მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
მარტო თბილისელები 20 ათას გოჭს, 10 ათას ინდაურს, 100-100 ტონა ღორისა და ძროხის ხორცს გაანადგურებენ: ერთ დღეში ერთი თვის ნორმა იჭმება

ახალი წლის ღამეს უამრავი გოზინაყი, გოჭი, საცივი და სხვა კერძები იჭმება და უზღვავი შამპანური და ღვინო ისმება. ოფიციალური სტატისტიკა ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა ის, რაც არსებობს, მხოლოდ შირმაა, რომლის უკანაც წარმატებულად განვითარებული კონტრაბანდა და ფარული ეკონომიკაა.

საახალწლო სუფრის სტატისტიკის განსაზღვრა გაზეთმა "კვირამ" ითავა, რომელმაც მეტად საინტერესო მონაცემები აღმოაჩინა.

მარტო თბილისში წინასაახალწლოდ ყიდულობენ დაახლოებით 20 ათას გოჭს, 7-10 ათას ინდაურს, 60 ათას ქათამს, 100-100 ტონა ღორისა და ძროხის ხორცს, ათიათასობით ხილს, ნიგოზს და ბევრ სხვა რამეს.

ამასთან ერთად, ძველი წლის დამშვიდობებისა და ახალი წლის მოსვლის სადღეგრძელოების შესმისას დაახლოებით 90 ათასამდე ლიტრი სასმელი ინთქმება. აქედან გამომდინარე, საახალწლო დღესასწაულებზე ფაქტობრივად წლის განმავლობაში მოსახმარი საკვები პროდუქტები იჭმება. ასეთი სუფრების გაწყობას კი არცთუ მცირე თანხა სჭირდება. დღეს თბილისში დაახლოებით 110 ათასი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა მხოლოდ 48% პროცენტის შემოსავლები აჭარბებს საარსებო მინიმუმს, ანუ დაახლოებით 52 ათასი ოჯახი შოულობს თვეში 213 ლარზე მეტს. ცხადია, რომ, რაც უფრო მეტია მათი შემოსავალი, მით უფრო მდიდარია საახალწლო სუფრა.

შეიძლება ითქვას, რომ საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახების ტრადიციული სუფრა შედგება: ინდაურის საცივის, შემწვარი ქათმის, რომელიმე თევზის (ოჯახის ბიუჯეტიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს ორაგული ან ზუთხი, ან კიდევ ლოქო), გოჭის, სოკოს, ხაჭაპურის, ტოლმის, მწვადის, და რა თქმა უნდა, გოზინაყისა და შამპანურისაგან. დანარჩენი მოსახლეობის (რომლებიც სიღარიბის ზღვარს დაბლა ცხოვრობენ) მენიუ კი მხოლოდ იმ აუცილებელი კერძებით შემოიფარგლება, რომელსაც უბრალოდ გვერდი არ აევლება.

ასე რომ, წინასაახალწლო ვაჭრობა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოში, აქაც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმეა. ამიტომაც, თითოეული მოვაჭრე ცდილობს, მეტი კლიენტი მოიზიდოს და რაც შეიძლება მეტი საქონელი გაყიდოს. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამოდგება. ეს პერიოდი ძალზე წააგავს რომელიმე დონის არჩევნებს, როდესაც ხმების "დათრევისთვის" მუშაობს როგორც თეთრი, ისე შავი "პიარი".

ამ მხრივ გამონაკლისი არც წინასაახალწლო ვაჭრობაა, როდესაც ერთმანეთის მიმართ კომპანიები ბაზარზე ადგილის მოსაპოვებლად ყველა მეთოდს იყენებენ. ამ დროს, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც შეიძლება ითქვას, რამდენიმე წელია, რაც საქართველოში დამკვირდა. ესაა ახალი წლისა და ბედობის დღის შეხვედრა რესტორნებსა და კაფე-ბარებში. ეს საკვები პროდუქტების მოხმარების კიდევ ერთი სოლიდური სეგმენტია. სტატისტიკით, თბილისის რესტორნებში 50 ათასამდე დასაჯდომი ადგილია. წინასწარი ინფორმაციით, დღეისათვის ადგილების 80% პროცენტი უკვე დაჯავშნულია. სხვადასხვა რესტორანში ერთი ბილეთის ფასი საშუალოდ 40-300 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ შემთხვევაში დაახლოებით 10-15% პროცენტით იზრდება პროდუქტის ოდენობა. ამ დღეებში ფასები როგორც რესტორნებში, ასევე ბაზრობებსა და ბაზრებზე კატასტროფულად იზრდება.

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პროდუქციის ფასებმა საშუალოდ 10-15%-ით იმატა, ხოლო ზოგიერთი პროდუქტის ღირებულება კი 30-31 დეკემბერს გაორმაგდება და გასამმაგდება. ყველამ იცის ამ ტენდენციის შესახებ, მაგრამ სანუკვარი ხელფასიც სწორედ იმ დღეებში გაიცემა. უფრო უარესიც, არსებობს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ხელფასს მხოლოდ იანვრის პირველი დაკადის დასასრულს არიგებენ. მათ რიგებში საბიუჯეტო ორგანიზაციებიც არიან. ასე რომ, ზოგიერთ ოჯახს ახალი წლის აღნიშვნა ძველით ახალ წელს მოუწევს.

ამ დღეებში კი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა უკვე რამდენიმე მილიონ ლარს მიაღწევს. როგორც წესი, ამ დროს ბაზრობებიდან და ბაზრებიდან შემოსავალი ბიუჯეტის ერთ-ერთ სერიოზულ რეზერვს წარმოადგენს. თუმცა გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტი ამ დღეებში გაწეული მომსახურებითა და ვაჭრობით ნაკლებად საზრდოობს. მაგალითად, მოგვიანებით რესტორნების დეკლარირებულ საბუთებში აღმოჩნდება, რომ რესტორანი საახალწლო დღესასწაულებზე დაკეტილი იყო, ან კიდევ ცოტა ხალხი ჰყავდა, მაშინ, როდესაც იმავე რესტორანში თავად საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები ქეიფობდნენ. ოფიციალურად გამოკვლეულია, რომ რესტორნებში ჩვეულებრივ დღეებში რეალურად გაწეული მომსახურების ოდენობა 5,1-ჯერ სჭარბობს დეკლარირებულს.

აი, ასეთია საქართველოში ტრადიციადქცეული შობა-ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნა - ზოგი რესტორნებში ქეიფობს, ზოგი კი ბოლო თეთრებით შეკოწიწებული ფულით გაკეთებული ერთი თეფში გოზინაყითა და ერთი ჭიქა ღვინით ლოცავს ახალ წელს.

ავტორი: ირმა დავითაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი