მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
კეთილმოწყობის სამსახურებს მარილზე გაუშვებენ... ბებიაჩემის პროგნოზით, თოვა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება

პირველი იაღლიში, რომელიც ქალაქის ახალდანიშნულ და არჩეულ მთავრობას და საკრებულოს მოუვიდა, ეს არც პრეზიდენტისაგან მოდიოდა, არც სხვა ოპოზიციური ძალებისაგან. თბილისის ახალ მთავრობას ოპოზიციაში ბუნება ჩაუდგა (თითქოს "კეთილმსურველები" აკლდეთ). 18-19 დეკემბერს, საღამოს, თბილისში ნამდვილი ზამთარი დაიწყო. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მოსულ თოვლს მოუმზადებელი შეხვდნენ. მართალია, თოვლმა პატარების გული გაახარა, სამაგიეროდ, ქალაქის რაიონების საგზაო სამსახურების ხელმძღვანელებს წაუხდინა გუნება. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ, გაყინულ თბილისელებს განგება თითქმის ათი წლის მანძილზე წყალობდა და თბილ ზამთარს ჩუქნიდა, მაგრამ წელს უზენაესს მოთმინების ფიალა აევსო და ხალხს შეახსენა, რომ ზამთარში, წესით, თოვლი და ყინვა უნდა იყოს. ერთი სიტყვით, თოვლიც მოვიდა, რომელსაც ყინვაც მოჰყვა...

იმ საღამოს, სპორტის სასახლეში, კონცერტიდან გამოსულმა თოვლით გახარებულმა ახალგაზრდობამ გუნდაობა გააჩაღა, მაგრამ ცოტა ხანში თოვლსა და ყინვას გადაჩვეულ თბილისელებს გუნება გაუფუჭდათ. ხალხი მოყინულ ქუჩებში პანტაპუნტით ცვიოდა, ზოგიერთს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა,- გაცილებით უარეს დღეში ავტომობილების მძღოლები იყვნენ- მანქანებით ფიგურული სრიალის ძნელად შესასრულებელ ილეთებს სთავაზობდნენ გამვლელ-გამომვლელს და მათი გაჩერება ბორდიურებითაც და გარეგანათების ბოძებითაც კი ჭირდა. ორ დღეში რესპუბლიკაში 34 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 12 კაცი, დაშავდა 31 მგზავრი,- გვაცნობეს რესპუბლიკის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოდან. რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, თბილისის საავადმყოფოებში 100 ადამიანზე მეტი მიიყვანეს კიდურების მოტეხილობის დიაგნოზით. სამწუხაროდ, რამდენიმეს მძიმე დაზიანება აქვს. როგორც შევიტყვეთ, არაოფიციალური ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევები გაცილებით მეტია.

სანამ ქალაქის რაიონების დასუფთავების სამსახურები ცენტრალურ მაგისტრალებზე მაინც, მარილისა და ქვიშის მოყრას დაიწყებდნენ (ქვიშასთან შერეულ ტექნიკურ მარილს დათოვლილ და გაყინულ გზებზე ყრიან. მარილი ადნობს თოვლს, ხოლო ქვიშა გზის საფარზე მოჭიდებას აძლი-ერებს), კითხვით მივმართეთ მე-რიის კეთილმო-წყობის სამსახურის მთავარ ინჟინერს მერაბ შავლაძეს:- თბილისის კეთილმოწყობის სამსახური მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებს ემსახურება. ესენია: მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, აეროპორტის ტრასა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, წყნეთის, კოჯრის, თიანეთის მიმართულებები. დანარჩენი გზების მოვლა-პატრონობა თბილისის რაიონების საგზაო სამმართველოების საქმეა. ცნობისათვის: თბილისში 2800 ქუჩაა, რომელთა საერთო სიგრძე 1500 კილომეტრს აღემატება. ყველა ქუჩაზე მარილის მოყრას რამდენი მარილი ან რა მუშახელი ეყოფოდა? ერთი ვაგონი 60 ტონა ტექნიკური მარილი 20 ათასი ლარი ჯდება თავისი შემოტანითა და განბაჟებით. მხოლოდ წყნეთის გზას დღეში 10-15 ტონა მარილის მოყრა სჭირდება. რაც შეეხება მარილს და ქვიშას, ჯერჯერობით საკმარისად გვაქვს.

- თვითონ ვნახე, ბევრი ცენტრალური მაგისტრალი დღესაც გაუწმენდავია. გარეუბნებზე აღარაფერს ვამბობ.

- შეიძლება ქალაქის რაიონების შესაბამის სამსახურებს მართლაც გამორჩათ ზოგიერთი ქუჩა, მერწმუნეთ, უახლოეს ხანში იქაც მოაყრიან მარილს. ზამთარში თოვლის მოსვლა არ გვინდა, წვიმა მოვა და ვბუზღუნებთ. ხალხი გაზარმაცდა, საკუთარი ეზოები მაინც გაწმინდონ. იქაც ჩვენ ხომ არ დავუყრით მარილს? ყველამ კეთილი ინებოს და თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაოს. არც მაღაზიები იკლავენ თავს, სწორედ მოყინულ ტროტუარებზე იღებდა ხალხი ტრავმას. მხოლოდ მეეზოვე ამ საქმეს ვერ გასწვდება, ხალხმაც უნდა გამოიღოს ხელი. რაც შეეხება ავტომობილებს, უბედურება ის არის, რომ მძღოლებმა არ იციან ექსტრემალურ სიტუაციაში მანქანის მართვა. ავტომობილები, უმეტესად, მოუმზადებელია ზამთარში, თოვლში სასიარულოდ.

რესპუბლიკის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი ინსპექტორი ტარიელ კანკია:- "ამ დღეებში მომხდარი ავარიები, მართლაც მძღოლების სათანადოდ მოუმზადებლობისა და უდისციპლინობის ბრალია. ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზამთარში (და არა მარტო თოვლიანი ამინდის დროს) ე. წ. მეორადი მოხმარების, უვარგისი საბურავებიც გახლავთ, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოაქვთ საქართველოში. ამ ბიზნესის უკან საკმაოდ გავლენიანი ხალხი დგას და ჩვენ რას გავაწყობთ?! რაც შეეხება კეთილმოწყობის სამსახურს, ეტყობა, იმ იმედით, წელსაც კარგი ზამთარი იქნებაო, სათანადოდ არ მომზადებულან.

ჩვენ ქალაქის ტრავმატოლო-გიურ-ორთოპედიულ საავადმყოფოს ვესტუმრეთ. საავადმყოფოს ეზოში სასწრაფო დახმარება "03"-ის მანქანა შევნიშნეთ და ექიმთა ბრიგადირს, მერი ჩახნაშვილს სახელდახელოდ გავესაუბრეთ:

- როგორი დატვირთვით მუშაობთ ამჟამად?

- გამოძახებები არ წყდება. ძირითადად, კიდურების ტრავმებით მოგვყავს მოქალაქეები, რომლებსაც ქუჩაში მოძრაობისას ყინულზე ფეხი დაუცდათ.

- ახლა ვინ მოიყვანეთ?

- ტროტუარზე წაქცეულა ერთი ქალბატონი. ჩვენი დიაგნოზით, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული. ბოდიში, მეჩქარება. აი, ხომ გესმით, მორიგი გამოძახებაა.

ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ჩხატარაშვილი:- ქალაქის შესაბამისი სამსახურები, როგორც ყოველთვის, ზამთარს მოუმზადებელი შეხვდნენ და აი, შედეგი. არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში- ქალაქში ისეთი ექსტრემალური სიტუაციაა, ტრავმატოლოგიურ კლინიკას სამ დღეზე მეტია, ელექტროენერგია არ მიეწოდება და მხოლოდ გენერატორზე ვმუშაობთ. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?

- რა ღირს თქვენთან მკურნალობა?

- გააჩნია, როგორია ტრავმის ხარისხი. თუ მოტეხილობა გართულებების გარეშეა, მკურნალობა საშუალოდ 50-60 ლარი ღირს, ხოლო მძიმე, რთული მოტეხილობები 100, 200 და მეტიც ჯდება. ფულს, რა თქმა უნდა, ავადმყოფები იხდიან.

ჩვენი მხრივ, ისღა დაგვრჩენია, ქუჩაში ფრთხილად სიარული გირჩიოთ, რადგან ჩვენი ინფორმაციით, თუ რამ მარილი და ქვიშა ჰქონდათ კეთილმოწყობის სამსახურსა და რაიონების საგზაო სამმართველოებს, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას აეროპორტის ტრასის გაწმენდას მოახმარეს და ახლა შესაბამის სამსახურებს მარილის ჩამოსატანად ქალაქის მერია აღზევანს (სომხეთში) აგზავნის. თუ დროზე არ ჩამოიტანეს, მაშინ ზოგიერთებს ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა მარილის მოსატანად ალბათ "გაღმა" გაუშვებს!

P.S. ქართველი სინოპტიკოსები გვაიმედებენ, რომ დეკემბრის მესამე დეკადაში ამინდი გაუმჯობესდება, მაგრამ სინოპტიკოსთა იმედად თბილისის კეთილმოწყობის სამსახურები ნუ იქნებიან- ბებიაჩემის პროგნოზით, თოვა დედაქალაქში კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

ავტორი: ზვიად ჩაკვეტაძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი