კვირის პალიტრა
2002-12-29
ქართული არმია "ზამთარში ჯარისკაცებს ითვლის"
თავდაცვის სამინისტროში გაიმართა დახურული სამხედრო საბჭოს სხდომა, რომელზეც 2002 წლის შედეგები შეაჯამეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა გენერალიტეტმა მართალია, აღიარა ნაკლოვანებები, მაგრამ არმიის მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებლად შეაფასა. მაგრამ რა დადებით შედეგებზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც წლის ბოლოსთვის ჯარში სამხედროვალდებულთა მხოლოდ 12%-ია გაწვეული? უჯარისკაცოდ კი რა არმია იარსებებს! იმაზე წუწუნი, სახელმწიფომ 15 მლნ ლარი დააკლო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს დეკემბრის შუა რიცხვებისთვისო, არ არის მთავარი გასამართლებელი საბუთი, რადგან არმიას, რომლის პირადი შემადგენლობის მხოლოდ 30%-ია ზამთრისთვის დაკომპლექტებული თბილი სამოსით, წვევამდელი მართლაც რომ დაემალება.
ავტორი: ირაკლი ალადაშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010