კარაქიანი პურის რეცეპტი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც დრო მცირე გვაქვს, არადა, დაპურება აუცილებელია. ასეთ დროს შეუცვლელი საუზმეა კარაქიანი პური. მისი მომზადება სულ ადვილია და მცირე დროს მოითხოვს.
მასალად საჭიროა: პურის ყანა (1 ჰექტარი მაინც), მეწველი ძროხა (1 ცალი), ოთხი ცალი ლურსმანი, დანა, ხელის წისქვილი.
მომზადების წესი: მწიფე პურის ყანა გალეწეთ, გაანიავეთ და აიღეთ მოსავალი და დააბინავეთ. გადაარჩიეთ ცალკე თივა და ცალკე ხორბალი. თივა დაუყარეთ ძროხას, რათა მან მიირთვას და ცურში რძე დაუგროვდეს. ხორბალი ამასობაში მზეზე კარგად გამოაშრეთ. როდესაც ძროხა რეპროდუქციისთვის მზად იქნება, დაამაგრეთ მასზე ბარბაცა მექანიზმი და მიუერთეთ წისქვილის ლილვს. მოიტანეთ ხორბალი და მოათავსეთ წისქვილის ხვიმრაში. ძროხა მიაბით რქებით, რათა მან გაქცევა ვარ მოახერხოს. მოიტანეთ ლურსმნები და შეურჭეთ ძროხას ტერფებში. ძროხა დიდხანს ფეხზე დგომას ვერ შეძლებს და იძულებული იქნება ფეხები სწრაფად მოუნაცვლოს ერთმანეთს, ანუ იხტუნაოს. ხტომითი მოძრაობების ენერგია ბარბაცა მექანიზმის საშუალებით, წისქვილის ლილვს გადაეცემა და მის ბრუნვას უზრუნველყოფს. ხტომითი მოძრაობები აგრეთვე იწვევს ჰორიზონტალურ ბიძგებს ცურის არეში, რაც განაპირობებს მასში მყოფი რძის მასის მონოტონურ რხევას, ანუ ადღვებას.
გარკვეული დროის შემდეგ (დროის ხანგრძლივობა პირდაპირპროპორციულია ძროხის ნებისყოფისა და გამძლეობისა) ძროხა ხტომას ვეღარ შეძლებს და დაეცემა. ამის შემდეგ გამოაძვრეთ მას ლურსმნები და ჭრილობები მობანეთ. კარგად გაუფრთხილდით ძროხას - ის ხომ თქვენი მარჩენალია! თქვენ ამასობაში გამოაცხვეთ პური. ჩამოაჭერით მას ერთი ნაჭერი და მიდით ძროხასთან. ძროხა სიხარულით მოგცემთ კარაქს - ოღონდ კი ამან თავი დამანებოსო. ასე რომ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ პირდაპირ ცურიდან დაწველოთ კარაქი პურის ნაჭერზე. შემდეგ ლამაზად წაუსვით დანით. კარაქიანი პური მზადაა. გაამოთ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010