მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2009-09-04
საქართველოს ნეიტრალური პოზიცია გადაარჩენს ?

გუშინ საქართველოში რუსი ჟურნალისტების ჩამოსვლას სერიოზული ინციდენტი მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი მაქსიმ შევჩენკო თბილისშია და ახლად აშენებულ, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "რედისონში" გამართულ რუსეთ-საქართველოს საზოგადოებრივ შეხვედრასაც ესწრებოდა. შეხვედრა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტ მალხაზ გულაშვილის ინიციატივით გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ მამუკა არეშიძე, თენგიზ პაჭკორია, მამუკა ქავთარაძე, ალან კასაევი, პეტრე მამრაძე...

მედიაჰოლდინგის პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, რომ იგი სოსო ჯაჭვლიანთან, მამუკა ქავთარაძესთან, მეუფე პეტრესთან და სხვა პიროვნებებთან ერთად 2008 წლის დეკემბერში მოსკოვში იმყოფებოდა, საზოგადოებრივ პალატაში შეხვედრის დროს პალატის წევრებს სთხოვეს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა რაღაც დონეზე შეცვლილიყო, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო და ქართული პროდუქტები რუსულ ბაზარს დაბრუნებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ისაუბრეს ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენაზე. მალხაზ გულაშვილი მამუკა არეშიძესთან ერთად იმყოფებოდა მინსკში, ყარაბახში და ასევე პერიოდულად შეხვედრებს ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ბატონმა მალხაზმა განმარტა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი არ არის აღფრთოვანებული მათი შეხვედრებით, მაგრამ უარყოფითი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ სისტემაში სწორი გზა უნდა ვიპოვოთ. 2000 წლის შემდეგ რუსეთში მოვიდა პატრიოტული ძალა, რომელიც, ჩემი აზრით, არავის არ დაანებებს ქვეყნის დანგრევას, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს კი მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალური პოზიცია, ის არ უნდა გაწევრდეს არც ერთ სამხედრო ბლოკში, ამას მხოლოდ საქართველოს დანგრევა მოჰყვება.

ავტორი: ხატია მუსერიძე


კალენდარი
ივლისი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
13
17
19
20
24
26
27
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი