მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
ასპინძური მასპინძლობა

ექსპედიცია ნებაყოფლობითი და მკაცრი ჯარია!

სტუდენტები ხუთ ჯგუფად გავყავით; თითოეულ ჯგუფს თითო ვაჟი და თითო ხელმძღვანელი "პატრონობდა". ყოველ მასწავლებელს პასუხი უნდა ეგო ჯგუფის სასწავლო-სამეცნიერო დონეზე, დაწოლა-ადგომა-ჭამის რეჟიმზე და ზოგად უსაფრთხოებაზე; ბიჭებს ევალებოდათ სოფლის გზებსა და კლდე-ღრეზე სიარულისას გოგონების "xიდობა" (თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგ არჩვისებრ ქალწულს დაუხმარებლადაც შეეძლო ეალპინისტა!). საერთოდ აიკრძალა მტკვარში ბანაობა, ვინაიდან პირველივე დღესვე ჩვენმა ბიჭებმა მტკვარს ძლივს დაატოვებინეს სატვირთო მანქანის "კამერას" შემოსკუპებული პირველკურსელები, ამის გამო, იმავე დღესვე, ჰიუგოს მეზარბაზნის მსგავსად დაისაჯნენ და დაჯილდოვდნენ ბიჭები. მათი დაუდევრობით გოგონები ჯერ წყალწაღებულად იქცნენ, შემდეგ კი ყველანი მკტვარწართმეულებად.., ახლაც კი გასახსენებლად ძნელია ხიფათის ის მრუმე მოსალოდნელობა...

თითოეულ სტუდენტს თითო კასეტა უნდა ჩაეწერა და გამოსაქვეყნებლად მოემზადებინა. აქვე ვიტყვი, რომ ექსპედიციამ კარგად იმუშავა. ალბათ, მალე მომზადდება დიალექტოლოგიური ტექსტების კრებული "ასპინძა", რომლის სასტამბო ხარჯებსაც მერაბ ბერიძე შეგვპირდა.

თოკი, აწყვიტა და დამალა

ისტორიული მესხეთის მრავალი სოფლის სახელთაგან ამ სამ სოფელს ერთ თქმულებად აერთიანებს აქაური ქართველობა... მე ამ გადმოცემა-ლეგენდას გვერდს ავუვლი და ვიტყვიმხოლოდ, რომ საქართველოს მრავალტანჯულ კუთხეებს შორის სამცხე-ჯავახეთი ის გადარჩენილი რეგიონია, რომელმაც უთვალავჯერ გადაიტანა მომხვდურთა დაუნდობლობა; ალბათ, ამიტომაცაა აქაური კაცი უფრო დაფიქრებული, უფრო სევდიანი და ამიტომაცაა გასიმბოლირებული აწყვიტა, დამალას ტიპის ცნებები.

დამალაში ამჟამად სომხები ცხოვრობენ; სომხურ ტექსტებს რამდენიმე დღეს ვიწერდით ეკა, ემზარი და მე. აქაც ისეთივე მესხური ყოფაა, რაც ქართულ სოფლებში; ოჯახის წევრთა შესახებ რომ მოგიყვება მასპინძელი, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ მზერის სხვაობს; ქართველი მართლმადიდებული მაინც ამ დასაქცევ თბილისს ელოდება და ვითარების სასიკეთო შეცვლა ეიმედება (არადა, არ იცის, არაფერი შეიცვლება, თუ მან თავად არ იბრძოლა მოძალადე და გამყიდველი მთავრობის შეცვლისთვის!)... სომეხთა აქ დარჩენილი ნაწილიც ტკივილით ელოდება საქართველოს ნორმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას; ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი კი სომხეთში, რუსეთში ან ევროპა-ამერიკაშია გახიზნული; ვინც აქაა დარჩენილი ქართულად ცუდად ლაპარაკობს; ასაკოვან ხალხთან უფრო საინტერესო იყო საუბარი ქართულადაც და სომხურადაც... ერთმა ახალგაზრდა ვაჟკაცმა კარგად გვიმეგზურა--მამფრემ, განსაკუთრებით დამამახსოვრდა დამალელთა პატარა სუფრა, სადაც ნათელი გულწრფელობით ითქვა სამშობლოს--საქართველოს სადღეგრძელო...

