მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
კლიმატი და გეოგრაფიული გარემო მშობლიური მხარის მაგალითზე

პლანეტის ბუნების შენარჩუნება კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა- ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორია, ეს ერთიანი და განუყოფელი გარემო, ბუნების ნაწილია და თითოეული სახელმწიფო პასუხისმგებელია კაცობრიობის და ისტორიის წინაშე დედამიწის ბუნების შენარჩუნებაზე ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის.

თანამდროვე მსოფლიო მრავალი პრობლემების წინაშე დგას. თავისი პროფილის, სირთულის, გავრცელების მასშტაბების და სხვათა მიხედვით პრობლემების სამი დონე შეიძლება გამოიყოს; შიდა სახელმწიფოებრივი, რეგიონალური და გლობალური.

დედამიწის გლობალური პრობლემების სამი მნიშნვლოვანი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება; 1) პოლიტიკური, 2) ეკოლოგიური და 3) სოციალურ-ეკონომიკური. ეკოლოგიური პრობლემების ჯგუფი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან; ატმოსფროს, ნიადაგის, ჰიდროსფეროს, ლითოსფეროს, კლიმატის, ფლორისა და ფაუნის დაცვა, კოსმოსისა და მსოფლიო ოკეანის დაცვა და ათვისება, სტიქიურ უბედურებათა თავიდან აცილება.

ატმოსფერო, როგორც ფიზიკური სხეული, პრაქტიკულად გამოულეველი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, ანთროპოგენური დატვირთვის შედეგად, მასში საკმაოდ მძიმე, გლობალურ-ეკოლოგიური პრობლემები ჩნდება. ცხადია, ამ პრობლემების თავიდან აცილება, თვით ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებში შედის და მისი აღკვეთა თვით ადამიანის ხელშია. ატმოსფეროში გაშვებულ გაჭუჭყიანებულ ნივთიერებათა 60-80% ავტომობილზე მოდის. დიდ ქალაქებში ადამიანები "ყლაპავენ" 100-ათასჯერ მეტ ტყვიას, ვიდრე მათი წინაპარი მიმდინარე საუკუნის დასაწყისში.

ატმოსფეროს დაჭუჭყიანების შედეგად მხუთავი გაზი ადვილად იჭრება სასუნთქი გზებით ადამიანის სისხლში, რეაქციაში შედის ჰემოგლობინთან და აძევებს ჟანგბადს, საყურადღებოა, რომ ადამიანის ჰემოგლობინის სწრაფვა მხუთავი გაზის მიმართ 360-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჟანგბადის მიმართ. სწორედ ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული სმოგის შედეგად მსხვილ ურბანიზებულ ქალაქებში ადამიანთა მსხვერპლი.

საქართველოში ატმოსფეროს გამტვერიანების რეგულარული კონტროლის მიზნით გამოიყენება ასპირაციულ პრინციპზე დაფუძნებული მეთოდი. ამ მეთოდის ძირითად ნაკლს შეადგენს სინჯის აღების შრომატევადობა და ფილტრის ბევრჯერადი აწონვის აუცილებლობა. გარდა ამისა, სინჯის აღების და გაზომვის შედეგის მიღებას შორის არსებული დროითი მონაკვეთის დიდი წყვეტილობა ვერ უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის მიღების ოპერატიულობას.

ქუთაისი--სიდიადითა და მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს მეორე ქალაქია. ქალაქში ოცდაათამდე მსხვილი სამრეწველო ობიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც ქალაქის მთელ ტერიტორიაზეა განაწილებული. მათ შორის აღსანიშნავია ლითოფონის, მინისტარის, საავტომობილო, რეზინის ტექნიკურ ნაკეთობათა და ა.შ. აღნიშნული და სხვა საწარმოები მთელი დატვირთვით მუშაობდა 1989-90 წლამდე, დღეს კი ფაქტიურად ყველა ეს საწარმო გაჩერებულია. ასევე საკმაოდ დიდ ფარგლებში მერყეობს ქალაქში ყველა სახის ავტომობილთა რიცხვი. მათი რიცხვი შედარებით მცირე იყო 1991-92 წლებში, ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო (სამოქალაქო ომი), დღეს კი მათი რაოდენობა ბევრად აღემატება 89 წლამდე რაოდენობას, რაც ცხადია უდიდეს როლს თამაშობს ქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანების საქმეში.

ქუთაისში, ჰაერის დამაჭუჭყიანებელ ძირითად ინგრედიანტებზე დაკვირვება დაიწყო 70-იანი წლებიდან. ამ მიზნით ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ხუთი სტაციონარული ჯიხური. დღეს მხოლოდ რამდენიმე ფუნქციონირებს. თითოეულ ჯიხურში გამართულია სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ხდება სინჯების აღება ძირითად ინგრედიანტებზე; მტვერი, sw, Tw2, da tw2

როგორც აღვნიშნეთ, 90-იანი წლებიდან ქალაქში საწარმოთა ფუნქციონირება მინიმუმადეა დაყვანილი. ამდენად საინტერესოა 1990 წლამდე და შემდგომი პერიოდის--1991-95 წლების, მონაცემების შედარება და მიღებული შედეგების საფუძველზე სათანადო დასკვნების გაკეთება.

ჩვენს ქალაქში, 1981 წლის მონაცემებით მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნა იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში და მიაღწია 0,9 მგhმ3, ნოემბერ-დეკემბერში ზდკზე(ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია) ნაკლები იყო და შეადგინა მხოლოდ 0,4 მგhმ3, დანარჩენ თვეებში ნორმის ფარგლებში მერყეობდა.

პუნქტების მიხედვით მაქსიმალური სიდიდეები აღინიშნა რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირზე, ჭავჭავაძეზე მაქსიმალური კონცენტრაცია გვქონდა თებერვალში-2,3 მგhმ3 (ყველაზე დიდი სიდიდე წლის განმავლობაში), ხოლო მარტსა და აპრილში 1,9 მგhმ3. რუსთაველის გამზირზე კი იანვარსა და თებერვალში აღინიშნა 1,2 ე.ი. 2,5-ჯერ და მეტადაც გადააჭარბა დასაშვებ ნორმას. რაც შეეხება 1982, 1983 და 1984 წლებს, ამ პერიოდში ქალაქში მტვრის კონცენტრაცია ნორმის ფარგლებს არ აღემატებოდა. ჩვენი აზრით 1981 წლის გაზრდილი მაჩვენებლები დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ პირობებთან. ამ წელს ქალაქში არ აღინიშნებოდა ძლიერი ქარები და ძირითადად ჭარბობდა დასავლეთის რუმბის, რაც ხელს უწყობს ქალაქში მავნე მონარევების დაგროვებას, ე.ი. არა ხელსაყრელია ჩვენი ქალაქის პირობებისათვის.

რაც შეეხება 1991 წელს, ამ პერიოდიდან ჩვენს ქალაქში მტვრის კონცენტრაციამ საკმაოდ მოიმატა და ივნისში 3-ჯერ, ხოლო ივლისში 4-ჯერ გადააჭარბა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას. 1992 წელს 9 თვის განმავლობაში (I, II, IV, V, VI, VII, VIII, IX, XII) გადააჭარბა დასაშვებ ნორმას, 1993 წელს კი ორჯერ ივლისსა და აგვისტოში. თითქმის ანალოგიური სურათს ჰქონდა ადგილი 1994-95 წლებში.

დღევანდელ სიტუაციაში მტვრის კონცენტრაციის ზრდა დაზიანებულ გზებსა და მაინც ავტოტრანსპორტს უნდა დავუკავშიროთ. ეს ეხება ასევე ტოქსიკური მიკროელენმეტების ზრდასაც, რაც დაბალი ხარისხის საწვავის (ბენზინი) მოხმარებასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ტწ2-ს, მისი კონცენტრაცია ჩვენს ქალაქში ნორმაზე ოდნავ მეტია. მგ 1981 წელს მაქსიმუმი აღნიშნა ოქტომბერსა და ნეომბერში და შედგინა 0,15 მგhმ3, 1982 წელს--0,12 მგhმ3 და ა.შ. საშუალოდ მთელს ქალაქში ტწ2-ის სიდიდე 0,06-0,10-ის ფარგლებში მერყეობს და უმნიშვნელოდ აღემატება ზდკ ე.ი. ტწ2-ის როლი ძირითადად ნორმის ფარგლებში ცვალებადობს.

მართალია, 90-იანი წლებიდან კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ტწ2 და თწ2-ზე დაკვირვება აღარ წარმოებს და ამდენად მასალებიც აღარ გვაქვს წინა წლებთან შედარების მიზნით, მაგრამ 70-იანი და 80-იანი წლების მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ინგრედიენთა მატებას ჩვენს ქალაქში ადგილი არა აქვს, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, როდესაც ქალაქში საწარმოები თითქმის გაჩერებულია.

თწ2-ის განაწილების სურათიც ასეთია; 1981-85 წლების მონაცემებით, მხოლოდ 1981 წელს, 2-ჯერ--ივნისსა და აგვისტოში, აღინიშნა მისი მნიშვნელობა ნორმაზე მეტი, დანარჩენ თვეებში ნორმის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ზამთარში ნორმაზეც ბევრად ნაკლები იყო. ე.ი. 1981-85 წლების პერიოდში აშკარად გამოიკვეთა 1981 წელი, როდესაც ქალაქში ყველა ინგრედიენტის სიდიდე ნორმაზე მეტი აღინიშნა, ატმოსფეროს დაჭუჭყიანების მეტეოროლოგიურ ასპექტებს ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ცნობილია, რომ ქალაქის ტერიტორია რთულ ობიექტს წარმოადგენს და მის საჰაერო აუზში მინარევთა სივრცითი განაწილების შესასწავლად აუცილებელია მრავალრიცხოვანი მასალის ფლობა. საქართველოს პირობებში ამ საკითხის გადაჭრა კიდევ უფრო გართულებულია იმითაც, რომ ჩვენთან ქალაქები მდინარეთა ძლიერ დასერილ ხეობებში არიან განლაგებული. ამ ქალაქების გარემომცველი მთების ფერდობებს სხვადასხვა ორიენტაცია და სიმაღლის მაჩვენებლები გააჩნიათ, რაც თითოეულ მათგანში თავისებურ გავლენას ახდენს მინარევთა კონცენტრაციის ველის ფორმირებაზე.

ატმოსფეროს გამაჭუჭყიანებელი წყაროების განლაგების პრინციპისა და მინარევთა კონცენტრაციის ველის განაწილების მიხედვით, საქართველოს სამრეწველო ქალაქები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი ჯგუფის ქალაქებში, რომლებშიც სამრეწველო საწარმოებს ძირითადად ქალაქის ერთ ნაწილში აქვთ თავი მოყრილი (რუსთავი, ზესტაფონი), სამრეწველო ამონაბოლქვთა გადატანის გაბატონებულ მოძრაობაზე დამოკიდებულებით, გაჭუჭყიანებას უმთავრესად მხოლოდ ცალკეული რაიონები განიცდიან. ამის გამო, მათ საცხოვრებელ მასივებში, არც თუ ისე დიდია ჰაერის გაჭუჭიანების მაღალი დონეების განმეორებადობა.

მეორე ჯგუფის ქალაქებში კი სამრეწველო ობიექტების უგეგმო განლაგება მის ცალკეულ რაიონებსა და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ქმნისგაჭუჭყიანებული ჰაერის საერთო ფონს (თბილისი, ქუთაისი). ამრიგად, მეორე ჯგუფის ქალაქებში უფრო ხშირად აღინიშნება ატმოსფეროს მინარევთა მაღალი კონცენტრაციის ველის ზემოქმედება.

საქართველოს ჰავას, უძველესი დროიდან დღემდე, მკვეთრი ცვლილება არ განუცდია, მაგრამ საკმაოდ გახშირდა ისეთი ანომალიები, როგორიცაა უხვთოვლიანი ზამთრები და კონტრასტულად მაღალი ტემპერატურები ზაფხულის დღეებში. ასეთ ანომალიებს ჩვენ ხშირად კლიმატზე ანთოროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებას მივაწერთ.

როგორც ცნობილია, თბილ პერიოდში, ადგილი აქვს ინტენსიურ ტერბულენტურ მოძრაობას. დიდ ქალაქებში ასეთ მოძრაობას აძლიერებს ის, რომ აქ იქმნება ე.წ. "სითბოს კუნძულები". ამ დროს ქალაქის ცენტრსა და მის გარეუბანს შორის ტემპერატურათა სხვაობა საშუალოდ 10 შეაგენს და მატულობს გათენებისას თითქმის 20-მდე, იშვიათ შემთხვევაში 80-საც კი აღწევს. სითბოს კუნძულები მცირდება არასამუშაო დღეებში, ზრდა კი დაკავშირებულია ქალაქში მოსახლეობის ზრდასთან, მშენებლობის სიხშირესთან, მოასფალტებული გზების არსებობასთან და ა.შ.

ნებისმიერი ქალაქისათვის შეიძლება გამოანგარიშებულ იქნას ქარის კრიტიკული სიჩქარე, რომლის ზემოთაც "სითბოს კუნძულების" წარმოქმნა საერთოდ არ ხდება.

მკრ,3ბ4 დპ ტზ-11ბ6

სადაც, ტზ ქალაქის მოსახლეობაა.

ქუთაისისათვის, სადაც მოსახლეობა 200 000 კაცს აღემატება, (ეს რიცხვი ზუსტი არ არის, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა პირობების გამო მოუხდა ქალაქის დროებით დატოვება, ასევე დიდია ქალაქში ე.წ. "იძულებით გადაადგილებულ მოსახლეთა რაოდენობაც), გამოვიანგარიშეთ ქარის კრიტიკული სიჩქარე და მოვიღეთ მკრ,5-6 მhწმ, ე.ი. როდესაც, ქარის სიჩქარე 5-6 მhწმ-ზე ნაკლებია, ქუთაისში მხოლოდ მაშინ წარმოიმქნება "სითბოს კუნძული". ჩვენი ქალაქის სინამდვილისათვის კი ხშირია მეტი სიმძლავრის ქარიანი დღეები და ამდენად ამ პრობლემის წარმოქმნის ალბათობაც ნაკლებია.

თანამდროვე ტექნოლოგია მოწოდებულია მოიხმაროს ბუნებრივი რესურსები. ამით იგი ზემოქმედებას ახდენს და სახეს უცვლის ბუნებას, რის შედეგად ადგილი აქვს როგორც ლოკალურ, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ცვლილებებს. ნებისმიერი ტექნოლოგია ამა თუ იმ სახით მოიხმარს ენერგიას და ამით პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ზემოქმედებას ახდენს გარემომცველ გარემოზე ყოველივე ეს იძლევა საშუალებას, მოხმარებული ენერგია, გაანგარიშებულ ერთეულ ფართობზე, როგორც ანთროპოგენული ზემოქმედების ინტეგრალური მაჩვენებელი, გამოყენებულ იქნას ეკოლოგიური წონასწორობის შეფასების მიზნით.

მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მონაცემები (იხ. ცხ.) გვიჩვენებს, რომ ანთროპოგენული ზემოქმედების კოეფიციენტის გაზრდილი მაჩვენებელი ახასიათებს განვითარებულ ქვეყნებს, ტერიტორიის სიდიდის მიხედვით. გამონაკლისს წარმოადგენს კანადა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სამეურნეო ობიექტებით დაუკავებელი ტერიტორიები.

უკანასკნელ წლებში, ამ პროცესებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. მაგ, შეიძლება დავასახელოთ კორეა, სადაც ანთროპოგენული ზემოქმედების კოეფიციენტი 10-ჯერ მეტია გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით. გარემომცველი გარემოს ცვლილების საქმეში უდიდესი როლი ეკუთვნით მჭიდროდ დასახლებულ განვითარებად ქვეყნებს.

რამდენადაც დღესდღეობით შეიმჩნევა გარემოს ცვლილების გლობალური პროცესები, შეიძლება დავუშვათ, რომ ანთროპოგენული ზემოქმედების საშუალო გლობალური კოეფიციენტი აღემატება დედამიწისათვის დასაშვებ ნორმას.ანთროპოგენული ზემოქმედების კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობა (41) აღინიშნება ნიდერლანდებში (განხილულ ქვეყნებს შორის მისი ტერიტორია ყველაზე მცირეა, ხოლო მოხმარებული ენერგია არც თუ ისე პატარა), მეორე ადგილზეა (18) გერმანია. დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში ეს კოეფიციენტი 16-ის ტოლია. კოეფიციენტის მინიმუმს, მნიშვნელობა 0,4 და 0,2 შესაბამისად აღინიშნება კანადასა და ბრაზილიაში (აიხსნება გამოუყენებელი მიწების დიდი ფართობების გამო). მექსიკასა და ინდოეთში კოეფიციენტი 1-ის ტოლია, ე.ი. უტოლდება გლობალურ მნიშვნელობას.

როგორც ჩანს, ანთროპოგენული ზემოქმედების საშუალო გლობალური კოეფიციენტი 6-8-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ეს იმას მოწმობს, რომ ბიოსფეროში დაირღვა წონასწორობა ბიოგენური წრებრუნვისა და მსოფლიო სისტემა შევიდა ეკოლოგიურ კრიზისში.

როგორც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, ფართობის ერთეულზე მოხმარებული ენერგია წარმოადგენს საუკეთესო ეკოლოგიურ ინდიკატორს, რომელსაც უკვე ფართოდ იყენებენ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, ანთროპოგენული ზემოქმედების დონის შეფასებისათვის ამ მხრივ საინტერესოა როგორ სურათს აქვს ადგილი მთელს საქართველოში და მეორე მხრივ ჩვენს ქალაქში. ამ მიზნით ვისარგებლეთ რესპუბლიკასა და ქალაქში მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემებით, რამდენადაც სხვა საწვავის შესახებ ზუსტი მონაცემები არ გაგვაჩნდა.

ბოლო მონაცემებით საქართველო წლის განმავლობაში მოიხმარს საშუალოდ 18176 მლნ კვტhსთ ელექტროენერგიას, ხოლო ქუთაისი ,360 მლნ კვტhსთ-ს. საქართველოს ფართობი ჰექტრებში წარმოდგენს 6,9 მლ ჰა-ს, ხოლო ქუთაისის 0,38 მლნ ჰა.

ამ მონაცემებით გამოვიანგარიშეთ რომ ანთროპოგენული ზემოქმედების კოეფიციენტი, გლობალურ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება და ამდენად საქართველო მძლავრ ეკოლოგიურ კრიზისს განიცდის. რაც შეეხება ქუთაისს აქ მდგომარება დამაკმაყოფილებელია.

ავტორი: დალი მიქაუტაძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი