საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, საკუთარი არხის ქონა ძალიან უხერხული იყო და ჟურნალისტები "მე-9 არხის" დახურვას გაგებით უნდა მოეკიდონ.
პრემიერის თქმითვე, მას არხისთვის არასდროს არანაირი დაკვეთა არ მიუცია.
"ძალიან უხერხულია ჩემთვის, რომ მედიასაშუალებების პატრონი ვიყო, რამეთუ მე ქვეყნის მთავრობის მეთაური ვარ. ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ძალიან ვცდილობ, რომ ყველა ჟურნალისტს და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოვეკიდო და თითოეულის ინტერესი მაქსიმალურად გავითვალისწინო. მაგრამ ჟურნალისტების მოქმედება ჩემთვის ძალიან გულსატკენი აღმოჩნდა. ლამის აქეთ დამამადლეს ეს ათი თვე და ის ათი მილიონი, რომელიც მე მხოლოდ ჟურნალისტების გულისთვის დავხარჯე. მე სხვა არაფერი მიზანი არ მქონია და "მე-9 არხისთვის" არაფერი დაკვეთა, არც ადრე და მითუმეტეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ მიმიცია.
წარმოიდგინეთ, როგორი აჟიოტაჟი ატყდებოდა არხი არჩევნების შემდეგ რომ დამეხურა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჟურნალისტების რეაქცია კი არაპროფესიონალური იყო და ძალიან კარგად მესმის ისიც, რომ იქ ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობდა. ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება და არხი დახურეს. პროფესიონალები, ვინც თავის პროფესიას პატივს სცემს, ასე არ მოიქცეოდნენ, როგორც ისინი მოიქცნენ, რომ განცხადების მერე ადგნენ და არხი მიახურეს. თუკი ჰქონდათ განწყობა, რომ არხს უამრავი მყიდველი ჰყავს, რასაც მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რაღასთვის დახურეს, გაეგრძელებინათ საქმიანობა. გარდა ამისა, მაყურებელსაც ხომ უნდა სცენ პატივი" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ნიუსპრესი
fs22cf3
















































































მთავარი
კონტაქტი





2010