საშობაოდ იტალიურ მაღაზიებში მეტად უცნაური და საინტერესო მუსიკალური დისკი გამოჩნდა. მასზე ჩაწერილ თოთხმეტ საშობაო სიმღერას თვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ "მილანის" მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი ასრულებს.
თურმე, სანამ მედიამაგნატი და ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა, იტალიის დღევანდელი მთავარი ხელისუფალი თავის დროზე ესტრადაზე გამოდიოდა და საზღვაო ლაინერების მგზავრებს ართობდა. ამგვარად სტუდენტი სილვიო ჯიბის ფულს შოულობდა. ეგ კი არა, მიმზიდველი გარეგნობა და სასიამოვნო ხმა მას დიდ პოპულარობას უქადდა.
ჰოდა, როგორც ჩანს, მრავალი წლის შემდეგაც ბერლუსკონი თავისი ახალგაზრდობის დროინდელი გატაცების ერთგული დარჩენილა. აგერ დისკიც ჩაწერა, რომელზეც რამდენიმე სიმღერას, მათ შორის შლაგერ "ბელა, ბელას" იტალიურად ასრულებს, დანარჩენებს კი ფრანგულად და ინგლისურად.
პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ დისკის გამოშვება უბრალო წინასაარჩევნო ტრიუკი კი არ არის, არამედ ამით სურს ფართო საზოგადოება პოლიტიკით დააინტერესოს. თანაც იგი აპირებს, მთელი შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმაროს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010