მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
ცხვართა დუმილი

აქეთ და იქით ორიანები იყო, შუაში - ნულები. ნულები ორებს ღებულობდნენ, ორებს ნულებად თვლიდნენ და თვლიდნენ, თვლიდნენ, თვლიდნენ. თვლიდნენ გასავალს და შემოსავალს, თვლიდნენ ვარიანტებს და თვლიდნენ, რომ თუ სწორად დათვლი, ყველაფრის ვარიანტი არსებობს. ასე თვლიდნენ. ახლა, თვლიან, რომ ცხვრის წელიწადი მოდის და თვითონ თხები არიან. რას ფიქრობენ ცხვრები? ცხვრები იმის ცხვრები არიან, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. მათ პარსავენ და დასაკლავად ამზადებენ. ცხვრებს გადარჩენილი თხები მადლიერების ნიშნად ისევ ცხვრებს სწირავენ. თხანო, ტატანო, ფულწარმტაცნო, უცხოდ მარებო...

ყოველ ახალ წელს გვგონია, რომ მთებს გადავატრიალებთ. შეიძლება ამას ვინმე ახერხებს კიდეც, მაგრამ ქართველობა და საქართველო, ძირითადად, წლის გადაგორებაზე ფიქრით ვართ შეპყრობილნი. შემდეგ, ისევ მოდის 31 დეკემბერი, ყველა საზრუნავი გვავიწყდება და რჩება ერთი - საცივი შავი და მწარე არ გამოვიდეს. მარტო საცივი რომ იყოს შავი და მწარე, ჩვენს ბედს უცხო ჯიშის თხები არ დაჰყეფდნენ.

მარტო თხები რომ იყვნენ, კიდევ არაფერი, მაგრამ ყველამ ამ ჩვენს ბედზე როგორ ისწავლა ყეფა და ჩვენ როდის ვისწავლეთ თითქმის ყველაფერზე გაჩუმება? საერთოდ, დუმილი კია ოქრო, მაგრამ არც ის ვარგა, როცა კაცს ენა ჩაგივარდება, ხალხს - მით უმეტეს, ხოლო ერს - საერთოდ.

ველოდოთ, როდის ამოიღებს ვინმე ჩვენს ნაცვლად ხმას. აბა, ანეკდოტს მოვუსმინოთ: "მწყემსს ფარა ჰყავს საბალახოდ გაშვებული, ძაღლებით და მთელი თავისი სიყვარულით. უცებ, მანქანა ჩერდება, "ნისან პატრული" თუ რაღაც ეგეთი. ტიპი გადმოდის და მეცხვარეს ეკითხება - "გინდა, გითხრა რამდენი ცხვარი გყავს? თუ გეტყვი, ორი ცხვარი იკისრე". "მიდი, აბა". ამოიღო იმ ტიპმა "ლეპტოპი", დაუკავშირდა თანამგზავრს, აჩხაკუნა რაღაც-რაღაცები და ზუსტად უთხრა. უთხრა და ორი ცხვარი საბარგულში მოათავსა. ახლა მეცხვარე ეკითხება - "გინდა, გითხრა, ვინ ხარ?". "მითხარი". "საერთაშორისო ექსპერტი ხარ". "როგორ გამოიცანი?". "ჯერ ერთი, ნებართვას არ ითხოვ, ისე მოდიხარ. მეორე, იმას მეუბნები, რაც მე ისედაც ვიცი და მესამე, ჩემი ძაღლები "ბაგაჟნიკიდან" გადმოსვი და შენი ცხვრები წაიყვანე".

კარგა მოზრდილი ანეკდოტია, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ანეკდოტი კი არ არის, არამედ ნამდვილი ამბავი.

მოკლედ, ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენ საქმეს, არც კაციშვილი მიხედავს და არც ქართული ესტრადის მოყვარული ქალიშვილები. ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა... გურამ შარაძე რომ ამბობს, ქეთი დოლიძე რომ ამბობს, მანანა არჩვაძე რომ ამბობს... ეგენი ყველანი თავისთვის ამბობენ. ერთს თავის გამოჩენა უნდა, მეორეს - საკუთარი ფესტივალი, მესამეს... მესამეს ყველაფერი უნდა. აი, იმ მეცხვარეს კი ის უნდა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა თავი დაანებონ. არც გრანტები უნდა, არც კრედიტები. ცხვარს წველის და ბიუჯეტის საწველად არ სცალია. ამიტომ, ასი წელი არ მოუვა თავში აზრად, რომ მერიასთან ხალხი მიყაროს და ვანო ზოდელავას კაცობრიობის წინაშე დამსახურებაზე აყვიროს. მაგ მეცხვარეს ბიუჯეტი იქით მოწველის.

ვინც ბიუჯეტს წველის, ამით იმ მეცხვარეს წველის. ის მეცხვარე ცხვარს წველის და განა შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის მწველავები ცხვარს წველიან? არანაირად. წადი, რა, ცხვარში! მაგრამ მერიაში ვინ მოაწყობს 15-წუთიან შიმშილობას? ვინ მოაწყობს არაფრისმაქნის ფესტივალს? ვინ დასვამს გასაცოდავებულ ადამიანებს პარლამენტის კიბეებზე? და ვინ აივლის პარლამენტის კიბეებს ამაყად დაიმედებული იმით, რომ სადღაც, ვიღაც, მის დასამზადებელ გუდის ყველს ამზადებს?

ვიღაც მწვანილს კრეფს, ვიღაც - ღვინოს აყენებს, ვიღაც - შეშას ჩეხავს, ბუხარს წმენდს. სუფრა გაშლილია და მას ხე-ტყის დამამზადებლები უსხედან. სუკები შიშხინებს. კუშაიტე, სუკი!

ჰოო... ცხვრის წელიწადი მოდის, შავი ცხვრის. ესღა აკლდათ! ამ აღმოსავლურ ჰოროსკოპებს ხომ ყოველთვის რაღაცას უკავშირებენ ხოლმე - ეს ჩაიცვით და ის არ ჩაიცვათ, ასე მოიქეცით და ისე არ მოიქცეთო. ახლა, ალბათ, იმასაც გვეტყვიან, რომ შავები ჩაიცვით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცითო. თუ დავუჯერებთ და ისე მოვიქცევით, როგორც გვეტყვიან, მაშინ მართლა მოგვიწევს შავების ჩაცმა. თანაც, 2004 წელი მაიმუნის წელი იქნება და მერე ხომ სულ აიღებენ თავზე ხელს. ჩვენ კი ისევ ცხვრის წელიწადში ვიქნებით ჩარჩენილები. შემდეგ, კურდღლის წელი დადგება, ჭკუას დაგვარიგებენ, ღორის წლისთვის მოემზადებიან და არც ვირთხის წელიწადია ძალიან შორეული პერსპექტივა. დრაკონი ყოფილა კეთილი და სათნო. დრაკონული კანონები ყოფილა ისეთი, ვაი, საყვარელო.

ჰა, მაინც რისი წელია 2003, თხის თუ ცხვრის? თვითონ გვიჩვენებს, ერთი წლის შემდეგ გვეცოდინება, მაგრამ იმის შემდეგ რომ მაიმუნის იქნება, ამას წყალი არ გაუვა.

ბუნების წესია: ცხვრებს ყოველთვის თხა მიუძღვება, ძაღლები დარაჯობენ და მწყემსი მწყემსავს. ეგ არის, რომ თხა "კაზიოლი" არ უნდა იყოს. არც ძაღლები უნდა იყვნენ "კაზიოლები" და სხვათა შორის, არც მწყემსი.

2002 წელს კვლავ ცხვრები ვიყავით, ვდუმდით და თავს კრავებად ვასაღებდით. ვინ იცის, რამდენი ქართველი ცხვარი ოცნებობდა "კაზიოლობაზე"... "კაზიოლები" კი კრავებივით საწყალობლად კიკინებდნენ.

ასეთი საახალწლო სვეტისთვის ბოდიშს გიხდით და ახალ წელს გილოცავთ.

WWW.mesvete1@posta.ge



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი