არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ტელევიზიების შემოსავლების კლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ამას 2013 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს მიაწერს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ტელევიზიების ბიუჯეტის კლება, პოლიტიკური გაურკვევლობის შედეგია, რამაც კერძო სექტორის სარეკლამო დანახარჯების კლება და ზოგადად, ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, სარეკლამო კამპანია 2013 წელს დაგვიანებით დაიწყო, რაც ზოგიერთ ტელევიზიასა და სარეკლამო სააგენტოში, მფლობელებისა და ხელმძღვანელობის ცვლილებებს უკავშირდებოდა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მეცხრე არხმა" არსებობის მანძილზე ვერ შეძლო მნიშვნელოვანი სარეკლამო შემოსავლების მოზიდვა და უმეტესად მფლობელის (არადეკლარირებული) შემოწირულობებით გაჰქონდა თავი. შედარებისთვის, 2013 წლის იანვარ-მაისის პერიოდში "მეცხრე არხმა" მხოლოდ 379 333 ლარის შემოსავლები მიიღო (აქედან 312 827 ლარი სარეკლამო შემოსავალია), მაშინ როცა "მაესტრომ" ამავე პერიოდში 1.3 მილიონი ლარის შემოსავლების (მთლიანად რეკლამიდან) მოზიდვა შეძლო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ფიქრობს, რომ წლის დასაწყისში დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები და შემცირებული სარეკლამო ბაზარი დამატებითი გამოწვევა იქნება "მეცხრე არხის" ფინანსურად მდგრად ბიზნესად გარდაქმნის პროცესში.
რაც შეეხება სხვა ტელევიზიების შემოსავლების მოცულობას, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2013 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში კერძო ტელევიზიებმა 21 751 009 ლარის ოდენობის შემოსავლების დეკლარირება მოახდინეს, რაც წინა წლის იმავე თვეების შემოსავლებს დაახლოებით, 4.3 მილიონი ლარით ჩამოუვარდება. აღნიშნული თანხების 93% ტელეკომპანიებმა სარეკლამო შემოსავლებიდან მიიღეს. ასე გამოიყურება საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიისგან მიღებული მონაცემები, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოითხოვა. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ყოველთვიურად მარეგულირებელ კომისიაში შემოსავლების დეკლარირება ევალებათ.
,,როგორც აქამდე აღვნიშნავდით, არსებობს ეჭვი, რომ ტელევიზიები, განსაკუთრებით კი "მეცხრე არხი", რომელსაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფლობს, მარეგულირებელ კომისიაში არასრულ მონაცემებს წარადგენენ. კერძოდ, ისინი თავიანთ დეკლარაციებში არ აღრიცხავენ მფლობელების მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს. ზოგიერთი ტელევიზია უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის მარეგულირებელს და შემოსავლებს რამდენიმე კატეგორიაში ანაწილებს (რეკლამა, სპონსორობა, გადაცემის განთავსება და საეთერო დროის გაყიდვა და ა.შ.) სხვა ტელევიზიები კი მხოლოდ მთლიან შემოსავალს წარადგენენ ან შემოსავლები ერთი კატეგორიიდან მეორეში გადააქვთ", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.
fs22cf3
















































































მთავარი
კონტაქტი





2010