გასული წლის მიწურულის ქართული ფეხბურთის მთავარი ტრანსფერი უდავოდ ლევან მელქაძის "როსტსელმაშში" გადასვლა იყო. ახალგაზრდა, პერსპექტიული ფორვარდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ვიცე-ბომბარდირი გახდა, უკვე როსტოვულ გუნდთან ერთადაა.
- ლევან, რატომ აირჩიეთ "როსტსელმაში"?
- კაცმა რომ თქვას, ამ ეტაპზე სხვა რეალური წინადადება არც მქონია. თანაც, მიმაჩნია, რომ ახლა "როსტესლმაშში" გადასვლა ჩემთვის ურიგო არ იქნება. რუსეთის ჩემპიონატი საქართველოსას ბევრად აღემატება თითქმის ყველა კომპონენტში, დაწყებული სათამაშო დონით, საერთო ინფრასტრუქტურით დამთავრებული. "როსტსელმაში" კი, თუმცა რუსული ფეხბურთის გრანდად ვერ ჩაითვლება, მაგრამ საშუალო გუნდი კია. ასე რომ, ვფიქრობ, როსტოვულ გუნდში გადასვლა ხელს შეუწყობს ჩემი, როგორც ფეხბურთელის გაზრდას, დახვეწას და კლასის ამაღლებას.
- პირადი კონტრაქტი უკვე გააფორმეთ?
- ჯერჯერობით არა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მალე ყველაფერი გაირკვევა და პირად კონტრაქტსაც ხელს მოვაწერ.
- "როსტსელმაშს" ბედს რამდენი ხნით დაუკავშირებთ?
- ალბათ ყველაზე ბევრი ორი წლით. შემდეგ ვნახოთ. ისე, მინდა, მომავალში უფრო ძლიერ ლიგაში გადავიდე და ჩემი ძალები იქ მოვსინჯო.
- თავის საუკეთესო ფორვარდს "ვიტ ჯორჯია" რამდენად შეელია?
- სიმართლე გითხრათ, სატრანსფერო თანხის რაოდენობის შესახებ მე არაფერი ვიცი. ეს საკითხი მე ნაკლებად მეხება.
- თქვენს ყოფილ გუნდს თქვენ გარეშე ალბათ ძალიან გაუჭირდება.
- არა მგონია, "ვიტ ჯორჯიაში" ბლომად არიან ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები, რომლებმაც, წესით, ჩემი შეცვლა უნდა შეძლონ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010