ხიზაბავრა

ასპინძის საავტომობილო ბაზის დირექტორი მალხაზი საოცრად მეგობრულად გვეყურადღებებოდა; 21 ივლისსაც მან მხოლოდ ბენზინის ხარჯის ფასად გამოგვაყოლა პატარა ავტობუსი, რომელმაც საროსა და ხიზაბავრაში მუშაობის საშუალება მოგვცა. სამცხე-ჯავახეთის სოფლებს შორის ხიზაბავრა რამდენიმე ნიშნითაა გამორჩეული; ფაქტიურად ამ დიდი და ძლიერი სოფლით იწყება ჯავახეთის ზეგანი. აქაურებს გამოკვეთილი იუმორი და ავტონომიური ინდივიდუალობა აქვთ; სოფლის ცენტრში მდგარ კარმიხურულ მართლმადიდებლურ ბაზილიკას კვირა დილით აშკარად თრგუნავს ხოლმე ხალხმრავალი კათოლიკური ტაძარი, სადაც ახალგაზრდა პოლონელი პატრი ნასწავლი ქართულით ქადაგებს თანამედროვე მიკროფონთან ("დინამიკები" გენერატორით მუშაობდა შუქგამქრალ სოფელში)... ასე იყო იმ დღესაც. როგორც კი ვიკითხე, რატომ არის ბაზილიკის კარი დაკეტილი-მეთქი, მაშინვე დიდი ყურადღებითა და პატივისცემით გამოიტანეს გასაღები და ექსპედიციის წევრთა საგალობლებმა მოწყენილი ბაზილიკა აასევდიანღიმილიანა... ისტორიული მესხეთის სოფელთა ძველისძველი ცენტრის ძირითადი ნიშანია ამაღლებული ღარიდან ან მილიდან მსხვილად გადმომდინარე წყალი და მიწაზე გართხმული რამდენიმენავიანი გრძელი ავაზანი; ხიზაბავრის ბაზილიკა უფრო ახლოს იყო სოფლის წყაროსთან, ვიდრე ამაღლებულ ადგილას აშენებული მიკროფონიანი ეკლესია.

ჩვენ მთავარ მასპინძლად გიგო დათაშვილი დარჩა, რომელიც გინებანარევი იუმორით გვიყვებოდა თავისა და ხიზაბავრის წარსულზე, პრობლემებზე, იმაზე, თუ როგორ პერანგებივით იცვლის პარტიებს, სოფელს რომ ემსახუროს (ბ-ნი გიგო, როგორც წესი, იმ პარტიის ლიდერი ხდება ხოლმე ხიზაბავრის მასშტაბით, რომელიც მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში იმარჯვებს; ბოლოს ე.წ. "ახლებში" შესულა)... გიგომ სიყვარულითა და გულისტკივილით მოგვიყვა პატრი პავლეს შესახებ; პატრი მასთან წლების მანძილზე ცხოვრობდა და თავისი პატიოსნებითა და რუდუნებით უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა არა მხოლოდ მთელ სოფელში; სწორედ მის სახელს უკავშირდება კათოლიკეობის ასეთი აღმავლობა აქ (ახალი პატრი პავლეს ვერ მიედრება; შორტებით დადის სოკოს საკრეფადო-ხუმრობდა ერთი ხიზაბავრელი). პატრი პავლე ავარიით დაიღუპა ორი წლის წინათ (შეიძლება კიდეც მოუწყვეს ეს ავარიაო, ჭოჭმანობდა გიგო)... ხიზაბავრაში ასევე პატივისცემითა და მოკრძალებით ლაპარაკობენ იტალიელ ბ-ნ ნინო მარტინზე, რომელიც ამ მხარეში აფინანსებს მშენებლობებს, ხალხს სამოგზაუროდ აგზავნის იტალიაში, ურიგებს საკვებ პროდუქტებს და ა.შ. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება აქ კეთილ პატრონად არ აღიქმება (და არც დანარჩენ საქართველოში!) ვინაიდან ხალხი ვერ ხედავს მის ზრუნვას (თუ პატიოსნებას!) და იძულებულია, უცხოელების მოწყალებაზე იმადლიეროს...

ძალიან დაჩაგრულად მეჩვენა სარო, უპატრონოდ მიტოვებული სოფელი სარო; მე მაშინ რა უნდა მექნაh ახლა კი სევდით ვაფიქსირებ საროს სიმარტოვეს...

შორეთი

ჩვენს ექსპედიციას ჰქონდა სამეცნიერო-სასწავლო მიზნები. მსურდა აგრეთვე ჩემს თანამშრომლებსა და სტუდენტებს სისხლხორცეულად შეეგრძნოთ საქართველოს ეს ტანჯულ-ფიქრიანი კუთხე და, გარდა ამისა, მაინტერესებდა ყველანი (ჩემი თავიც!) გამოვცდილიყავით შორი თუ გრძელი მანძილების დაპყრობის ჟინის ხარისხის მიხედვით... წელს ჩვენი საექსკურსიო ექსპედიციების დაგეგმვას ჩვენივე არასამთავრობო ორგანიზაციის ("ქართველთა ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე") თანამშრომლებთან კონსულტაციით ვახდენდით; ბ-ნი ემზარჭანტურიძე ჩემთან ერთად ჩაჰკირკიტებდა რუკასა თუ ისტორიულ ფაქტებს...

ასპინძა-2002-ის ზენიტად თავიდანვე შორეთის ეკლესია და ციხესიმაგრე განისაზღვრა; ვინც ამ გზას გაუძლებდა, ვფიქრობდი, იმავე დღეს ღართაში ამეყვანა, ჩამოსვლისას კი, ოთის შემდეგ, აგარის ეკლესიის მონახულება თეორიულ შესაძლებლობად რჩებოდა... ძირითადად ტყე-ღრეში ერთ დღეში 20-25 კილომეტრი უნდა გაგვევლო.

ბატონმა ხვიჩა ქავთარაძემ ჩვენს ექსპედიციას ერთი ავტობუსი მოუყვანა ოთამდე სამგზავროდ და გამცილებლად ოთელი კაცი, ავღანეთში უსაქართველოოდ ნაბრძოლი გიორგი ხიხალაშვილი გამოგვაყოლა; კაცი კარგი მოსიარულე და აქაურობის მცოდნე. მოკლე და მრავალგზისავლილი ლამაზი ბილიკებით წავედით შორეთისაკენ. ფართო ბილიკის გასწვრივ ხავსმოდებული ვეება ქვები ჩვენთვის ისევ ძველ ეტრატებად იკითხებოდა, სადაც აღწერილი იყო იმ ვაჟკაც ცხენოსანთა გმირობანი საშიში თქარათქურით რომ ადი-ჩამოდიოდნენ ამ მთაგორებზე ქართველური სულის დარაჯობისას... ბუჩქებშუა გამომზირალი ლამაზი, მწვანედ ხავერდოვანი მოლი სავნებოდაც იწვევდა ალბათ კლდეკარის ციხის მცველთ მშვიდობიან დროს...

შორეთი, პირველ რიგში, სპეტაკი ორიარუსიანი ეკლესიაა. საუკუნეების წინ ნაგებ ამ შესანიშნავ ქართველურ ძეგლს ბრწყინვალე წლების შემდეგ დიდი დარბევაც უნახავს და დაფლეთილი მისი პერანგი დღეს სულაც ვერ ასაცოდავებს სულიერების ამ ნიშანსვეტს; მომხდურთა უსულგულობა და სიპატარავე (თუნდაც, სახელდახელოდ ზემოდან უადგილოდ ჩადებული სომხურწარწერიანი ქვა) უფრო მეტად აცხადებს აქაურობის ღრმად ეროვნულ გამძლეობასა და სილამაზეს. ქუთაისელი გოგონების საგალობელმა დიდი ხნით დააფრთხეს სანთლებმიმქრალი ეკლესიის სივრცეში შებედილი ჭინკების უღვთო გარინდება; თბილისელ სტუდენტთა და არქიტექტორთა ნაკვალევი ბალახსა და ჯაგს წაელეკა თითქმის; წყაროს გაღმა აშენებული მათი ჯარგვალი მეტყევის მიტოვებული ქოხისილუზიას უფრო ქმნიდა, ვიდრე პატრიოტ სტუდენტთა საცხოვრისს.., ულმობელია უკაცურობა!

მერე ციხეზე ავედით; ყველა ამოვიდა! ზემოდან საოცრად ორიგინალურად ჩანდა; ფერადფერად ტანსაცმელში გამოხვეული ორმოცზე მეტი ადამიანი მოძრავ ყვავილთა საოცარ ჯაჭვ-ბაგირ-გზას ქმნიდა ტაძარსა და ციხის ყელს შორის.

...სევდა და სიხარული ქროდა ჩვენში და, ალბათ, ჩვენს გარშემო მყოფ წინაპართა სულებშიც, გასწვრივ უსაზღვრო სივრცე და სავსე განწყობა მიმოქცეოდა, სადღაც დაბლა არსებული ტყე-მცენარეები თუ მდელო-მდინარეები ურყევ საყრდენ-საშენ ფუნდამენტად იდგა; იდგა და გველოდა... საქართველოს აღდგენას არ უნდა ველოდოთ, ის ჩვენ უნდა აღვადგინოთ! სივრცის ყველა მხრიდან ამ შინაარსის და სხვადასხვა ტემბრის ხმა მო-

ჰქონდა ჩუმად მონარნარე ნიავს... ციხესაც ჰქონია პატარა სამლოცველო; ალბათ, ეს საოცარი მართლმადიდებლური ცნობიერება ქმნიდა ჩვენს დიდ წარსულს... ციხის კიდიდან ავთოს, იას, და ცოტნეს ველაპარაკე (ზოგჯერ მართლა კარგია თანამედროვე აპარატურა!), მერაბსაც დავურეკე აღტკინებულმა, ვუთხარი; "მერაბ, დამირეკე, მინდა შენი ტელეფონის ზარმაც აახმიაოს აქაურობა, შენ ხომ ჩვენი ექსპედიციის განუყოფილელი წევრი ხარ"... განგებ დიდხანს ვახმიანე მერაბის საზეიმო ზარი...

ღართაში ყველა ვეღარ წამოვიდა, მესამედმა ალბათ ვეღარ გაბედა ახალი აღმართის ავლა. ღართის ეკლესიის ნაგრევებზე ჭინჭრები ბოგინობდნენ; აქაც დააფრთხეს ჭინკები ჩვენმა საგალობლებმა... მარკესის რემედეოსის მსგავსი მარიტა ჯოხით დაერია ჭინჭრებს--"თქვე საზიზღრებოო!"...

ბოლოს, აგარის ეკლესიაში მხოლოდ შვიდმა კაცმა ავაღწიეთ, მაგრამ საგალობლებმა აქაც გარკვეული ხმით განდევნეს ჭინკები, რომელთაც, ალბათ ძროხების სუნი ასდიოდათ... წვიმა დაიწყო; თითქოსდა მაინც დაუღლელად, მაგრამ უთუოდ სევდიანად ნელ-ნელა მოვიწვიმოდით; ემზარი, გიორგი, ნატო, სოფიკო, ლელა, ეკა და მე.

...ექსპედიციის წევრებმა ბევრი ახალი ხედი თუ განზომილება დაინახეს თავიანთი ცხოვრების ასპინძურ მონაკვეთში; ბევრი ახალი სიტყვა თუ გამოთქმაც ჩაიწერეს; ერთ-ერთით დავასრულებ უსასრულოდ გაგრძელებად სამცხურ შთაბეჭდილებებს;

ასპინძელთა მეტყველებაში "შეახალა ჭკუა" ნიშნავს--გაგიჟდა. ჩვენი ისტორიული თუ დღევანდელი (ტყუილად გვაგონებენ, რომ ქართველები არ ვვარგვართ!) სულიერი სიმყარის, საქვეყნო სიყვარულისა და საბრძოლო ჟინის შემხედვარე ჩვენმა მტერმა თუ "შეახალა ჭკუა", განა გასაკვირიაh

...მესხეთის ექსპედიციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენ, ქართველებს, დაუმარცხებელი სული გვაქვს ღვთისგან ბოძებული. მთავარია უახლოეს ხანში მაინც შევძლოთ ქართველურ კულტურასა და სახელმწიფოებრივ ღირსებაზე ორიენტირებული სახელისუფლო სტრუქტურების ამოქმედება--იმ სახელმწიფოებრივი სტრატეგიული ხაზის ამოქმედება, რომელიც აიეტიდან იწყება, ქუჯ-ფარნავაზ-გორგასლით სხივოსნდება და ჯერჯერობით ზვიად გამსახურდიას განუხორციელებელი იდეებით წყდება თუ ვანდება...

ასპინძელთა დიდებულ მასპინძლობას ჩვენს თვალში ჩრდილი ვერ მიაყენა სოფელ რუსთავის "საგუშაგოსთან" მდგარი პოლიციელების უხეშ-ვაჭრულმა ქმედებებმა; ესენი ხომ დღეს არსებული ამ მალეწარმავალი ქაოსის უძღები შვილები არიან...

ავტორი: ტარიელ ფუტკარაძე


კალენდარი
მაისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი