მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
რას გვეტყვი, მამაო?

- ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ საქართველოში უძველეს დროში მიცვალებულებს ვერტიკალურ მდგომარეობაში ასაფლავებდნენ. შესაძლოა, კუბოს გარეშეც. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

- რადგანაც ჩვენ წარმართული ისტორია გვქონდა, შესაძლოა, ასეთი საფლავები მართლაც არსებობდა, მაგრამ მათ განზოგადებული სახე არ უნდა მივცეთ. საერთოდ კი დასაფლავების წესი საქართველოში სათავეს ბიბლიიდან იღებს. მადლობა ღმერთს, რომ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი საფლავები, სადაც ადამიანი იმ მდგომარეობაშია დაკრძალული, როგორც თანამედროვე სასაფლაოზე. შესაძლოა რიტუალი სხვა იყო, მაგრამ მიცვალებულის დაკრძალვის ფორმა ათასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა.

- გზაზე ვიპოვე გატეხილი სანთელი. როგორ მოვიქცე, რა ვუყო ამ სანთელს?

- ჩვეულებრივად მოიქეცით- ისე გამოიყენეთ, როგორც საეკლესიო სანთელი. გაასწორეთ და დაწვით ხატის წინ.

- დავკარგე "კვირის პალიტრის" ნაჩუქარი იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა სანთელი. მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს ეკლესიაში სხვა სანთელი შევიძინე და მონანიების თხოვნით ავანთე, თავს ვერ ვაპატიე დაუდევრობა. რა შემიძლია გავაკეთო?

- ადამიანებმა იზრუნეს და ასეთი სიწმინდე თქვენთვის შორი ქვეყნიდან ჩამოიტანეს, თქვენ კი დაგიკარგავთ. სიწმინდის გაუფრთხილებლობის ცოდვა ჩაგიდენიათ. მიბრძანდით მოძღვართან და მოინანიეთ. გახსოვდეთ, რომ როცა გულწრფელად ინანიებთ, უფალი გაპატიებთ და გამუდმებული წუხილი არ შეიძლება.

- სახარებაში წერია, ვინც სხვის განაშვებ ცოლს შეირთავს, ის მრუშობსო. თუ განათხოვარი ქალი თანახმაა, რომ ჯვრისწერა მოიხსნას ეპისკოპოსთან და მეორედ გათხოვდეს ანუ ჩემთან დაიწეროს ჯვარი, ჩამეთვლება თუ არა ეს მრუშობაში?

- უფალი ბრძანებს "რომელ ღმერთმან შეაუღლოს, კაცი ნუ განაშორებსო"- ცოლ-ქმრის დაშორება ცოდვაა, მაგრამ საეკლესიო წესებში გათვალისწინებულია ადამიანის სისუსტე, დაცემული ხასიათი და ურთიერთობის სიძნელეები. ამიტომაც არის დაშვებული მეორედ ქორწინება იმისთვის, რომ უფრო დიდ ცოდვასთან არ გვქონდეს საქმე.

- ვარ 28 წლის. 13 წლისამ შევიძინე თაბაშირში ნაკვეთი ჯვარი, მაცხოვრის გამოსახულებით. ახლახან შევამჩნიე მისი კათოლიკური წარმოშობა. არადა, მე მასზე ვლოცულობდი. როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, ცოდვა ხომ არ მიმიძღვის, რა მოვუხერხო ჯვარს?

- სასურველია, ყველა საეკლესიო ნივთი შეიძინოთ ეკლესიებში ან საეკლესიო მაღაზიებში. ამით დაცული იქნებით იმ დარღვევისგან, რაც მათ არამართლმადიდებლურ წარმოშობას შეეხება. მაგრამ თუ ასეთი ნივთი მაინც არის თქვენს ოჯახში, მიიტანეთ ტაძარში, უთხარით ამის შესახებ მოძღვარს და ცოდვად არ ჩაგეთვლებათ. ტაძრებში საგანგებო ადგილებია გამოყოფილი ასეთი ნივთების დასამარხად ან დასაწვავად.

- მინდა მოვქარგო წმინდა მარიამის ხატი, მაქვს თუ არა მოქარგვის უფლება მღვდლის კურთხევის გარეშე, თუ მერე ისედაც ვაპირებ ხატის ჩემს სახელზე კურთხევას?

- თქვენი სურვილი, მოქარგოთ წმინდა მარიამის ხატი, მეტყველებს დედა ღვთისას მიმართ თქვენს სიყვარულზე და სასიხარულოა, მაგრამ ხატს აქვს თავისი შესრულების კანონიკა. თუ თქვენ აპირებთ რომელიმე ცნობილი ხატის ასლი გადაიღოთ, ლოცვა-კურთხევა აუცილებელია.

- ჩემი უახლოესი მეგობარი უსაფუძვლოდ მწამებს ცილს თავის ოჯახის პრობლემებთან დაკავშირებით. გთხოვთ აუხსნათ, რას იმსახურებს ცილისმწამებელი... საშინლად ვიტანჯები.

- ჩვენ თქვენი მეგობრის საქციელთან ერთად ისიც გვაწუხებს, რომ თქვენ ამ ამბის გამო ტკივილს ატარებთ. ეკლესიაში მისვლას, აღსარების თქმას და მეგობრისთვის ლოცვას გირჩევთ. შეევედრეთ უფალს შემდეგი სიტყვებით: "აცხონე, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი და მოქმედნი ჩემზედა უსჯულობისანი, და რომელნი მმძლავრობენ და მყვედრიან მე, ნუ დასჯი ცოდვათა და უსჯულოებათა შინა მათთა ჩემთვის, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელნი აქვნ ჩემდა მომართ, და შეიწყალე დიდითა წყალობითა შენითა".



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი