მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2002-01-27
ნოდარ იმნაძის მკვლელობის დეტალები

ინტერვიუ მურმან ომანიძესთან

დასაწყისი წინა ნომერში

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ნოდარ იმნაძე აჭარაში ხელისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა თუ სხვა ინტრიგებს, რა იყო მისი ტერაქტის მიზეზი, არის თუ არა ასლან აბაშიძე ამაში მონაწილე, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ საკითხებზე საუბრობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი მურმან ომანიძე, რომელიც თავად შეესწრო ამ ტერაქტს.

- ბატონო მურმან, თქვენ მომსწრე ხართ, როდესაც მოხდა ტერორისტული აქტი, როდესაც ასლან აბაშიძესა და ნოდარ იმნაძეს შორის მოხდა შეტაკება და ეს უკანასკნელი მოკლეს. თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვიამბოთ, რა მოხდა მაშინ?

- მე ყოველთვის გავურბოდი ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ, რომ სახარბიელო არაფერია. მაშინ მეც მოვდიოდი რაჭიდან, ეს იყო ის დღე, როცა მოხდა მიწისძვრა. როცა ქუთაისში ჩამოვედით, პრეზიდენტმა გამსახურდიამ დაურეკა ასლან აბაშიძეს და უთხრა, რომ ახლა ომანიძე ჩამოვა, მოილაპარაკეთ და შტაბი შექმენითო. მე დავურეკე გზიდან ბატონ ასლანს და ვკითხე, თქვენთან ვინ იქნება-მეთქი, ვთხოვე, რომ მინდოდა მასთან განმარტოებული საუბარი და პრეზიდენტის დანაბარების გადაცემა. როცა ბათუმში ჩავედი და ბატონ ასლანთან მივედი, ღამის პირველი საათი იყო. კაბინეტში ასლანთან ერთად დამხვდა უშიშროების მინისტრი ჯაიანი. ვისაუბრეთ, გეგმები დავსახეთ, თუ ვინ უნდა შეკრებილიყო შტაბში. ამ დროს გაისმა გარეთ სროლა, მე წამოვდექი და ვუთხარი ბატონ ასლანს, ქუჩაში სროლაა-მეთქი. მითხრა, გეჩვენებათ, ამ დროს სროლა გაისმა დერეფანში, ასლანიც წამოდგა ფეხზე, ამ დროს იმნაძე შემოვარდა კაბინეტში დედის გინებით; მე სკამთან ვიდექი, დავუყვირე, იარაღი დააგდე-მეთქი და ავტომატურად სკამი მისი მიმართულებით გავაქანე. იმნაძემ სკამს ავტომატის ჯერი ესროლა და ნაკუწებად აქცია. როცა მე ტყვიები მომხვდა ფეხში, გვერდზე გადავეშვი სკამებში და ჩავწექი, მან გააგრძელა ჩემი მიმართულებით სროლა, თავიც რომ ამეწია, თავს წამაგლეჯდა (მერე ექსპერტებმა იმ კუთხიდან, სადაც მე ვიწექი, 18 ტყვია ამოიღეს). იმნაძემ რომ დაინახა, მე ჩაწოლილი ვიყავი, ეტყობა, მკვდარი ვეგონე, ამ დროს მესმოდა სიტყვები, არ ისროლო, არ ისროლო, ჯაიანი ეუბნება. იმნაძეს ქალიშვილი შემოყვა. 2-3 გასროლა გააკეთა უშიშროების მინისტრმა ჯაიანმა, მას ამის უფლება ჰქონდა იმიტომ, რომ ადამიანი შემოვარდა და თავს დაგვესხა, მოსანათლად კი არ მოსულა. ჯაიანის ნასროლი იმნაძეს ფეხში და ხელში მოხვდა. მე როცა წამოვდექი, იმნაძე მოკუზული გადიოდა კაბინეტიდან. აბაშიძე გაეკიდა მას. ახლა ბევრი მეკითხება, ასლან აბაშიძეს იარაღი ჰქონდა თუ არაო. მე აბაშიძის ხელში იარაღი არ დამინახავს. მერე დერეფანში ატყდა სროლა, იმნაძეს ხალხი მოჰყვა, ერთი საათის შემდეგ დერეფანში რომ გავედი, იმნაძე მოკლული იწვა სისხლიან გუბეში.

- ამჯერად ვინ ესროლა იმნაძეს?

- არ ვიცი, ეტყობა, ორივე მხრიდან სროლა ატყდა დერეფანში.

- ესენი იმნაძისა და აბაშიძის მომხრეები იყვნენ?

- ალბათ. ასლან აბაშიძეს იარაღი არ ჰქონია. ჯაიანს ჰქონდა და გაისროლა. ვიღაც კაცი ჩვენს მოსაკლავად მოვიდა და არ უნდა დაეცვათ თავი ჯაიანს და აბაშიძეს? დღემდე ვერ გამირკევია და არც მიკითხავს აბაშიძისთვის, რა მოხდა მაშინ, რა ურთიერთობა ჰქონდა იმნაძესთან, ან რატომ მოხდა ყოველივე. ის საღამო ყველაზე მტკივნეული საღამო იყო ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ასეთი ტერაქტი მოხდა - ჩვენი განადგურება უნდოდა ვიღაცას.

- თავად ასლან აბაშიძე თუ იყო დაჭრილი?

- ასლან სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ნეკნებს შორის, ხელში და ყელის არეში. ასლან აბაშიძე ძლივს გადარჩა - ის ფაქტობრივად მეორედ დაიბადა. ახლა მიკვირს ზოგიერთი ჟურნალისტის ალოგიკური კითხვა, რა გააკეთა ასლან აბაშიძემო? რა უნდა გაეკეთებინა, იარაღი რომ ჰქონოდა, ხომ უნდა დაეცვა თავი?! ჯაიანმა კი გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ჯაიანს ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ მას ავალდებულებდნენ, თავის თავზე აეღო ეს მკვლელობა. ის ძალიან ჭკვიანი და გონიერი ჩეკისტია და ისიც უნდა თქვას, ვინ ავალდებულებდა ამას, მაშინ იმის გვარის დასახელებაც არის საჭირო.

- ასლან აბაშიძე ხომ არა?

- არავითარი ასლან აბაშიძე, იგი არ არის ის პიროვნება, რომ ვიღაცას ასეთი ქმედება ჩაადენინოს, მით უმეტეს, იმ პერიოდში ამას არ გააკეთებდა.

- ეს იყო ხელისუფლებისათვის ბრძოლა აჭარაში?

- ხელისუფლება იქ უკვე დამკვიდრებული იყო. აბაშიძე იყო პრეზიდენტის მიერ დანიშნული უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი. თქვენ როგორც გინდათ, ისე მონათლეთ. მე ვფიქრობ, ნოდარ იმნაძე ვიღაცამ წამოაგო პროვოკაციაზე. ვინ იყო ის, არ ვიცი.

- როგორია დღეს თქვენი ურთიერთობა ასლან აბაშიძესთან?

- რას ჰქვია როგორია? მე ასლან აბაშიძესთან არც მაშინ და არც დღეს გასაყოფი არაფერი მქონია, როგორი პატივისცემითაც ვიყავი მის მიმართ, დღესაც ისე ვარ. დანარჩენი ჩვენი ურთიერთობის შესახებ შეგიძლიათ თავად მას ჰკითხოთ.

- ამდენი ხნის შემდეგ, რატომღაც თქვენ კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებთ. მაინც, რა პერსპექტივებს ხედავთ?

- ვნახავთ, როგორ შედეგს მივიღებთ მომავალში. ყოველთვის საუბრობენ ყოფილი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების შერიგებაზე. მე ნამდვილად ვერ ვხედავ შერიგებას, როგორი დაძაბულიც იყო, კვლავ ისეთი დაძაბულობაა. გამოუშვეს პოლიტპატიმრები, თითქოს მათ აპატიეს რაღაც და დაძაბულობა ისევ არის. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერი აბსანძე კვლავ ციხეში ზის, ასევე დოკვაძე, გელბახიანი ციხეში არიან შეთითხნილი ბრალდებებით და ბევრი სხვა.

- ე.ი. ეროვნული თანხმობა და ეროვნული შერიგება არ მომხდარა?

- ეს ყველაფერი ქაღალდზეა. ხელისუფლებაში შეიყვანეს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაიმე თანამდებობები და სამსახურები მისცეს? არის ურთიერთგაგება ძველ და ახალ პარლამენტის წევრებს შორის? ერთ-ერთი ძველი რუსული თქმულებაა: "მირ ოსნოვანი ნა სტრახე ბეზ ლიუბვი ვსეგდა ასტაიოტსია ლოჟნიმ მირომ". ჩვენი მდგომარეობა, რომელსაც დაარქვეს სტაბილიზაციის და შერიგების პერიოდი, ძალიან კარგად ასახავს ივანე ბოგოსლავსკის გამოთქმას, რომელიც უკვე მოგახსენეთ. ყველას ეშინია დასჯის და ჩუმი განადგურების, ერთმანეთს ზიზღით ეკეკლუცებიან. შეიძლება ასეთ ვითარებაში რაიმე აღმშენებლობა დაიწყოს?!

- ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ არსებობთ ძველი სახით...

- იმიტომ, რომ დაგვსაქსეს, დაგვშალეს, დაგვანაწილეს სხვადასხვა პარტიებში, ზოგი მოტყუებით, ზოგი შანტაჟით. ეს ჩვენი უსუსურობაა, რომ ერთად ვერ შევიკრიბეთ და ვერ დავირაზმეთ.

- ახლა უკვე აღარ არიან საშიში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასე რომ, დევნა, შევიწროებები აღარ არის?

- 1993-94-95 წლებში აუტანელი პიროვნებები იყვნენ ხელისუფლებაში, ისეთი მაგალითად, როგორც კვირაიაა. იგი უსასიზღრესი პიროვნებაა, კაცი, რომელიც აშანტაჟებდა პრეზიდენტს და სიტუაციას ძაბავდა. თითიდან გამოწოვილი ინფორმაციები მიჰქონდა, რომ საკუთარი სკამი გაემაგრებინა. რაც შეეხება გენერალურ პროკურორს ჯამლეთ ბაბილაშვილს, ის მარიონეტი იყო, უვიცი და უპირო კაცი, რომელმაც ბოლომდე არცერთი საქმე არ მიიყვანა. როდესაც ძალოვან სტრუქტურებში ორი ასეთი პიროვნებაა, როგორი სიტუაცია იქმნება? დღეისათვის ცოტათი გამოსწორდა და მშვიდ ტონში მიდის ცხოვრება თითქოს, მაგრამ როგორც ხედავთ, ისევ იძაბება სიტუაცია. ხომ ხედავთ, რა ხდება პანკისში, კოდორში, ენგურის ხიდთან. თუ ამას არ მივხედეთ, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ.

- ბატონო მურმან, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?

- ალბათ. იმედი მაქვს, რომ როცა დიდ პოლიტიკაში დავბრუნდები, ვიცი, ვისთან ვითანამშრომლებ - ფრაქცია "ახალ აფხაზეთთან", რომლის წარმომადგენლები არიან თავისი პოზიციების მკვეთრად გამომხატველები და ღრმად ჩახედულები აფხაზეთის პრობლემებსა და დევნილთა დაბრუნების საკითხებში. აგრეთვე ვითანამშრომლებ ფრაქცია "XXI საუკუნესთან", რომელშიც არიან ეროვნული სულისკვეთებით და დიდი პატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანები, რომლის ხელმძღვანელიც არის შესანიშნავი მოქალაქე და დიდი მეცნიერი, ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილი. ასევე ნამდვილად ვითანამშრომლებ ფრაქცია ტრადიციონალისტებთან, მასთან დიდი ხნის მეგობრობა და ურთიერთობა მაკავშირებს; პირადად აკაკი ასათიანთან, რომელთანაც ერთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დიდი საქმეების კეთება გვინდოდა.

ავტორი: ეთერ ბალაძე


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი