეთვე ქართველთა კულტურულ-ისტორიული ურთიერთობები სხვა ერებთან. ცენტრი ხელს უწყობს ქართული სალიტერატურო ენის, როგორც სახელმწიფო ენის როლის განმტკიცებას.

სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ახალი 2002-2003 სასწავლო წლიდან ცენტრმა საფუძველი ჩაუყარა სასწავლო-სამეცნიერო სემინარების ციკლს "ქართველური ენა და კულტურა".

სემინარების მიზანია ლექტორ-მასწავლებლებს, ასპირანტებსა და მკვლევრებს გააცნოს უახლესი ისტორიული, ლინგვისტური და ეთნოგრაფიული კვლევები.

სასწავლო-სამეცნიერო სემინარების თემები წინასწარ განსაზღვრულია, თუმცა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭო ყურადღებით მოეკიდება ჩვენი მკითხველების მიერ შემოთავაზებულ სამეცნიერო თემებსაც.

სამეცნიერო სემინარების სავარაუდო თემებია;

1. "ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემა და ეროვნების საკითხი";

2. დიდი კოლხური ცივილიზაცია (საზღვრები, ენა, დედაქალაქი);

3. ბაბილონის გოდოლი-ენების აღრევის ფილოსოფიური არსი და ქართველთა ბიბლიური წინაპრები;

4. ქრისტიანობის არსი; ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში;

5. იოვანე ლაზი და პეტრე იბერი;

6. ქართული სამწიგნობრო ენის ისტორია; ფუძე დიალექტის საკითხი, პერიოდიზაცია, ქართველურ დიალექტებთან მიმართება;

7. ცდუნება-ზოგადსაკაცობრიო პრობლემა და ილიას "განდეგილი";

8. ტრადიციული რელიგიები და სექტები;

9. ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების ისტორიული საფუძვლები და თანამედროვე იმპერიების იდეოლოგიური დივერსიები;

10. უახლესი ქართული მწერლობის განვითარების პროცესი და თანამედროვეობის პრობლემები.

სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ აქტიურად ჩაერთონ ჯგუფურ სამუშაოებში, იმსჯელონ სემინარის თემის ირგვლივ, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები. სემინარის მონაწილეები მიიღებენ სათანადო მოწმობას (სერთიფიკატს).

პირველი სემინარის თემა; "ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემა და ეროვნულობის საკითხი", რომელიც ჩატარდება 2002 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში, დღის 10 საათზე.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ-მასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს (დასწრება უფასოა).

სემინარზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველები უნდა დაგვიკავშირდნენ 2002 წლის 5 ნოემბრამდე სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ტელეფონზე 4-28-83

ავტორი: სოფიო კუბლაშვილი


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი