გოჩა ოჩიგავა გაგრელია, სწავლობდა გაგრის შ.რუსთაველის სახელობის #1 საშუალო სკოლაში, ხოლო ჩვენთვის ავადსახსენებელი აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისში 1997 წელს დაამთავრა 173-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა შსს აკადემიაში და ამჟამად +| კურსის სტუდენტია, სასწავლებელში აირჩიეს აკადემიის კურსანტთა კავშირის თავმჯდომარედ, შემდეგ კი ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება "მეკალმეს" წევრად. 1998 წლიდან სამეცნიერო საბჭოს წევრია ჩაქვს 6 მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის - "აფხაზეთის უძველესი მოსახლეობა, მითი და სინამდვილე".-, აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტის სპიკერად აირჩიეს 2000 წლის დეკემბრიდან; რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, უნდა დავამატოთ ის, რაც ალბათ თავში უნდა მეთქვა: გოჩა წერს ლექსებს, ნოველებს, მოთხრობებს, ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს, იგი პრეზიდენტის სტიპენდიანტია.
- გოჩა, როდის ჩამოყალიბდა აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტი?
- იდეა ეკუთვნის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მთავარ სახელმწიფო მრჩეველს რიდი ჯოლოგუას, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერნი ვართ; უშუალოდ ახალგაზრდული პარლამენტი ჩამოყალიბდა 2000 წლის დეკემბერში.
- დღეისათვის რამდენია ახალგაზრდა პარლამენტართა რაოდენობა?
- დღეისათვის პარლამენტში სულ 65 ახალგაზრდაა; თავდაპირველად იყო 7 კომიტეტი, შემდეგ დაემატა მე-8 სარევიზიო კომიტეტი, რომელსაც დეპუტატთა დასწრების აღრიცხვა და სხვა დეტალები ევალება.
- გაქვთ თუ არა საკუთარი დებულება, ჰიმნი, გერბი?
- წესდება რა თქმა უნდა გვაქვს, ხოლო გერბზე და ჰიმნზე ახლა ვმუშაობთ; ახალგაზრდებს შევთავაზე ჩემი საკუთარი კომპოზიცია, რაც მათ ძალიან მოეწონათ, რაც შეეხება სიმბოლოს, არის ბევრი ვარიანტი, გვინდა სიმბოლო ახალგაზრდულიც იყოს და აფხაზეთთან დაკავშირებულიც, ასე უფრო ლოგიკური იქნებოდა.
- რომელ დღეებში იკრიბებით და სად?
- ჩვენ ახალგაზრდულ ჩყოფილ პიონერთა- სასახლეში გამოგვიყვეს ერთი დიდი ოთახი, სადაც ყოველ სამშაბათს ვატარებთ ბიუროს სხდომას, ამით ძალზე მადლიერნი ვართ.
- ვინ გიდგათ მხარში, ვინ იზიარებს ჩვენს საზოგადო ტკივილს...
- არიან ადამიანები ლეგიტიმური ხელისუფლებიდან, რომელთაგან დიდ მორალურ მხარდაჭერას ვგრძნობთ, თუმცა მინდა დიდი გულისტკივილით აღვნიშნო, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან.
- ვისთან თანამშრომლობთ?
- თითქმის ყველა ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას მათ ღონისძიებებში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მეგობრულად ვიყოთ ყველასთან.
- აფხაზეთიდან დევნილ ყველა ახალგაზრდას შეუძლია თქვენთან გაერთიანება, თუ რაიმე კრიტერიუმები არსებობს, ვგულისხმობ ინტელექტუალურ დონესა და განსაკუთრებულ შემოქმედებით ნიჭს?
- იცით რა, ჩვენ გვაქვს დაწესებული ასაკი, მაგალითად - 15-26 წლამდე ახალგაზრდას შეუძლია ჩვენთან გაერთიანდეს, ოღონდ სათანადო განცხადების საფუძველზე, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი რეკომენდაციები, დახასიათებები, რა თქმა უნდა, ავტობიოგრაფიასთან ერთად, შემდეგ ბიუროს სხდომა განიხილავს განცხადებას და დასამტკიცებლად გადაეცემა პარლამენტს; საერთოდ კი, ჩვენთან ყურადღება ექცევა ყველაფერს.
- როგორია თქვენი, როგორც თავმჯდომარის უფლება-მოვალეობა და რისკენ გიბიძგებთ მთავარი მიზანი?
- ამოსავალი ჩემი უფლება-მოვალეობისა, როგორც თავმჯდომარის, ჩვენივე დებულებიდან გამომდინარეობს: ეროვნულ-დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცება, საპარლამენტო უნარ-ჩვევების გამომუშავება; განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა აფხაზეთში მცხოვრები და იქიდან დევნილი ბავშვების დაახლოებას და მათი ინტერესების დაცვას.
- არის თუ არა თქვენში რწმენა აფხაზეთში დაბრუნებისა და რამდენად რეალური ფონი გასდევს მას?
- უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად წლების გასვლისა, ეს რწმენა უფროდაუფრო მძაფრდება ჩემში.
შესამჩნევად ჩაფიქრდა საუბრისას და რაღაცამ გაიღვიძა მასში, უთუოდ რაღაც მშობლიურმა, ძალიან ახლომ, რომელმაც გულახდილად ათქმევინა:
- მე პირადად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სისტემატურად ვუკავშირდებით ჩვენს იქაურ მეგობრებს, ახლობლებს გაგრაში და არა მარტო იქ. თუ თქვენ ყურს მიუგდებთ ჩვენს სატელეფონო საუბრებს, ნამდვილად არ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მათ ვძულვართ და საერთოდ ვერ გვიტანენ. უფრო მეტიც: წერილებში, რომელსაც ისინი გვიგზავნიან მეორე ნაპირიდან არ იგრძნობა სიძულვილი, გაუცხოება, პირიქით, ისინი სულმოუთქმელად გველიან!..
...წერილებს გადავხედე... გული ამიძგერდა, ქაღალდებს მშობლიური გაზაფხულის სურნელი შერჩენოდა, რომელიც თბილ ნიავს მშობლიური სანაპიროდან მოეტანა, წერილებს შორის გამოვყოფდი ერთს, რომელიც გოჩას აფხაზმა მეგობარმა გამოუგზავნა, რომლის მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა და ამ დანაკლისს მეტად მტკივნეულად განიცდის. როცა გოჩას სოხუმიდან მოუვიდა ეს წერილი, ჯერ იყო და გაოცდა, მერე გული დაწყდა - განიცდიდა, რით შეეძლო ენუგეშებინა ძველი მეგობარი ამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ ყველაფერი ერთმა გარემოებამ შეცვალა, ამაზე წერილიდან ამონაწერი თვალნათლივ მიუთითებს: "ვიცი ყველა და ყველაფერი მოგენატრა: შენი სახლი, შენი ეზო, სკოლა, ზღვის ნაპირი, ლურჯი მთები, ლამაზი ქუჩები, ახლობლები, მეგობრები ჩალბათ, მეც-, სიცოცხლით სავსე გაზაფხული, ცხელი ზაფხული, ოქროს შემოდგომა, ზღაპრული ზამთარი... აი, ჩემთვის კი სანატრელნი უფრო თქვენა ხართ - ჩემი მეგობრები. მე ამ წლებს დუმილის წლები დავარქვი. 8 წლის შემდეგ თითქოს ხელახლა ავიდგი ენა და გამოვეხმაურე. ამ ხნის მანძილზე უფერულ დროსა და დღეებს ცივი, საზიზღარი ზამთარი თუ მოითვლიდა მხოლოდ; თითქოს ზამთრის ღამემ მოიცვა წელიწადის ყველა დრო!.. შეხვედრამდე, ძვირფასო მეგობარო! ახლა თოვს, ლამაზად თოვს, ზეცა გვირილებისოდენა ფანტელებით გვიმასპინძლდება და თეთრ სამოსში გახვეულა.
სოხუმი, 1999 წლის ზამთარი
ზაურ ...."
- გოჩა, ჩვენ ძალიან აქტუალურ თემას შევეხეთ...
- უბრალოდ, მე ჩემი ჩემი პოზიციის გამოკვეთა მინდა, ამაში ცუდი არაფერია. ამას წინათ, როცა აფხაზ ბავშვებს შევხვდით, მათ თამამად და მთელი გულით მიგვიწვიეს მათ მიერ აფხაზეთში დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ბიჭვინთაში.
- წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.
p.s.ყოველივე ამის შემდეგ, სულს აფორიაქება შევნიშნე. უმალ, მწერალ გ.ოდიშარიას წიგნიდან "სოხუმში დაბრუნება" ეს სიტყვები გავიხსენე: "გაგრელიც ვნახე - გაგრაში მოსეირნე!.."
ესაუბრა მონიკა ჭანტურია, ივანე ჯავახიშვილის თსუ სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის 1კურსის სტუდენტი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010