მიიწურა 2002 წელი და მთელმა მსოფლიომ გასული წლის შედეგების შეჯამება დაიწყო. მუშაობენ სოციოლოგები, მეცნიერები, ფსიქოლოგები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები. მათთან ერთად მუშაობენ სხვადასხვა საიტის ავტორებიც, რომლებმაც წარმოგვიდგინეს მეტად საინტერესო რამე-რუმეები. მე ახლა მათ თქვენ შემოგთავაზებთ და დასკვნებიც თქვენვე გამოიტანეთ. თორემ მე მეჩქარება და მალე უნდა გავიქცე:) ეს მასალები ამოღებულია საიტიდან - წწწ.რამე-რუმეები.2002
აღმოჩნდა, რომ თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შეიძლება უკნიდან დაგეჯახოს მანქანა მაშინ, როდესაც შენ საწინააღმდეგო გზაზე მიდიხარ:)
ფსიქოლოგებმა დაადგინეს ბედნიერი ოჯახური ცხოვრების 4 წესი:
1.უნდა იპოვო ქალი, რომელიც კარგად ალაგებს სახლს და გემრიელ კერძებს ამზადებს.
2.უნდა იპოვო ქალი, რომელიც ბევრ ფულს შოულობს.
3.უნდა იპოვო ქალი, რომელიც სექსზე უარს არასდროს გეტყვის.
4.ამასთან აუცილებელია, რომ ეს ქალები ერთმანეთს არასდროს შეხვდნენ:)
რუსეთში დაადგინეს, რომ 2002 წლის ყველაზე საშინელი დღე მათთვის 12 ოქტომბერი იყო: წარმოიდგინეთ, თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონზე ჩაქრა შუქი და 11 რუსის გარშემო სიბნელეში სულ ქართველები იმყოფებოდნენ:)))
(ვერ მოვუგეთ, მაგრამ ხომ შევაშინეთ)
დადგინდა, რომ ყველაზე ლაკონური ენა არის ინგლისური ენა. მაგალითად, ინგლისურად სულ ერთი სიტყვით შეგიძლიათ გამოთქვათ შემდეგი წინადადება: "ცოლი და სიდედრი აგარაკზე წავიდნენ და ბავშვებიც თან წაიყვანეს". ინგლისურად ეს ასე ჟღერს: "YEშ"
როგორც ჩანს, ჩინეთში სერიოზულად დაფიქრდნენ დემოგრაფიულ პრობლემებზე და ახლა ამ ქვეყნის ყველა სამშობიაროს წინ შეგიძლიათ წაიკითხოთ წარწერა: "იქნებ გეყოფათ?"
წლის ბოლოს სოციოლოგებმა დაკვირვება ჩაატარეს ქალებზე, რომელმაც აჩვენა, რომ ქალების:
10% პროცენტი შედის სექსუალურ კავშირში უკვე პირველი პაემანის შემდეგ.
20% პროცენტი სექსით კავდებოდა უცნაურ ადგილებში.
36% პროცენტს უყვარს შიშველი სიარული.
45% პროცენტი უპირატესობას ანიჭებს მუქკანიან და ცისფერთვალება მამაკაცებს.
46% პროცენტს გამოცდილი აქვს ორალური სექსი.
70% პროცენტს ურჩევნია სექსი დილის საათებში.
80% პროცენტს არასდროს არ ჰქონია სექსი სხვა ქალთან.
90% პროცენტს სურს სექსუალური კავშირი დაამყაროს ტყეში.
99% პროცენტს არასოდეს არ ჰქონიათ სექსი ოფისში.
დასკვნა: თუ დავუჯერებთ სტატისტიკას, მე ახლა უფრო მეტი შანსი მაქვს დავამყარო სექსუალური კავშირი დილით, უცნობ ქალთან ტყეში, ვიდრე ოფისში სამუშაო დღის ბოლოს.
მორალი: აბა რაღა ჯანდაბა მინდა მე ეხლა ამ ოფისში რომ ვზივარ ამდენ ხანს, აბა ჰე, გავიქეცი!!! :)))))))))
უიჰ, ჰო, მართლა, გილოცავთ ახალ წელს !!! :))))))))))
















































































მთავარი
კონტაქტი




2010