მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
შეინახეთ ნაძვის ხე მაცივარში!

ახალი წელი სადღესასწაულო განწყობის, გოზინაყისა და შუშხუნა ღვინის გარეშე. ახალი წელი დაწყვეტილი ნერვებითა და სადღაც, გულის კუნჭულში შემორჩენილი სიხარულის პატარა ნაგლეჯის ამარა. ინდაურის საცივის ნაცვლად, გაყინული ბარკლებით გაწყობილი საახალწლო სუფრა და ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე. აი, ასეთია კარს მომდგარი, ერთ დროს ყველასთვის საყვარელი კალანდა.

გასაჩეხი რომ აღარაფერი დარჩა, ვიღაცას მაშინ გაახსენდა, რომ საქართველოში ნაძვი არ უნდა მოიჭრას. გაახსენდა და ბრძანებაც უმალ გამოცხვა, სადაც საქართველოს სახელმწიფო რადიო-ტელევიზიას საგანგებოდ ეთხოვა, ტყის მჩეხველები გაეფრთხილებინა, ხელი არ ეხლოთ უბიწო ნაძვებისთვის. მაგრამ საინტერესოა, ნაძვი თუ მაინც შეგვრჩა გასაჩეხი?

სხვათა შორის, ამ რამდენიმე ხნის წინ "მწვანეთა" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ ერთი ფრიად საინტერესო წერილი გაგვანდო, სადაც ერევნის მერი რობერტ ნაზარიანი თავის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს - ერევანში ნაძვებს ნუ მოჭრით. დანამდვილებით ვიცი, რომ ცოცხალი ნაძვები საქართველოდან შემოვა, ბაზარი კი იმდენად გადაჯერებული იქნება, ჩვენი ნაძვები გაუყიდავი დაგვრჩება და მათი დაწვა მოგვიწევს. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ქალაქში ანტისანიტარიულ ვითარებას შექმნისო.

აი, ასე, საქართველოში ნაძვებით ვაჭრობა აიკრძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტყის ამ მშვენებას ექსპორტიორებიც მალე გამოუჩნდნენ. ისე კი, საინტერესოა, საიდან იცოდა ან, ვინ აცნობა ნაზარიანს ქართული ნაძვების სომხეთში გატანის შესახებ? გაჩეჩილაძემაც არაფერი იცის ამის შესახებ, მაგრამ იმას კი ნამდვილად ადასტურებს, რომ ამ საქმეში მაფიის ხელი ურევია.

გია გაჩეჩილაძე: "როგორც ჩანს, მარტო რეგიონებში კი არა, თავად თბილისში, ელექტრონულ მედიაშიც ლობირებს ეს ხალხი ნაძვის ხეების საკითხს. დღემდე არავინ აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსახლეობამ არ გაბედოს ნაძვების მოჭრა. არავითარ შემთხვევაში არ გავატარებთ გზებზე ნაძვებით დატვირთულ მანქანებს, რადგან თუ ისინი ბაზარზე გამოვიდა, მერე ძნელია მასთან ბრძოლა. ყველა გზა ვიცით, თუ როგორ შემოაქვთ ნაძვები რეგიონებიდან თბილისში.

გასულ წელს იყო შემთხვევა, რომ მოჭრილ ნაძვებს მაცივრებში ინახავდნენ. წელს, ჩვენს თანამშრომლებს დავავალეთ, მაცივრებიც შეემოწმებინათ, მაგრამ ჯერ ვერაფერი აღმოვაჩინეთ.

ყველა "ტეკზე" ვიდგებით და არც ერთ მანქანას არ გამოვატარებთ გზებზე".

რამდენად შეაშინებს ტყის ბრაკონიერებს გაჩეჩილაძის მუქარა ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი ოპონენტები რომ გულხელდაკრეფილი არ სხედან, ისიც აშკარაა. მოკლედ, გაჩეჩილაძის თაროს კიდევ ერთი საოცარი წერილი ამშვენებს. როგორც ჩანს, ზუგდიდის გამგებელი აქედანვე იჭერს თადარიგს, რომ არ შეცდნენ და მაკონტროლებლებმა ზედმეტად არ შეაწუხონ ის ხალხი, რომლებიც საკუთარ პლანტაციებში, მოსახლეობის გულის გასახარად, სპეციალურად ახალი წლისთვის ზრდიან ნაძვის ხეებს. "ჯერ ერთი, ნაძვი რომ მოიჭრას და სარეალიზაციოდ გამოიტანონ, 7-8 წელი მაინც უნდა იზრდებოდეს. 7-8 წლის წინ კი საქართველოში ისეთი ამბავი იყო, ძნელი დასაჯერებელია, რომ მაშინ ვინმეს პლანტაციებისთვის სცხელოდა. ეს ყველაფერი აბსურდია, მაგრამ დაინტერესებული ხალხი ახლა სწორედ ამ გზით ცდილობს ნაძვის ბიზნესის გაგრძელებას". არც იმის თქმა შეიძლება გადაჭრით, ამ ახალი წლისთვის გამოჩნდება თუ არა ცოცხალი ნაძვები ბაზარზე. ამ დროისთვის, ნაძვებით დატვირთული რამდენიმე მანქანაა დაპატიმრებული, მაგრამ ჯერჯერობით, გაურკვეველია რა ბედი ეწევათ ნაძვებს და თავად მათ პატრონებს. კიდევ უფრო გაურკვეველია ცოცხალი ნაძვის სანაცვლოდ რას სთავაზობს ხელისუფლება მოსახლეობას.

ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი რომან მამალაძე: "ჯერ არ გვაქვს არანაირი მითითება, თუ რა უნდა ვუყოთ მოჭრილ ნაძვებს - დავწვათ თუ სარეალიზაციოდ გადავცეთ ვინმეს. როდესაც პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვიდა, მაშინ ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროს ეთხოვა რაიმე ალტერნატიული გზა გამოენახა და ხელოვნური ნაძვების დამზადებაზე ეზრუნათ. თუმცა, ესეც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და არ ვიცი, როგორ მოგვარდება ეს პრობლემა".

მამალაძე ნამდვილად არ შემცდარა, რადგან ჯერაც მოუგვარებელია ალტერნატიული ნაძვების საკითხი. ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტრომ, საწარმო "ელექტროაპარატს", რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ამარაგებდა მთელ საქართველოს ხელოვნური ნაძვებით, წარმოების განახლება სთხოვა. სამინისტროში გამართულ თათბირზე ბიზნესმენებს უარი არ უთქვამთ ახალ იდეაზე, თუმცა, სახელმწიფოს ყოველ შემთხვევისთვის ფინანსური დახმარება სთხოვეს.

ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პაატა ჭარაქაშვილი: "ჩვენ მათ ყველანაირი ხელშეწყობა და სახელმწიფოს მხრიდან 70 %პროცენტიანი დაფინანსებაც კი შევთავაზეთ. თუმცა, მერე რა მოხდა, ვერ გავიგეთ, მაგრამ "ელექტროაპარატის" წარმომადგენლებმა, იმ მოტივით, რომ ნაძვებს რეალიზაციას ვერ გაუკეთებდნენ, უარი განაცხადეს მათ წარმოებაზე. მსგავსი არგუმენტი გაუგებარია, რადგან მათ სულ 2000 ცალი (5-15 ლარის ფარგლებში) ნაძვი უნდა ეწარმოებინათ და პატარა ბავშვიც კი გათვლის, რომ საახალწლოდ მათი რეალიზაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა".

მართლაც გაუგებარია წინასაახალწლოდ ბიზნესმენთა ამგვარი განწყობა და მათი "პანიკაც" ეჭვს იწვევს. ეჭვს იწვევს, რადგან ნაძვის ხეების დამზადებაზე უარის თქმა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არც ხელოვნური ნაძვების ბიზნესია აუთვისებელი. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ გადამწყვეტ მომენტში სწორედ იმპორტიორი მენაძვეები ამოქმედდნენ და ბაზარიც წინასწარ მოასუფთავეს. თუმცა, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მალე ახალი წელი მოვა, თოვლიც მოგვეფერება და სხვა თუ არაფერი, ყველა ოჯახს ნაძვი ხომ მაინც უნდა ამშვენებდეს. ნაძვი, რომელსაც ამ ახალ წელს, შესაძლოა, რაოდენობრივი სიმცირის გამო, ცეცხლის ფასიც კი დაედოს და ძნელი დასაჯერებელია, მოსახლეობას ფული ისე უხევდეს ჯიბეებს, რომ 100-დოლარიანი ნეილონის ნაძვის ხით შეხვდეს ახალ, 2003 წელს.

ავტორი: ეკა დადიანი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი