საოცრებების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, ამაში ჩვენ კი არა, ეჭვი უკვე საქართველოში თავშეფარებულ ჩინელებსა და ირანელებსაც აღარ ეპარებათ, თორემ ჩვენთვის რაღა უნდა მოხდეს, რომ გაგვაოცოს. მოკლედ, თავდაცვის ინსტინქტი რომ ჩვენი გენეტიკური კოდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიან ეგ ვიცით, ეს ინსტინქტი ზოგს მეტად აქვს განვითარებული, ზოგს შედარებით ნაკლებად. ადამიანის დაბადების შემდგომ განვითარების პარალელურად ვითარდება თავდაცვის ინსტინქტიც. როგორც მეცნიერული კვლევებით ირკვევა, აღნიშნული სიმპტომი თურმე ყველაზე მეტად სამხედრო პირებს და ჩვენდა გასაოცრად, პოლიტიკოსებს აქვთ განვითარებული. სამხედროებზე გასაგებია, მაგრამ რა შუაშია აქ პოლიტიკა? პოლიტიკა ალბათ იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკოსს მისი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად უწევს ტყუილის თქმა, ერთი პოზიციიდან მეორეზე უპრობლემოდ გადასვლა, რასაც ისინი ლავირებას უწოდებენ და ასევე ხშირია ამნეზიის ნიშნებიც.
თავდავცის ინსტინქტი განსაკუთრებით საფრთხის მოახლოებისას აქტიურდება, ამის მშვენიერი მაგალითია სულ ორიოდე თვის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც მფრინავი ზაურ ქორთოშიძის გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მაიკლ კადიევის და რიზვან ომაროვის გვარებს დაუკავშირდა. როგორც მაშინ ღარიბაშვილის უწყება აცხადებდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადების სტადიაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა აღკვეთა. 2013 წლის 13 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 13 ივნისს, გამთენიისას, თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები - მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ქორთოშიძის ბინაში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ, აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან სულ მოკლე ხანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა. როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და გამიზნული პროვოკაციული ფორმულირება, რათა პრეზიდენტის სახელი რამენაირად ტერაქტისთვის დაეკავშირებინათ. მისი თქმით, ზაურ ქორთოშიძე არ არის არც პრეზიდენტის პირადი მფრინავი და არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უშუალო თანამშრომელი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იგი სდსს-ის მიერ დაქირავებული კომპანიის "თუშეთი" მფრინავია.
- კომპანია "თუშეთი", რომელზეც იყო საუბარი, დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც დაიქირავა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. გთხოვთ ყველას, წარმოიდგინოთ, რომ პრეზიდენტი შეიძლება საერთოდ არც იცნობს ამ ადამიანს, სახეზეც არ უნახავს. ეს არის მფრინავი, რომელიც დაიქირავა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა," - განაცხადა ანდრო ბარნოვმა და დასძენა, რომ დიდი ხანია, რაც აღნიშნული სამსახური უკვე პრემიერის დაქვემდებარებაშია. მისივე თქმით, ჭორაობა დაიწყო ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომ "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირებმა დაამზადეს. - აცხადებდა ანდრო ბარნოვი.
ზუსტად არ ვიცით, რამდენჯერ, მაგრამ პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო ქორთოშიძესთან ნაცნობობა. თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია იმაში, რომ ზუსტად ორი თვის შემდეგ მფრინავები, ძმები ზაურ და შამილ ქორთოშიძეები დაეჯილდოვებინა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას გამოვლენილი მამაცობის, მაღალი პროფესიონალზმისა და უმწიკვლო სამსახურისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლობის შვეულმფრენების ბაზის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი შამილ ქორთოშიძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საავიაციო რაზმის სატრანსპორტო ვერტმფრენების რგოლის ყოფილი უფროსი მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ ქორთოშიძე კი - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
ამასთან, მრავალწლიანი თავდადებული სამსახურისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
fs22cf3
















































































მთავარი
კონტაქტი





2010