ლიანა ისაკაძის ვარსკვლავი
2002 წლის დადგომა მუსიკალურმა სამყარომ ბრწყინვალე ფესტივალით- "ვარსკვლავთა ზეიმით" აღნიშნა. ფესტივალის დასასრულს ფილარმონიის შესასვლელში, "დიდების ხეივანში" გაიხსნა გამოჩენილი ქართველი მევიოლინის, ქალბატონ ლიანა ისაკაძის ვარსკვლავი. იყო უამრავი ემოცია, სიყვარული და ლიანა ისაკაძის განუმეორებელი ფრაზა- "თბილისელებო, მე თქვენ ფეხქვეშ გეფინებით!"
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი ჟენევის ასოციაციაში მიიღეს
ეს ფაქტი გაუტოლდებოდა საქართველოს გაწევრებას ნატოში. მსოფლიოში ამჟამად არსებობს 1000-ზე მეტი საფორტეპიანო კონკურსი. ყველაზე პრესტიჟულ 27 მათგანს აერთიანებს ჟენევის ასოციაცია. ივლისის დასაწყისში ჟენევის ასოციაციის 28-ე წევრად თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს კონკურსი აქამდე მხოლოდ ორჯერ ჩატარდა და უკვე მოიხვეჭა ავტორიტეტი, რაც კონსერვატორიის რექტორის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის უდიდესი დამსახურებაა.
დაბადების დღე "აზდაკის" როლში
თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამოჩენილმა არტისტმა რამაზ ჩხიკვაძემ დაბადების 74 და სასცენო დებიუტიდან 50 წელი "კავკასიური ცარცის წრის" კიდევ ერთხელ განხორციელებით აღნიშნა. მისივე თქმით ხომ ამ სპექტაკლს კონიაკის თვისება აქვს- რაც უფრო ძველდება, მით უფრო მაგრდება.
"ივერიის" ვარსკვლავი
ლეგენდარულმა ანსამბლმა "ივერიამ" 35 წლის იუბილე კონცერტების კასკადით აღნიშნა. მთავარ მუხტად იქცა მუსიკალური თეატრი "რქიანეთი", რომლის ქვეტექსტებში დაფიქსირდა ანსამბლის განწყობა დღევანდელობისადმი და მოწოდება დიდი ივერიის ერთად შენებისაკენ. 20 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლ "ივერიის" ვარსკვლავი.
საქართველომ დაკარგა თავისი უპირველესი მაესტრო
ჯანსუღ კახიძის გენიამ მიატოვა ცხოვრებისეული პროზა და სულთა სამეფოში გადასახლდა. 3 მარტს მომხდარი უნებლიე ავარია მაესტრომ ძალიან განიცადა. მისდა უნებურად დააშავა სხვისი მანქანა. 4 მარტს დილით უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა- ბატონი ჯანსუღი რეპეტიციაზე არ მივიდა ორკესტრში. 7 მარტს, საღამოს 9 საათზე გულის უეცარმა ტკივილმა შეაწუხა და... აღესრულა. უსაზღვრო გახლდათ თბილისელებისა და სრულიად საქართველოს წუხილი. ხალხმა უდიდესი მაესტრო ფეხით გააცილა უკანასკნელ გზაზე, დიდუბის პანთეონამდე.
საახალწლო ფესტივალი
2002 წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მოვლენა ამჟამად მიმდინარეობს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონსერვატორიამ უკვე უმასპინძლა ლონდონის აკადემიის პროფესორ პემიშ მილნს, გაიმართა ეკა მამალაძის სოლო კონცერტი, აღინიშნა ნოდარ ანდღულაძის 75 წლის იუბილე. წინ კიდევ უამრავი სასიამოვნო საღამოა- მარინე იაშვილის 70 წლის იუბილე, 30 დეკემბერს კი, საკონცერტო სეზონს დახურავს საქართველოს კამერული ორკესტრი. სოლისტი ლიანა ისაკაძე. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.
გურამ საღარაძე ყველაფერს ლაზათიანად აკეთებს
23 ოქტომბერი, რუსთაველის თეატრში, ბატონ გურამ საღარაძის სცენაზე 50-წლიანი მოღვაწეობის ბენეფისითა და "კავკასიური ცარცის წრის" ერთგვარი იუბილით- მე-600 წარმოდგენით აღინიშნა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010