fs22 ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იბერია ტვ" აცხადებს, რომ ამჟამად 2004 წელს "იბერიისთვის" ჩამორთმეული სამაუწყებლო ლიცენზიის დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს და ტელეკომპანია "იბერია ტვ" გეგმავს მაუწყებლობის აღდგენას.
"იბერია ტვ"-ს დამფუძნებელი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, რომ ქართულ სამაუწყებლო სივრცეს დაუბრუნდეს კიდევ ერთი დამოუკიდებელი და კვალიფიციური ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ტელეკომპანია და ამისათვის მზად არის განიხილოს ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტებისა და ტექნიკური რესურსის მიღების შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იბერია" ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნოდა. იგი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. ამ წლების განმავლობაში ზაზა ოქუაშვილი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "მე-9 არხმა" მაუწყებლობა რამდენიმე დღის წინათ შეწყვიტა. ტელეკომპანის დახურვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა მიიღეს.
მედიანიუსი
fs22cf3
















































































მთავარი
კონტაქტი





2010