მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
არნოლდ ჯოზეფ ტოინბი

ა. ჯ. ტოინბი დაიბადა 1889 წლის 4 აპრილს ლონდონში. ვინჩესტერსა და ბალიოლ-კოლეჯში სწავლობდა ისტორიასა და კლასიკურ ენებს. 1911 წელს 9 თვე მოგზაურობდა საბერძნეთსა და კრეტაზე. 1912-1915 წლებში ისტორიის დოცენტია ოქსფორდში. 1015-1919 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში; ლონდ ბრუისის ხელმძღვანელობით გამოსცა "ლურჯი წიგნი"; მონაწილეობა მიიღო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში. 1922 წელს იმოგზაურა იაპონიასა და შორეულ აღმოსავლეთში. დაბრუნების შემდეგ გახდა ლონდონის უნივერსიტეტის ბიზანტიის, მსოფლიო ისტორიისა და ახალბერძნული ენა-ლიტერატურის პროფესორი. 1939-1943 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის საზღვარგარეთის არქივისა და ბეჭდვითი სიტყვის დირექტორია, ხოლო 1943-1946 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საარქივო განყოფილების დირექტორი. გარდაიცვალა 1975 წლის 22 ოქტომბერი.

ახალგაზრდა ჩინოვნიკი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელ წლებში ფორინ ოფისში ეგებებოდა მნახველებს, გამხდარია და სალუქი, ძალდაუტანებლად თავშეკავებული, გეგონებათ სავსებით შეეგუა თავის გარემოს, მაგრამ მის გაღიმებასა და მის მხიარულებაში იყო რაღაც არაბუნებრივი, რაღაც წინათგრძნობის მსგავსი და მღელვარე, რომელსაც მისი თხელი, უკვე შეჭაღარავებული თმის ვარცხნილობაც ადასტურებდა. სწავლობდა რა ბიბლიას, ისტორიას და კლასიკურ ენებს, იგი იზრდებოდა ურყევი ავტორიტეტების ატმოსფეროში. მაგრამ ბერგსონის გვიანდელმა ნაწარმოებებმა ზეშთაგონების ძალით შეარყიეს მისი მშვიდი სამყარო. ბერგსონმა მოუტანა მას პირველი მძაფრი განცდა არასაიმედობისა და ცვალებადობის (გტიუთეფტსდშპ-ლუშე), სამაგიეროდ ვეგეტატიური სიცოცხლის უმაღლეს წესრიგში ამყვანი ხელმძღვანელი პიროვნებებისა და სოციალური ფენების შემოქმედებისადმი რწმენა.

შორეულ მოგზაურობებში ტოინბი ხედავდა გამქრალი კლუტურების კვალს. თვით ომის წინა დღეს მას ჯერ კიდევ არ სურდა ეღიარებია ევროპისათვის სწორი თეზისი, რომ კულტურები მოკვდავნი არიან, როგორც ადამიანები, მაგრამ ომის დასასრულს სურათი შეიცვალა და როდესაც 33 წლის შესრულდა, მან საკონცერტო პროგრამის ნახევარ ფურცელზე მოხაზა თავისი მომავალი ნაშრომის მთელი გეგმა. მას ნათლად

ჰქონდა შეგნებული, რომ მისი შესრულება მოითხოვდა სულ მცირე ორ მილიონ სიტყვას--ორჯერ მეტს, ვიდრე ჰოვარდ გიზონს დასჭირდა თავისი დიდი, ოცი წლის მანძილზე დაწერილი ნაშრომისათვის--დაცემა და დაღუპვა რომის იმპერიისა. ახლა, როცა "ისტორიის გამოკვლევის" (.თეგვნ წა რშთეწკნ.) ცხრა ტომში მისმა ახალმა თვალსაზრისმა, კულტურის მთელს ისტორიაზე, მიიღო დასრულებული სახე, თვით ტოინბმა იგი ამგვარი შედარების საშუალებით ახსნა.

მთაზე ამსვლელნი კლდის ციცაბო კედელზე მიცოცავენ საფეხურიდან საფეხურზე, ხან სწრაფად, ხანაც ნელა, ადვილად ან გაჭირვებით. ზოგიერთები, ძალაგამოცლილნი, უკან რჩებიან, სხვები ინარჩუნებენ მხნეობას და გრძნობენ წყურვილს მიაღწიონ ახალ წარმატებას, ხოლო რამდენიმემ უკვე დაიწყო ასვლა შემდგომ, ჩვენთვის ჯერ კიდევ უხილავ საფეხურზე. სწორედ, ამგვარად მი-

ჰყავს საკუთარი თავი ყველა ცალკეულ კულტურასაც. ისინი გზას უძველეს დროში დაადგნენ; არ არსებობს წინარე ხალხი, არ არსებობს პირველი მარცვალი, საიდანაც ისინი განვითარდნენ, თითოეული პირველად მოწოდებული იყო დაეწყო კულტურული აღმავლობა და განსხვავება მათ შორის მდგომარეობს მხოლოდ იმაში, თუ როგორ უპასუხეს მათ ამ მოწოდებას. მათ წინაშე ყოველთვის სასტიკი კლდეა--ის ფონი, რაზედაც გათამაშდება დრამა; ველი, თუ უღრანი ტყე, ოკეანე, თუ დაჭაობებული დელტა, მტერთა თავდასხმები თუ სასტიკი ბატონობა, და მაინც, დრამა ყოველთვის სხვადასხვაგვარად ვითარდება. მოწოდებაზე გამოხმაურება შეუძლია შემოქმედებით ძალას,--და შემდეგ ეს ძალა თვითონ იქცევა წინსვლის ახალ მოწოდებად და მაშინ კულტურულიგანვითარება, დიალექტიკურ პროგრესში, იძენს ახალ ძალებს და უფრო შორს მიაქვს ეს შემოქმედებითი აღტკინება. მაგრამ ზოგჯერ მოწოდება იმდენად დამამძიმებელია, იმდენად ვალდებულებითია, რომ ისტორია შენელდება და მერყეობს; შეიძლება მოწოდება აღემატება არსებულ ძალებს და მაშინ მასზე პასუხისმგებელი კულტურა დარჩება თავის საწყის მდგომარეობაში; შეიძლება მოწოდება არასაკმარისად ძლიერია, მაშინ პასუხი მოჰყვება დაყოვნებით, მოდუნებულად, როგორც თვლემის დროს.

ყოველივე ამას მივყავართ იქამდე, რომ თითოეული შემოქმედებით უმცირესობის წინაშე დგას ამოცანა მოდუნებული, ზარმაცი მასები აქციოს თავის თავისუფალ, ახალი მიზნებისაკენ ლტოლვად თანამგზავრად. საკუთრივ მასა მოკლებულია შემოქმედებას, მას შეუძლია მხოლოდ მიბაძოს შემოქმედებითად წამყვანი ფენის მაგალითს და კულტურები იზრდებიან მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მასას ეყოფა ნებისყოფა გააგრძელოს მიბაძვის პროცესი. მაქს ვებერი ლაპარაკობდა პირველყოფილი წარმმართველი ფენების ქარიზმის (სრფკშთქფ) შესახებ, რომელთ მაგია აიძულებს მასებს გაჰყვნენ მათ. ხდება იდუმალი ურთიერთმოქმედება ზედა და ქვედა ფენების, და ტოინბისათვის, როგორც ინგლისელისათვის, მით უფრო იოლია გაიგოს, რომ მის ქვეყანაში ურთიერთმოქმედება უმაღლეს ფენებსა და "მიმბაძველ" მასას შორის გრძელდებოდა იმ დროსაც კი, როდესაც უმაღლეს ფენას უკვე დაკარგული ჰქონდა თავისი შემოქმედებითი ძალა.

ისტორიის სვლა მარად განისაზღვრება მოწოდებისა და პასუხის თანაფარდობით--უძველესი ურთიერთობებით, თითქოსდა მიღმურ სამყაროში შეკრულით და არა დროით-ისტორიული მოვლენების სვლით, მსგავსად ფაუსტური დრამის წინასწარ განსაზღვრული ღმერთსა და ეშმაკს შორის დადებული ზეციური პაქტისა. ყველა კულტურის ისტორიას განმსჭვალავს მოწოდებები და პასუხები, მარად მონაცვლე, როგორც დარტყმა და გამოძახილი. არის ეპოქები მოძრაობისა და ეპოქები მოსვენებისა, აღმავლობისა და დაშვებისა, გადამწყვეტი ისტორიული სიტუაციები და ისეთები, რომელთაც დრამატურგი ათავსებს უმნიშვნელო შუალედურ სცენებში. არ არსებობს არავითარი სქემები, შპენგლერის მოძღვრება კულტურის სახეობათა შესახებ უარყოფილია ფაქტებით, წინასწარმეტყველება ძნელად თუ შესაძლებელია; მაგრამ ტოინბიმ ფსიქოლოგებისაგან ისწავლა ის, რომ "განკურნება" მიიღწევა ინსტიქტურ განზრახვათა გაცნობიერებით და მათი დაუფლებით, და მას ჯერ კიდევ ჯერა სულის თავისუფლებაში მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი ის ცდილობს გამოაღვიძოს ჩვეში განსაცდელის შეგნება, მხოლოდ დახმარების სურვილით, მოგვცეს მითითება, მიაპყროს ყურადღება წარსულის საბედისწერო შეცდომებს და აღძრას იმ პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ჩვენ უნდა ვიკისროთ. გემს ჩაძირვა ემუქრება და ტოინბი გვაძლევს მის მიერ მოხაზულ საზღვაო რუკას--ახლა ჩვენ შევძლებთ მაღალი შეგნებით გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი.

თარგმნა ნუგზარ კუჭუხიძემ

ავტორი: არტურ ხიუბშერი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი