ახალი თაობა
2010-02-10
იზა ორჯონიკიძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, იზა ორჯონიკიძე, 71 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
იზა ორჯონიკიძე თბილისში დაიბადა და სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. იზა ორჯონიკიძე ქალ-პოეტებში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სცადა, გულწრფელად აესახა და პოეზიის ენაზე აემეტყველებინა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგანი, ინტიმური სამყარო და აემეტყველებინა იმგვარად, რომ წარმოეჩინა ჩვენი მშობლიური ენის საგანძურში მცნობელ-ოსტატის მომლოდინე სიტყვებიც, რომელთაც ქართლური დიალექტიდან ჯერ კიდევ არ გადმოელახათ ლიტერატურის საზღვრები. პოეტი მრავალი პოეტური კრებულისა და ორი პროზაული წიგნის ავტორია, რომლებშიც მისი ესეები, წერილები და ინტერვიუებია გაერთიანებული.
ხშირად პოეტი ქალბატონი ქართული ენის დამახინჯის წინააღმდეგ იბრძოდა და ამაში ჟურნალისტებს ადანაშაულებდა. საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პოეტს არ დაუმალავს, რომ ქართული ტელევიზია, იქნება ეს სახელმწიფო თუ დამოუკიდებელი, დამახინჯებული, 100-სიტყვიანი ქართულით მეტყველებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთად თავმოყრილი "შეცდომების" კრებული ქალბატონმა იზამ მაშინდელი ტელერადიოკორპორაციის დირექტორ ზაზა შენგელიას გადასცა და შესთავაზა, ჟურნალისტებისთვის გამოცდები ჩაეტარებინა.
პოეტური კრებულისთვის "წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა" და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ხელოვანს გასულ წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. იგი ასევე არის ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულის მფლობელი. წლების განმავლობაში იგი ქართული ლიტერატურის ისტორიის მუზეუმს ხელმძღვანელობდა. პოეტს ჰყავს ერთი ქალიშვილი, შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.
f5fs20

ავტორი: f5fs20 ეკა ირემაშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010