მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
ბეკერი დიდი ინდმეწარმე გახდა

მსოფლიოში განთქმულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა სპორტული ტანსაცმლის წარმოებას მიჰყო ხელი. 2003 წლის თებერვალში ევროპაში უკვე გაყიდვაში გამოვა BB -ს ფირმის ტანსაცმლის პირველი კოლექცია. აღნიშნულ საქონელს კომპანია Pრო-შპორტ დაამზადებს და ბეკერი საკუთარ ნაწარმს მთელი წელი რეკლამას გაუკეთებს. ამასთან, იგი მოლაპარაკებას აწარმოებს ავტოგიგანტ "დაიმლერ-ბენცთან" მას კვლავ სურს "მერსედესის" ავტომობილის რეკლამირება, რასაც წარმატებით აკეთებდა მაშინ, როცა მოქმედი სპორტსმენი იყო.

გარდა ამისა, ბორის ბეკერი ჰამბურგში გამომავალი ჟურნალ "ჩოგბურთის" გამომცემელი გახდა. მან განაცხადა, რომ სურს ამ გამოცემის ირგვლივ გერმანული ჩოგბურთის ძალები გააერთიანოს და მას ახალი სული შთაბეროს. ხოლო ჟურნალის შეფ-რედაქტორი კი მკითხველს დაჰპირდა, რომ უიმბლდონის სამგზის მომგებ ბეკერზე მასალებს არ მოაკლებს.

აღსანიშნავია, რომ გამომცემელს ჟურნალში თავისი სვეტი ექნება, რომელშიც მკითხველს მსოფლიო ჩოგბურთში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ აზრს გაუზიარებს. "მე ჩოგბურთის გავლენის ქვეშ ვცხოვრობდი, თითქოს ნარკოტიკების ქვეშ მეძინა, ტურნირიდან ტურნირზე ვმოგზაურობდი, ისე, რომ არ ვიცოდი ყველაფერი როგორ დასრულდებოდა. ყველაფერი თითქოს ბურუსით იყო მოცული", - აღიარა ბეკერმა თავის პირველ სვეტში. როგორც ჩანს, ბურუსი უკვე გაიფანტა, რადგან მას აქტიური სპორტისაკენ გული აღარ მიუწევს და ბიზნესს მიჰყო ხელი.

სხვათა შორის, ბევრი თვლის, რომ ბოლოდროინდელი სკანდალების შემდეგ ბეკერმა სამეწარმეო საქმიანობისათვის ძალა ასე უცებ რომ გამონახა, გმირობის ტოლფასია. მართლაც, ჯერ იყო და მუქკანიან მეუღლეს ბარბარას გაეყარა, შემდეგ გადასახადების გადაუხდელობის გამო სასამართლოში მოხვდა და თან წარუმატებელი სასიყვარულო თავგადასავლებიც არ დაიკლო. ყველაფერ ამას დიდი ფინანსური დანაკარგები მოჰყვა და როგორც ჩანს, ბორისი ანგარიშების შევსებას ბიზნესში წარმატებებით ლამობს.



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი