გეა. დსთ-დან გამოსვლის საკითხის განხილვას ამ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია უდროოდ მიიჩნევს. დსთ-დან გამოსვლის საკითხის განხილვის ინიციატივით ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ტრადიციონალისტის" წევრი მაია ნადირაძე გამოვიდა. მისი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტით ქართული მხარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში სერიოზულ წინსვლებს მიაღწევს და საქართველოს პოზიციებს გააუმჯობესებს. ნადირაძემ ბიუროს სხდომაზე დაუყოვნებლივი რეაქცია მოითხოვა ხელისუფლების მხრიდან წზე-ზე გადაცემა "ვის უნდა მილიონში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მოთამაშე თამაშიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც კითხვაზე, "ვის ეკუთვნის აფხაზეთი?" ჩვარიანტები: "სომხეთი", "აზერბაიჯანი", "საქართველო", "რუსეთი"- უპასუხა - "საქართველოს". მსგავსი პრეცედენტების დროს ნებისმიერი სახელმწიფო პასუხს ითხოვს და ამ შემთხვევაში რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს", - განაცხადა ნადირაძემ, რომელსაც მხარი პარლამენტის თავმჯდომარემაც დაუჭირა და აღნიშნული ფაქტი დაგმო.
ბიუროს სხდომაზე დსთ-დან გამოსვლის საკითხის განხილვის საბოლოო ვადებზე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინიციატივას "ტრადიციონალისტები" უკვე რამდენიმე თვეა აყენებენ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010