მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
როგორი ამინდი იქნება ხვალ- ჰიდრომეტეოროლოგების პროგნოზი მოსკოვმა თუ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, საერთოდ გავჩერდებით...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოჭარბებული თოვლიანი ამინდისა და ყინვების გამო აშკარაა, რომ ბუნება აღარ ხუმრობს. შესაძლოა, დამდეგ 2003 წელსაც თოვლის ფაფუკ ფანტელებთან ერთად შევხვდეთ. თუმცა ახალ წელს თოვლი უხდება, მაგრამ თუ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს ჩვეული რიტმით მივიღებთ, ცხადია, სასიხარულო განწყობილებაც გაუფერულდება. დამეთანხმებით, ასეთ შემთხვევაში უპრიანია ვიცოდეთ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი, რათა თადარიგი დავიჭიროთ და მომზადებულები შევხვდეთ "განსაცდელს". სწორედ ამიტომ დავუკავშირდით ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული პროგნოზების სამსახურის უფროსს ირაკლი ჩოგოვაძეს.

- ბატონო ირაკლი, თბილისს ძალზე ცივი და თოვლიანი ამინდები უდგას, ასე გაგრძელდება ახალ წლამდე?

- პარასკევს საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან შემოსული ცივი მასების გამო მთელ საქართველოში აცივდა. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში მალე გამოიდარებს. დასავლეთშიც იკლებს თოვლი. სამაგიეროდ სუსხიანი ქარი დაუბერავს.

- საახალწლოდ როგორი ამინდი გვექნება?

- საახალწლოდ პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით გვიჭირს. ერთს კი გეტყვით, მანამდე არამდგრადი ამინდები იქნება, ტემპერატურა ხან აიწევს, ხან დაიწევს, ზოგადად საკმაოდ მძიმე და ცივ ამინდს უნდა ველოდოთ. ტემპერატურა ბარში -5-დან -10 გრადუსამდე დაეცემა. მთიან რაიონებში კი უფრო მეტადაც. თუმცა, დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ტემპერატურა იქნება.

- მოსალოდნელი ამინდის შესახებ ხელისუფლებას თუ აწვდით ინფორმაციას?

- ვაწვდით, მაგრამ რად გინდათ. არაფერი კეთდება. მოსახლეობა კვლავ მოუმარაგებელი რჩება გაზით და ელექტროენერგიით. ეს ორი ძირითადი პრობლემა კი უფრო საგრძნობს ხდის ამინდის გაუარესებას. თუ ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება და მოგვხედავს, ხომ კარგი, თუ არადა, ვინც გაძლებს, გაძლებს, ვინც არა და წავალთ იმ ქვეყნად.

- ვხედავ, რომ თქვენს სამსახურსაც არ აქვს ელექტროენერგია და სიცივისგან ყველა კანკალებს.

- ამჟამად ოთახში ტემპერატურა 0 გრადუსია. არ ვიცი, რის გამო, მაგრამ გამორთულია ელექტროენერგია.

- ელექტროენერგიის გარეშე შეიძლება იმუშაოს თქვენმა სამსახურმა?

- ცხადია არა, მაგრამ იმას არ უჩნდება ეს კითხვა, ვისაც უნდა უჩნდებოდეს. არა გვაქვს თანამგზავრული ინფორმაცია, არა გვაქვს ინტერნეტში მუშაობის საშუალება, არ არის რადიოზონდები, რითაც ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებულ მდგომარეობას გავიგებთ. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ მოსკოვიდან მიღებულ მასალაზე, რისთვისაც დიდად მადლობელნი ვართ ჩვენი რუსი მეგობრებისა, მათი წყალობით მთლიანად არ ვჩერდებით.

- ე.ი. მოსკოვიდან თუ არ შეგვატყობინეს, ვერ გავიგებთ ხვალ როგორი ამინდი გვექნება?

- პრინციპში ეგრეა, ისინი გვაწვდიან აუცილებელ ინფორმაციას.

- როგორ ფიქრობთ, ასე როდემდე გასტანს?

- მანამდე, სანამ ვიღაც არ მოგვისმენს და არ გაიგებს, რომ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოს ინტერესებში შედის, ხელისუფლებამ წინასწარ იცოდეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, რათა ადეკვატური ზომები მიიღოს. ასე წაყრუება და თვალის დახუჭვა არ შეიძლება. როგორ ფიქრობთ, მერიას არ უნდა აინტერესებდეს, როგორი ამინდი იქნება თბილისში, ქარი ამოვარდება, თოვლი იქნება თუ რა? აბსოლუტურად არაფერი არ აინტერესებთ. მაგათ აქვთ ძალიან მარტივი მორალი- "რაც უარესი, მით უკეთესი". სხვანაირად ფიქრის და განსჯის საშუალება უკვე აღარ დამრჩენია.

P.S. რა გითხრათ? თუ ბუნებამ გაგვწირა და ჩვენმა ხელისუფლებამაც არ დაგვინდო, ღვთის იმედზეღა დავრჩენილვართ. ოღონდ ერთს მაინც გირჩევთ,- ხელი გაანძრიეთ, სხვა თუ არაფერი, აღარ გაიყინებით მაინც.

ავტორი: ეკა ლომიძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი