საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ, როგორც პირველმა ქართულმა სამხედრო შენაერთმა, დაარსების მე-12 წლისთავი აღნიშნა. ქართველმა გვარდიელებმა ბრძოლით გაიარეს ცხინვალის მისადგომები თუ აფხაზეთი, რასაც თან ახლდა პატარ-პატარა გამარჯვებების სიხარული და მარცხის ტკივილიც. დღეს ეროვნული გვარდიის მთავარი ამოცანაა რეზერვისტთა სათანადო დონეზე მომზადება, თუმცა ეს პროცესი, სხვადასხვა მიზეზით, მძიმედ მიმდინარეობს. NATO-ში შესვლის მოსურნე საქართველოს მალე გადასაწყვეტი ექნება სამხედრო სტრუქტურების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებში მოყვანის პრობლემა. NATO-ს სტანდარტი კი არ ითვალისწინებს მსგავსი საბრძოლო ამოცანების მქონე სამხედრო სტრუქტურების არსებობას. ამიტომაც მალე შესაძლოა, რეალურად დადგეს საკითხი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტისა და შსს-ს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს შერწყმის შესახებ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010