- 31 მარტს შესრულდა საერთო-სახალხო რეფერენდუმის 10 წელი, რომელმაც განსაზღვრა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, შეიძლება ითქვას, ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას...
- მინდა შეგახსენოთ, რომ 31 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ გამოვთქვი ჩემი აზრი.
ეს რეფერენდუმი, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა და ხალხის ერთიანობის, მისი ნების გამოხატულების საუკეთესო დემონსტრაციაა.
უწინარესად, მინდა აღვნიშნო, რომ სათანადო პატივი უნდა მიეგოს იმათ, ვინც ამ რეფერენდუმის მოწყობის ინიციატორი იყო. ვგულისხმობ ზვიად გამსახურდიას, მის თანამებრძოლებს. და არა მარტო მათ. მე მხედველობაში მყავს პარტიული ფუნქციონერები ჩეს სიტყვა, მე მგონი, დღეს სალანძღავადაა გადაქცეული-, ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელები, ადგილობრივი რაიკომები და სხვები ერთად იდგნენ და ამან განაპირობა ის, რომ რეფერენდუმში მოსახლეობის 90 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
განსაკუთრებულ მოვლენად მიმაჩნია, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზები და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები. მართალია, იყო გამონაკლისები, მაგრამ, საერთოდ, მონაწილეობა მიიღო ძირითადმა ნაწილმა, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
ამავე დროს ერთ აზრსაც მინდა გავუსვა ხაზი: რომ არ ყოფილიყო 90-იან წლებში "პერესტროიკის" მიერ შექმნილი საერთო ფონი, რომ არ დამკვიდრებულიყო საჯაროობის პრინციპები, არ მიგვეღწია პიროვნების თავისუფლებისათვის, არ მოგვეხსნა მისთვის ის ჯაჭვები, რომლებითაც 70 წელი იყო შებორკილი, ალბათ, ასეთი რეფერენდუმის გამართვა, თანაც უმტკივნეულოდ, შეუძლებელი იქნებოდა.
ასე რომ, მთელმა ამ კომპლექსმა გადაწყვიტა რეფერენდუმის წარმატების ბედი. შემთხვევითი არ არის, რომ რეფერენდუმი ჩვენს კონსტიტუციაში მოხსენებულია როგორც ერთ-ერთი ფუძემდებლური და სერიოზული მოვლენა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010