fs22 საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით, ციხეები კრიმინალური ავტორიტეტებისა და ქურდების მიერ, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით იმართება.
აკო მინაშვილის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. "რეზბალნიცის კანონიერი ქურდი" ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.
ქსნის ციხეს კი, მურმან ტვილდიანი იგივე "ხალვა", ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი მართავენ.
,,ეს არის სქემა, იმის შესახებ თუ როგორ ხდება კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხეების მართვა ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ეს არის ობობას ქსელი, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დამკვიდრდა, ეს არის ქსელი რომელიც გამეფებულია ციხეებში და რომელიც ქვეყანაში კრიმინალის ზრდას, მათ შორის ისეთი მძიმე კრიმინალის ზრდას იწვევს, როგორიც არის მკვლელობები, დაყაჩაღება და სხვა მძიმე დანაშაულები. ამის მოწმენი ყოველდღე ვართ. მთავარი მოქმედი გმირი ამ საქმეში ტარიელ ფოცხვერიაა. ქსნის ციხეში, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი.
ე.წ. ტუბზონას კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე "მაისა" მართავს. რაც შეეხება, გეგუთის კოლონიას, მას ლაშა კვანტალიანი აკონტროლებს"- განაცხადა აკო მინაშვილმა.
ნიუსპრესი
fs22cf3
















































































მთავარი
კონტაქტი





2010