მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
მოსკოვს სამხედრო ტექნიკა საქართველოდან გააქვს...

საქართველოში ორი საუკუნის განმავლობაში მყოფი რუსი სამხედროები ერთგვარ საახალწლო საჩუქარს გვიმზადებენ- თბილისიდან გაჰყავთ თავისი ერთ-ერთი ბოლო სამხედრო დანაყოფი! ქართულმა მასმედიამ ამ დანაყოფის გაყვანა რატომღაც ძალზე უმნიშვნელოდ შეაფასა, თუმცა სინამდვილე ცოტა სხვანაირია- ერთი შეხედვით ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების- UHDP-ს შემადგენლობაში მყოფი 193-კაციანი სამხედრო დანაყოფი შეიძლება მართლაც არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ მთავარია, რა სახისაა ის. ჩვენი ინფორმაციით, იგი გახლავთ 566-ე კავშირგაბმულობის ცალკეული ბატალიონი, რომლის შეიარაღებაშია 5 ერთეული მობილური რადიოსადგური H-145 კავშირგაბმულობის გარეშე კი ვერც ერთი შტაბი ვერ იმუშავებს, მით უმეტეს, UHDP-ი. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ 566-ე კავშირგაბმულობის ცალკეულ ბატალიონს (სწორედ მას, რომელიც ემსახურებოდა UHDP-ს შტაბს დახურული კავშირის დასამყარებლად მოსკოვში) მალე თავად UHDP-ს შტაბიც მიჰყვება მეზობელ სომხეთში.

სომხეთში UHDP-ს ძირითადი ძალის გადატანა, ერთი მხრივ, მისაღებია ჩვენთვის, მაგრამ ეს ამბავი ჩვენი მეზობლისა და სტრატეგიული (ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის თვალსაზრისით) აზერბაიჯანის მკვეთრ შეშფოთებას იწვევს.

გასულ კვირას, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა, რომელსაც, სხვათა შორის, უკვე ჰქონდა ინფორმაცია რუსული სამხედრო დანაყოფების საქართველოდან სომხეთში გადანაცვლების შესახებ, უარყოფითად შეაფასა ეს ფაქტი- ყოველივე ამით სომხეთი იგებსო.

566-ე კავშირგაბმულობის ცალკეული ბატალიონი, ისევე როგორც დანარჩენი ნაწილები, შეერწყმებიან სომხეთში, გიუმრიში განთავსებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას და არ აღმოჩნდებიან სომეხ სამხედროთა ხელში, რისიც ასე ეშინია ბაქოს. თუმცა, მეორე მხრივ, ერევანში, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში, ამ სტატიის ავტორს კერძო საუბარში სომხეთის არმიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა არც ისე ორაზროვნად უთხრა: სად წავლენ რუსი სამხედროები, თუკი რამე დაგვჭირდება, ისედაც გამოვართმევთო!

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი