მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-12-29
...თბილისს კი უკრაინიდან!

უკრაინის პრეზიდენტის კუჩმას ოფიციალურ ვიზიტს თბილისში ერთი "ღირსშესანიშნავი" მოვლენა უძღოდა წინ, რაც საზოგადოების ფართო მასებისთვის თითქმის უცნობი დარჩა- ბოლოს და ბოლოს, დაგვიბრუნდა ჩვენი "ახმეტა". არა, კახეთის ახმეტა პანკისში არავის გაუტაცებია, ასე ჰქვია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვაო თავდაცვის ძალების საარტილერიო კატარღას, რომლის ნომერია 102.

"ახმეტა", ისევე როგორც მისი სამი თანამოძმე- სარაკეტო ხომალდი #302 "თბილისი", საპატრულო ხომალდი #301 "ბათუმი" და სამეთაურო კატარღა #101, ჯერ კიდევ 2000 წლის 6 თებერვალს გაუდგნენ "შორეულ გზას" უკრაინისკენ, ბალაკლავის გემთსარემონტო ქარხანაში კაპიტალური რემონტისთვის.

მას შემდეგ ორ წელზე მეტმა ხანმა გაიარა, მაგრამ ქართული გემების შეკეთებას საშველი არ დაადგა; თუმცა ეს დრო არათუ კატარღის, არამედ ფრეგატის სრულ რემონტსაც თამამად ეყოფოდა. დაგვიანება მარტო უკრაინული მხარის ბრალი არ არის, თბილისმა დიდი ვალები დაიდო და დროულად ვერ გადაიხადა რემონტის საფასური.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამ ოთხი ქართული სამხედრო ხომალდის და კატარღის რემონტი, ისევე როგორც ჩვენი შვიდი შვეულმფრენისა კონოტოპისა და სევასტოპოლის საავიაციო ქარხნებში, უნდა დაფინანსებულიყო შემდეგი მექანიზმით- საქართველოში დარჩენილი საავიაციო ბომბები და რაკეტები, რომელთა უმეტესობას ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოვიყენებდით, გაიგზავნებოდა უკრაინაში უტილიზაციის მიზნით და მიღებული თანხებით გადავიხდიდით რემონტის ფულს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბომბების გარკვეული პარტიები მართლაც გაიგზავნა უკრაინაში საუტილიზაციოდ, საიდანაც ნაწილს შეიძლება რომელიმე "ცხელ წერტილში", სულაც აფრიკაში ან ბალკანეთში ამოეყო თავი პირდაპირი დანიშნულების შესასრულებლად.

სხვადასხვა მიზეზით, ეს არ მოხერხდა და ორი წლით დაგვრჩა "ქართული სამხედრო ბაზები" უკრაინაში- საბრძოლო ტექნიკითა და მათი მომსახურე პერსონალით.

დღეისათვის ოთხი ქართული მცურავი საშუალებიდან სამი ფოთში დაბრუნდა, მეოთხე- #301 "ბათუმი" კი კვლავ ბალაკლავაში დგას. გასარემონტებელია მისი დიზელის ძრავები, რაც დაახლოებით 250 ათასი დოლარი დაჯდება. შეიძლება ასი ათასი გვეყოს, თუკი "ბათუმში" უბრალოდ ჩააწყობენ სამივე ძრავს, მერე ბუქსირით ფოთში ჩაიყვანენ და რემონტს იქ დაამთავრებენ.

მაგრამ რა ვუყოთ დარჩენილ ვალს? იგი, ზოგიერთი მონაცემით, 1.654.000 დოლარია, რასაც ემატება კიდევ 1.119.000 დოლარი, 150 ქართველი ოფიცრის უკრაინის სამხედრო სასწავლებლებსა და აკადემიაში მომზადების საფასური.

ისედაც გასაგებია, რომ ამ ვალის გადამხდელი თბილისში არავინაა, არადა ვკარგავთ ერთ საპატრულო კატარღას და შვიდ შვეულმფრენს, რომელთაგან სამი საბრძოლო VB-24-ის ტიპისაა. ამგვარი მანქანები უკვე აღარ დაგვრჩა.

და ასეთ დროს "გამჭრიახმა" თანამდებობის პირებმა საუკეთესო გამოსავალი იპოვეს- ვალში უკრაინას ორ შვეულმფრენს დავუტოვებთ. საბედნიეროდ, არა VB-24 ტიპისას, არამედ VB-14-ს.

ჩვენი დოსიე: VB-14 ფაქტობრივად ყველასათვის კარგად ნაცნობი VB-8 შვეულმფრენის ამფიბია-ვარიანტია და შეუძლია დაჯდომა როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე. ისინი წყალქვეშა ნავების საძებნად და მათ ჩასაძირავად იყვნენ განკუთვნილნი. ჩვენ რამდენიმე VB-14 მერიის აეროდრომზე დაგვიტოვეს რუსებმა, რომლებიც შემდეგ თელავში გადაიყვანეს.

თელავში დისლოცირებული VB-14-ები კახეთის ზვრებში წყალქვეშა ნავს მართლაც ვერ აღმოაჩენდნენ, ამიტომაც მათი უკრაინისთვის დათმობა თითქოს გამართლებულად მოჩანს ("უკრსპეცექსპორტი" ალბათ ამ შვეულმფრენებში კომფორტულ სალონს მოაწყობს და ვინმე "ახალ უკრაინელს" ან არაბ შეიხს მიჰყიდის, რომელსაც პირდაპირ შვეულმფრენიდან შეეძლება თევზაობა), მაგრამ სხვა მხრივ, VB-14 საუკეთესო საძიებო-სამაშველო საშუალებაა და ფოთის სამხედრო პორტს ნამდვილად გამოადგებოდა.

მაგრამ რა უნდა ქნა! წინასწარ გაუანგარიშებელ და უჭკუოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასეთი შედეგი მოაქვს, რისთვისაც, სამწუხაროდ, არავინ ისჯება.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქართული ამფიბია-შვეულმფრენები თავისი "სისხლითა და ხორცით" გამოისყიდიან უკრაინის ფინანსური ტყვეობიდან "თანამოძმეებს".

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
23
24
25
26
27
28
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი