მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
გიორგი მერჩულე და ბაგრატიონთა გვარის გაღვთიურების საკითხი

"ქართლის ცხოვრების" S ტომში (ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ. 1955) ვხვდებით S ს. საქართველოს ისტორიის ერთ პირველხარისხოვან წყაროს; "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა". აღნიშნული წყაროს ავტორი არის სუმბატ დავითის ძე. მას შემდეგ, რაც საქათრველო გააერთიანეს და ერთიანი სახელმწიფოს ტახტზე ავიდნენ ბაგრატიონები. დღის წესრიგში დადგა მათი პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების აუცილებლობა. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებული აზრის თანახმად ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ "სათანადოდ დაამუშავა" "ქართულ-სომხურ სამყაროში" ადრევე არსებული ლეგენდა ბაგრატიონთა საგვარეულოს ღვთიური წარმოშობის შესახებ და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 16-, 1979,გვ. 11).

ალექსანდრე ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორე სამეცნიერო კონფერენციის მასალებში (თბ. 1998) დაიბეჭდა ელდარ მამისთვალიშვილის ნარკვევი; "ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაღვთიურების საკითხისათვის". მასში შესწავლილია ქართული ისტორიოგრაფიის ერთი მნიშვნელოვან თემის-ბაგრატიონთა გვარის წარმოშობის, ამაღლების და მათი გაღვთიურების შესახებ არსებული თხზულების ავტორობის საკითხი.

მკვლევარი პირველად მიმოიხილავს აღნიშნული იდეოლოგიური შეხედულების შესახებ არსებულ საისტორიო მწერლობის მონაცემებს და ამის შემდეგ გადადის საკუთარი აზრის დასაბუთებაზე. ბაგრატიონთა გვარის გაღვთიურების და ამ წყაროს ავტორობის საკითხი ნაშრომში განხილულიაmSSS-S სს. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მდგომარეობის გათვალისწინებით.

საქართველოს ისტორიის შესაბამისი პერიოდის და, მით უფრო, ქართული ლიტერატურის S კლასის მასწავლებელი ვერ ასცდება გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შესწავლას, მისი, როგორც საისტორიო წყაროს მნიშვნელოვნის აღუნიშნაობას. მთავარი, რასაც ნაწარმოებიდან ვგებულობთ, ისაა, რომ უკვე mSS-S სს. "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხებოდა, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების".

სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარეც უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული სიახლე. რომ აღნიშნული იყო შედეგი მაშინდელი საქათრველოს ისტორიული განვითარებისა და, რომ სამეფო ხელისუფლებამ შესძლო "ეკლესიის მიერ წამოწყებული კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის დროს წარმოშობილი მატერიალური სიძნელეები თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა, მითუმეტეს, როდესაც, ფაქტობრივად დამოუკიდებლობა დაკარგულ ქვეყანაში ეკლესია ეროვნული გამთლიანების პროპაგანდას ეწეოდა, რომლის სათავეშიმეფე უნდა მდგარიყო. ასე, რომ ეკლესიის და საერო ხელისუფლების კავშირი აუცილებელი იყო, რასაც კარგად გრძნობდნენ იმდროინდელი მოწინავე ადამიანები" (გვ. 15).

სპეციალურ ლიტერატურაში დღემდე აღნიშნავენ, რომ mSSS-S სს. m საუკუნისაგან განსხვავებით სასულიერო პირები უფრო მაღლა დგანან, ვიდრე საერონი.ვარსქენისადმი სასულიერო პირების შიში შედარებულია ფებრონიას მიერ აშოტ კურაპალატის უარით გამოსტუმრების შემთხვევასთან. ხაზგასმულია საბა იშხნელის მიერ მეფისადმი კადნირი პასუხი და ა.შ. ვფიქრობთ, რომ მოტანილი და სხვა მსგავსი ფაქტები გაგებულიუნდა იქნას საქართველოს მაშინდელი სოციალური და პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე. რომ საერო ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც უკვე mSS-S სს. გათვალისწინებული ჰქონდა თანამშრომლობის, ერთმანეთის ზნეობრივი ნაკლის, სახელმწიფოს გაერთიანების აუცილებლობა. აქ უნდა ავხსნათ ახალი და მარტივად ვერ უარსაყოფი მოსაზრება. რომ; "იქნებ სულაც გიორგი მერჩულემ, როგორც მწერალმა, საუკუნის წინათ მოღვაწე, თავის გმირს ის ათქმევინა, რაც მისი დროის პოლიტიკური ვითარებისთვის შესაფერი, უკვე საყოველთაოდ აღიარეუბლი ფაქტი იყო. იქნებ ავტორს სურდა საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა უფლებისათვის ხანდაზმულობის იერი მიეცა (ვგ. 13) ხაზგასმულია გიორგი მერჩულის მიზანიც-დაერწმუნებინა მისი თანამედროვეობა და მომავალი იმაში, რომ მეფეს, ამ შემხთვევაში აშოტს, სურდა გრიგოლ ხანძთელთან როგორც ბიბლიური წინასწარმეტყველებს მიმსგავსებული წმინდანისაგან, მოესმინა ბაგრატიონთა განსაკუთრებულობაზე (გვ. 13-14).

გრიგოლ ხანძთელმა დალოცა მართლაც მეფე, მისი შთამომავლობა და გვარი, ბიბლიური დავითი მოიხსენია ბაგრატიონთა წინაპრად და მათი მეფობა ღვთის ნებად ჩათვალა.

დავეთანხმებით, თუ არა მეცნიერის მიერ წამოწყებულ, ჩვენი აზრით უდაოდ მიგნებულ ჰიპოტეზას, ვფიქრობთ, სასურველია, მოსწავლეებს მაინც გავაცნოთ აღნიშნული საკითხის ახლებური მიდგომა, რომ "ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი აღიარა ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმოშობა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, საჭირო იყო ამ გვარის "მეცნიერული". მწყობრი ისტორიის შექმნა. ამ ამოცანის გადაწყვეტა იკისრა სამეფო გვარის ერთ-ერთმა განსწავლულმა წარმომადგენელმა, Sს. პირველი ნახევრის ისტორიკოსმა, სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონმა... ქართველ ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის პრიორიტეტი გრიგოლ ხანძთელს ან მისი ცხოვრების აღმწერელს--გიორგი მერჩულეს ეკუთვნის, სუმბატმა კი ამ თეორიის დასაბუთება სცადა და ლეგენდისა და სინამდვილის სინთეზი წარმატებითაც შეძლო" (გვ. 17-20).

ავტორი: დავით შავიანიძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი