მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2009-05-19
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს პატრონი გამოუჩნდა
ზუგდიდი

საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა - X|X საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი თითქმის სამი წელიწადი ელოდა პატრონს. არადა, სწორედ ამ უპატრონობის გამო ეს უნიკალური ბაღი თითქმის გავერანდა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებიდან ბაღის გამოსვლის შემდეგ ვერა და ვერ დადგინდა, თუ ვის ეკუთვნოდა იგი - კულტურის, ეკონომიკის სამინისტროებს თუ ადგილობრივ მმართველობას. იყო ლაპარაკი ბაღის გასხვისებაზეც. ამ გაუგებრობაში სამსახურიდან დაითხოვეს ბაღის თანამშრომლები, რომლებიც შვილივით ელოლიავებოდნენ დადიანების დიდებულ მამულს. მოუვლელობის გამო ბაღი ქვეწარმავლებისა და მავნებლების საბუდარი გახდა.

ბოტანიკური ბაღის ასეთი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდელები ძალიან შეწუხდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება შეჰყურებდა თბილისს, კულტურის სამინისტროს, რომელიც თურმე მეპატრონე ყოფილა ბოტანიკური ბაღისა.

საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ თოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ ამ დღეებში მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დააფინანსებს ბოტანიკურ ბაღს, ყოველთვიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5. 000 ლარი გამოიყოფა.

გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა მთავარია მისი შესრულება.

აქვე ერთი საკითხიც, - საინტერესოა, რაღა ეშველება ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების მუზეუმს შორის მდებარე ასევე განადგურებულ და გაჩანაგებულ ღია კინოთეატრს. ეს მშვენიერი "თეატრონი" 2003 წელს ზუგდიდის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ფიფიამ საკუთარი სახსრებით ააშენა და ზუგდიდელებს აჩუქა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ზუგდიდის მნიშვნელოვანი ობიექტები გალამაზდა, "თეატრონისთვის" არავის მიუხედავს, პირიქით, სცენა და სკამები აყარეს და მოიპარეს. გაჩანაგებული ტერიტორია ისევ ეკალბარდებმა დაფარა. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ხელისუფლებისთვის "არასასურველი" პიროვნების მიერ აშენებული ობიექტი თითქოს საინტერესო და მისაღები არ იყოს...

ავტორი: ლადო ქირია,


კალენდარი
 
 
მაისი  2009
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი