დევნილი ვარ გაგრიდან. როგორც იქაურმა ქართულმა მოსახლეობამ, მეც დიდი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა გამოვიარე. ამის აღწერა შეუძლებელია. ამასთან ერთად მხედველობაც დავკარგე. მივმართე თვალის ექიმს ქალბატონ ნანა მჭედლიშვილს, რომელმაც კარგად მიმიღო და უფასოდ გამიკეთა ოპერაცია. მაგრამ მკურნალობის გაგრძელება აუცილებელი იყო, ამას კი გარკვეული სახსრები ესაჭიროებოდა. იძულებული ვიყავი მიმემართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბატონი ვალერი ვაშაკიძისათვის. მან არა მარტო გადაარიცხვინა საჭირო თანხა ჩემი მკურნალობისათვის, არამედ საკუთარი ჯიბიდანაც მომცა გარკვეული თანხა.
ეს ამბავი 1997 წელს მოხდა. მინდა დაგვიანებით დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ვალერი ვაშაკიძეს და ამ სამინისტროს თანამშრომელს ბატონ ზურაბ მშვიდობაძეს, რომელთაც ახლოს მიიტანეს ჩემი გასაჭირი და დახმარება გამიწიეს.
ნინუცა პაკელიანი,
დევნილი გაგრიდან.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010