საქართველოს რესპუბლიკა
2013-10-18
გაიხსენეს მსოფლიოს ჩემპიონი
რვა წლის წინათ გარდაიცვალა სახელოვანი გორელი ფალავანი, მსოფლიოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული კობა კურტანიძე. 2005 წლიდან მის დაბადების დღეზე რეგულარულად იმართება ტიტულოვანი ძიუდოისტის მემორიალი. გორელებმა ტრადიციას არც წლეულს უღალატეს. შეჯიბრებაში 150 ქალაქისა და რაიონის, ასევე, აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. პირველ ადგილებზე გავიდნენ:
ალეკო მამიაშვილი (50 კგ), რობიზონ ბეგლარიშვილი (55), ვანო ჯავახიშვილი (60, სამივე - გორი), ზაზა როსტომაშვილი (66), კობა მჭედლიშვილი (73, ორივე - საგარეჯო), ლერი დადვანი (81), ნოდარ ბერიანიძე (90, ორივე - ბოლნისი), გიგა გელაშვილი ((90, გორი).
ავტორი: გივი გაგუა
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010