აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დედაქალაქში მომხდარი მოვლენების გამო ბათუმის ქუჩებში მსვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი.
თვითმხილველთა თქმით, მსვლელობის დაწყებამდე უნივერსიტეტში ხელკეტებით სპეცრაზმელები შეიჭრნენ, ინციდენტის დროს ბათუმის საავადმყოფოებში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით შვიდი სტუდენტი გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, დაზარალებულთა ტრავმები სერიოზული არ იყო და სტუდენტები სახლებში გაეწერნენ.
ამასთან, გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ საგანგებო ვითარება თბილისის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010