არგენტინის ქალაქ როსარიოში კათოლიკური შობა თავისებურად აღინიშნა - 25 დეკემბერს აქ დიეგო მარადონას სახელობის ეკლესია გაიხსნა. ამ ამბის მოთავენი ადგილობრივი მცხოვრებლები ერნან ამესი და ალეხანდრ ვერონი იყვნენ.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მარადონა წმინდანად შერაცხეს. პირიქით, ამესი და ვერონი მორწმუნე კათოლიკეები არიან და ამბობენ, რომ მარადონას ეკლესიის გახსნით სულაც არ სურდათ ვატიკანის შეურაცხყოფა. "ჩვენ ამით მხოლოდ პატივი მივაგეთ ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელს. ჩვენ ხომ ახალს წელსაც კი 30 ნოემბერს - დიეგოს დაბადების დღეს ვზეიმობთ", - განაცხადა ამესმა. ვერონმა კი კიდევ უფრო საინტერესოდ თქვა: "დიდი სპორტსმენი უკვდავია, მან მარადიულად უნდა იცოცხლოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვის ცოდვილი დედამიწა, თუკი თავად უფალი მოინდომებს მასთან ფეხბურთის თამაშს".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010