მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-08-09
თამაზ წივწივაძის პუბლიცისტიკა და ქართველი მოპოლიტიკოსო"თალიბები" და "ალქაისტები"

ქვეყნის "სა-ზედნაშენო" სფეროს დარგს, სხვა ყველასათვის ცნობილ,გა-ცნობიერებულ სფეროებს, დარგებს შორის, დღეს, ამჟამად, ვფიქრობ, განსაკუთრებული, გაზრდილი როლი, დანიშნულება ენიჭება, ქართველი ინტელიგენციის ოჯახის წარმომადგენლებს, კერძოდ, ქართულ მწერლობას, ქართულ ჟურნალისტიკას... მათ, რომელთა მოწოდება, როლი და დანიშნულება, ფართო საზოგადოებისათვის, ცნობილი და გათავისებულია...

ქვეყნის "გონებრივი ბანკის", გამორჩეული წარმომადგენლობა, - ჩემი აზრით, მეტ მხარდაჭერას, მეტ ყურადღებას, დაფასებას, გნებავთ, "მოფერებას", ზოგჯერ "ალერსს იმსახურებს, ჩვენ, ყველა ადამიანები ვართ, აქედან გამომდინარე "სისუსტეებით..."

ნათქვამიდან, აღნიშნულიდან გამომდინარე, დრო და დრო, ვითარების, მომენტის არსიდან, მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ჩნდება სურვილი, მათი პიროვნული, პროფესიული "პორტრეტის", "მსხვილი პლანით", თუნდაც, ფერებში წარმოდგენისა, საჭიროების შემთხვევაში კონტრა-პუნქტულ-კრიტიკული შეფასებისა.

მოთხოვნილებას, წინადადება განაპირობებს, წინადადებას, მოთხოვნილება უდევს საფუძვლად...

ერთ-ერთ ასეთ "კანდიდატად", პირადად მე, ამჯერად, ბატონ თამაზ წივწივაძის "პერსონა" მესახება, - თუ რატომ?! ამას ქვევით შეიტყობს მკითხველი...

ჩემი ღრმა რწმენით, ამ მეტად მნიშვნელოვანი, ფრიად საყურადღებო თემის, საკითხის, პრობლემის ირგვლივ ჩემს პირად, სუბიექტურ მოსაზრებებს, ჩაფიქრებული წერილებიდან შეიტყობს, გააცნობიერებს, დაინტერესებული მკითხველი.

პიროვნება, დრო, საზოგადოება...

მწერალი, ჟურნალისტი და მკითხველი...

ჟურნალისტი, მწერალი და... ხელის-უფლება...

ხალხი, საზოგადოება, ხელის-უფლება,

ჩვენ ყველა, ერთად და... ცალ-ცალკე, გათითოკაცებულები, გა-თითოკა-ცე-ბულები... ხშირად, ჩახმახზე შეყენებულები, საბრძოლოდ მზად-ყოფნაში.

. . .

პრინციპული "პრინციპები" და, უ-პრინციპო "პრინციპები"...

დღეს, ამჟამად, ჩემი აზრით, პრინციპში, დიდი ხნის გარკვეულია, მავანთ და მავანთ, გვინდა თუ არ გვინდა, გვაწყობს თუ არ გვაწყობს, ბატონი თამაზ წივწივაძე; ქართველი ხალხის, საზოგადოების გარკვეული ნაწილის, უფრო სწორად, ფართო წარმომადგენლობის აზრით, - ქართული ეროვნული ცნობიერების გამომხატველი, შემოქმედი, დამამკვიდრებელი და წარმმართველი "ძალა", ფენომენია...

ქართული ეროვნული სიტყვა-კაზმული მწერლობის, სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოზიციების ჭეშმარიტი გამომხატველი, ჩამოყალიბების, დამკვიდრების და განვრცობის, უფლება-მოსილი "რწუნებულია..." მისი პიროვნული, პროფესიული მოღვაწეობის მთავარი არსი, როგორც მწერლის, კრიტიკოსის, პუბლიცისტის დანიშნულება და მოწოდება, ქართული სახელმწიფოებრივი, ეროვნული, სულიერი სამყაროს, საწყისების მდგრადობის სამსახურია...

. . .

მკითხველის წინაშე, ამჯერად, ჩემს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების მთვარი არსი, ცხოვრების "პროზა" და... ჟურნალისტური "პოეზიაა", ამ სიტყვების, ცნებების, პირდაპირი და გადატანითი გაგებით, მნიშვნელობით...

. . .

ბატონ თამაზ წივწივაძის, გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში", 2002 წლის 22-28 მარტს, ხელ-მეორედ გამოქვეყნებული წერილის,- "ვაი, შენ, ქვეყანავ, რომელთა შინა ხელისუფალნი შენი, - ჭაბუკ არიან" - მოტივებზე, ამ წერილით ნაკარნახევი, აღძრული, ჩემეული, სუბიექტური რემინსცენციები, მედიტაციები, მოტივაციები, განწყობილებები და პოზიციებია გამოხატული, გამჟღავნებული, ახალ დროსა და ახალ სივრცეში, ახალი მოთხოვნილებების, ახალი ვითარების ფონზე, პრინციპულ "პრინციპებზე", მავანთა და მავანთა, უპრინციპო "პრინციპებზეა" მსჯელობა, საუბარი, ქართულ სახელმწიფო, ეროვნულ პოლიტიკაში, მწერლობაში პუბლიცისტიკაში, კრიტიკაში, გაუმაძღარნი, გრანტიყლაპია, რეფორმატორის ინტრიგანი "ვირი-შვილები", გრანტი-ყლაპია არა-"რაობები", დღევანდელი "ჩვენი დროის გმირები", ფსევდო-ნაციონალისტი, "ინტერ-ნაციონალისტები", შეტევაზე გადმოვიდნენ, ყველაფერს კადრულობენ. "ციცერონობენ, "ტალეირანობენ", "აღმა-მშენებლობენ..."

"შევარდნაძისტობა", უარჰყვეს, რვაწლიანი "ერთგული სამსახურის" შემდეგ...(???) (!!!)

ქართული პოლიტიკური კლანების, ოჯახების, ანტი-სახელმწიფოებრივი, ანტი-ეროვნული გამოხტომები, უფრო "გოთვერნობები", ახალ წახნაგებს იძენენ. დადგა დრო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ყველას თავისი "მიეზღოს", ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, - ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს, "ვინ ვინ არის?!" და... დამნაშავე დაისაჯოს, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის მმართველობის სტრუქტურებს ჩამოსცილდეს, ჩამოსცილდნენ... "სავლეების" "პავლეებად" გადაქცევის, და პირიქით, "პავლეების" სავლეებად" "გადაკეთების" კამპანიები, მცდელობები, მისწრაფებები გაიშიფროს, აღიკვეთოს, ამოიშანთოს, არადა, გადავშენდებით, გადაშენებულები თუ არა ვართ უკვე...

მთლად გავდებილდით, ქართველები?! მათ აუტანელ, დანაშაულებრივ საქციელ-მოქმედებებს რომ ვიტანთ?!

მათ ყურებას, ნალაპარაკევს, გაუსაძლის, ინფანტილურ მოსაზრებებს, რიტორიკას, სოფიზმს, რომ ვიტანთ?!

...

გუშინ, ადრე იყო...

ხვალ, გვიან იქნება...ან დღეს, ან არასდროს.

ან დღეს, ან არასდროს...

. . .

ახალი დრო ქმნის, აყალიბებს, ახალ ადამიანს, ადამიანებს...

ახალი ადამიანები ქმნიან, აყალიბებენ ახალ დროს, ამ შემთხვევაში, "ზიარი ჭურჭლის" სისტემა მუშაობს, გამოაკელი ერთი მათგანი, შემადგენელი ერთი "სეგმენტი" და, "სისტემა, - არ იმუშავებს...

. . .

პიროვნება, დრო, საზოგადოება...

...პიროვნება, დრო, ხელის-უფლება

-???

-!!!

მწერალი, ჟურნალისტი და... მკითხველი საზოგადოება...

მწერალი, ჟურნალისტი და...პოლიტიკა, ხელის-უფლება, აი, ის "ზიარი ჭურჭელი", რომლის სისტემა, დღევანდელ საქართველოში მოშლილია, არ მუშაობს, მისი შემადგენელი "სეგმენტების", "ნაწილების", დანაწევრების გამო, "ზიარი-ჭურჭლის" ცალკეულ "სეგმენტებად", "ავტონომიებად" გადაქცევის გამო...

...

რატომ და რის გამო?! "ვინ არის დამნაშავე?! "რა ვაკეთოთ"?!

ვინ უნდა იკვლიოს, გააანალიზოს, მკითხველ საზოგადოებას წარუდგინოს, სამსჯავროზე გამოიტანოს, ეს და მსგავსი საჭირბოროტო საკითხები, პრობლემები, თუ არა მწერალმა, ჟურნალისტმა, პუბლიცისტმა და კრიტიკოსმა?!

...

ბატონ თამაზ წივწივაძის პუბლიცისტიკა, ბელეტრისტიკა, კრიტიკა, გუშინ, დღეს, ხვალ... - ახალი დროის, ახალი მოთხოვნილებების, ახალი სივრცის, ახალ "ინტერიერში"...

...

ბატონ თამაზ წივწივაძის "პუბლიცისტიკა ჩემი აზრით, არგუმენტირებული, კონკრეტული და ასოციატური აზროვნების "ხელოვნებაა", თავისი ფორმით, შინაარსით, მოწოდებით...

თამაზ წივწივაძის შემოქმედების, კრიტიკული აზროვნების ხიბლი, განსაკუთრებით ჟურნალისტიკის პროფესიის, დარგის, ერთ-ერთი დამკვიდრებული, მებრძოლი ჟანრის, - პუბლიცისტიკის სფეროში, მკითხველი საზოგადოების მრავალმხრივი "ასოციაციური" განწყობილებების აღმძვრელი და მომგვრელი, ზოგჯერ ურთიერთ-საპირისპირო, ურთიერთ-გამომრიცხავი აღქმის, შეგრძნების გამომწვევი "ხელოვნებაა", ვიმეორებ, "ხელოვნებაა", იქნებ, სწორედ ამიტომ, ანდამატივით ესოდენ მიმზიდველი და... ამავე დროს, მავანთათვის უარ-საყოფი, ზოგჯერ მიუღებელი, ზოგჯერ გასაკიცხიც კი, მაგრამ, უსაზღვროდ საინტერესო, მაინც და... დამაინტრიგებელი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, "ელექტრობას" წარმოშობს, რაც, თავის მხრივ, "სინათლის", "მოძრაობის", "სითბოს", მოკლედ, "ენერგიის" წარმოშობის, მაცოცხლებელი წყაროს, აუცილებელ წინა-პირობას წარმოადგენს, ურომლისოდაც, ჩვენი ცხოვრება, მოსაწყენი, რომ არა ვთქვათ, შეუძლებელი იქნებოდა, არ იარსებებდა, განსაკუთრებით, აზროვნების, შემოქმედების ისეთ სფეროებში, როგორიცაა მწერლობა, ჟურნალისტიკა, კრიტიკა...

დადებითი და უარყოფითი მუხტის არსებობის გარეშე, "ელექტრობა", სხვა სიტყვებით, "ენერგია", ყოვლის და ყველაფრის მამოძრავებელი ძალა, "ენერგია" არ წარმოიშობა...

დადებითი და უარყოფითი "სიტყვის", თავისუფალი აზრის თქმის, გამოხატვის გარეშე, მიღმა, ცხოვრება ჩაკვდება, კაცობრიობა გადაშენდება, არ იარსებებს...

...

ამჯერად წარმოდგენილი ჩემი წერილის მთავარი არსი, დანიშნულება, არის გამოხმაურება, ბატონი თამაზის, მკითხველ საზოგადოებაში გახმაურებული წერილის: "ვაი, შენ, ქვეყანავ, რომელსა შინა ხელისუფალნი შენი, ჭაბუკ არიან!" ირგვლივ, სუბიექტური მოსაზრებები, ყოველგვარი ზედმეტი "გართულებების", ხმაურის, თვით-მიზნური მიკერძოების თუ ცალ-კერძა კრიტიკის, შენიშვნების გარეშე, მიღმა ამდენად, როგორც ყოველთვის და ყველაფერი, შესაძლოა, ამჯერადაც სადავო, საკამათო იყოს, მავანთათვის, ზოგიერთებისათვის...(!!!) (???)

"სიმართლის", "ჭეშმარიტების" ძიება, დადგენა, გრძელდება, "სიმართლესთან", "ჭეშმარიტებასთან", თუნდაც მიახლოვების მიზნით...

"სიმართლე", ყოველგვარი "სიმართლე", საერთოდ, მაინც ალტერნატიულია, სუბიექტურია, მრავალმხრივი და მრავლის-შემცველია,

"ჭეშმარიტება", ერთია, უალტერნატივოა, ისევე, როგორც მზის ამოსვლა და ჩასვლა, კიდევ ის, რომ ბრუნავს ეს დედამიწა, მზის გარშემო, და ჩვენც, მასთან ერთად...

ჯერჯერობით...

ისმინეთ ყველამ!..

იკითხე, გაიკითხე, ერთხელ კიდევ გაიაზრე და... იმოქმედე, მკითხველო!

გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს", - 2002 წლის 22-28 მარტის ნომერში, გაზეთის სატიტულო პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში: "ვაი, შენ, ქვეყანავ, რომელსა შინა ხელისუფალნი შენი, ჭაბუკ არიან!" - ბატონი თამაზის, ჯერ კიდევ ადრინდელი, როგორც ირკვევა და დასტურდება, ახალი ვითარებით ნაკარნახევი, დადასტურებული, "ნოსტრადამუსული" სიზუსტით ნავარაუდევი, გაცხადებული, არგუმენტირებული წერილი, მოსაზრებები აქვს ხელმეორედ გამოქვეყნებული, რომელთა "შეხსენება", - მისი აზრით, - ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ურთულესი, ფეთქებადი პოლიტიკური, სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, ბატონი მკითხველისათვის, ქართველი ხალხისათვის, საზოგადოებისათვის, აუცილებლობას წარმოადგენს...

წერილს, ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, მკითხველი-საზოგადოების გახმაურებული რეზონანსი მოჰყვა, დამატებულმა ახალმა საავტორო წინა-თქმამ და ბოლო-თქმამ, ახალ დროსა და ახალ სივრცეში, ახალ პოლიტიკურ, სოციალურ "ინტერიერში", ახალი ინტერესი აღძრა, მკითხველი საზოგადოება, ახლებურად ჩააფიქრა, დააფიქრა, დამატებითი, ხელ-მეორე ანალიზის გაკეთების სურვილი აღუძრა...

...

"ხელის-უფლებას", არ იძლევიან, - "ხელის-უფლებას", ეუფლებიან...

...

საქართველოში, დღეს, თვალის-მომჭრელი სიჭრელეა.

გამაბრუებელი, უსაფუძვლო, ხშირად მიზნობრივი ხმაური, ყვირილი, ლანძღვა-გინება, ყურთა-სმენას ახშობს...

პოლიტიკური არა-ელიტარული ელიტა, "ნირვანაშია", თვითმიზნური, პოლიტიკური "ნარკო-მისწრაფებებით" გაბრუებული, რას სჩადის, როგორ იქცევა, თავადვე ვერ გაუგია, ვერ გარკვეულა, პირადული შავი ზრახვების, მიზნების განხორციელებისას, რაღას არ სჩადის, არ კადრულობს, აღარც ნამუსი და აღარც სინდისი, აღარც თავ-მოყვარეობა და აღარც ელემენტარული, ადამიანური საქციელ-მოქმედებების ნორმების, ეთიკის ზღვარი ვერ განუსაზღვრია არა-კონტროლირებად მდგომარეობაშია, რაც ქვეყნის, ხალხის სოციალური აფეთქების წინაპირობებს ქმნიან...

...

სხვადასხვა დაჯგუფებების, პარტია-ორგანიზაციები და მათი ლიდერები, კლანები, ოჯახები; პოლიტიკური "პროტესტანტები" და პოლიტიკური "კათოლიკები", "მონტეგები" და "კაპულეტები", ღია, სისხლიან ურთიერთ-დაპირისპირებებში, ბრძოლებში არიან ჩართულნი, ჩაბმულნი, "ხელის-უფლების" მოპოვების, დაუფლების მიზნით,

...

"ხელისუფლებას", არ იძლევიან, "ხელის-უფლებას", ეუფლებიან, აი, მათი თვითმიზნური ლოზუნგი, მოწოდება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლის, მოხვედრის, დაჯდომის, მოპოვების პერსონიფიცირებული ზრახვების, სისრულეში მოყვანის მიზნით...

...

ამ დროს, საქართველოს პარლამენტში, ანტიკური პერიოდის ძველ-ბერძნული ხანის, სოფოკლეს დროინდელი, კლასიკური ტრაგი-კომიკური ჟანრის მსგავსი, სადაგი, ღია სპექტაკლები იდგმება, სადაც დრამა და ფარსი, კომედია, ერთმანეთს ენაცვლებიან... ოღონდაც, უნიჭოდ, პროვინციული შემართებით, პრეტენზიით...

საქართველოს პარლამენტი, წყლის წვეთია, სადაც სრულიად საქართველოს, დღევანდელი სინამდვილე აირეკლება...

...

შემორჩენილი "ჟვანიისტი", "სააკაშვილისტი", "ბარამიძისტი", "მაჭავარიანისტი", ფუნდამენტალისტი "ალ-კაიდელები", თავს გავიდნენ, ისევ გაღმა გასვლას, ხელმეორედ ცდილობენ...

ქართველი მო-პოლიტლიკოსო "თალიბები" - მო-"თალიბო" ფუნდამენტალისტი მოქ-კავშირელები, არა და არ ცხრებიან...

თავს-გასულების, მოგვიანებული მოთოკვა, თუნდაც, განეიტრალება, სამთავრობო-სახელის-უფლო ვერტიკალიდან დათხოვნა, - "პანღურის ამოკვრა" უნდა მოჰყვეს...

- ახია, ჩვენზე!

ახია, ჩვენზე!!!

აქამდე აუტანელს რომ ვიტანდით, დღემდე, მათ "სიფათებს", ხმას და "მოსაზრებებს", ინფანტილური მაგალითების, გაკვეთილების სოფიზმს, რიტორიკას რომ ვიტანთ - ახია, ჩვენზე!

...

მო-პოლიტიკოსო რეფორმატორი "ალ-ქაისტები"

"ბინ-ლადენები", ატეხილი მარტ-აპრილის კატებივით კნავიან, "რაღაცის", "ვიღაცის" მოთხოვნილება აწუხებთ...

...

აქსიომაა! საკაცობრიო გამოცდილების აქსიომაა,

ქვეყნის, ხალხის "დამოუკიდებლობა", "თავისუფლება", "დემოკრატია", "სისხლს" მოითხოვს, "მსხვერპლს" მოითხოვს... დროდადრო მაინც...

...

დავაბრუნოთ, "ჟვანიისტი" ატეხილი პოლიტ-ფუნდამენტალისტი "პოლიტ-ალ-ქაისტები", პირველსაწყის "მუშტაიდის ბაღის" დომინოს სათამაშოდ და ეგ არის...

მორჩა და გათავდა!..

...

დავუბრუნოთ, პირველ-საწყის "არა-რაობას", "არა-რაობას", რანიც იყვნენ, ვისაც და რასაც წარმოადგენდნენ, დაბადებიდან, მთელი თავისი დღე და მოსწრება...

...

მაშ ასე, თამაზ წივწივაძე; "მათეს სახარება და... ჩემიგახარება"

თავი I

მოქკავშირის წარმოშობა

1. წიგნი წარმოშობის მოქკავშირისა, შევარდნაძის ძისა, ჟვანიას ძისა!

2. შევარდნაძემ შვა მოქკავშირი, მოქკავშირმა შვა უბედურება, უბედურებამ შვა ჟვანია, ჟვანიამ შვა სააკაშვილი, სააკაშვილმა შვა ბარამიძე, ბარამიძემ შვა მაჭავარიანი, ანდა, პირიქით!

3. ამათმა შვეს: ადამია, ჩიტაია, კემულარია, მაღლაფერიძე და ძმანი მისნი, აგრეთვე ელენე თევდორაძე და დანი მისნი!

4. მათსავე წიაღში წარმოიშვა ახალი სახელები: გამყრელიძე, გაჩეჩილაძე...

5. ახალმა სახელებმა შვა "ახალი მოძრაობა", ახალმა მოძრაობამ შვა ახალი აყალმაყალი, ახალმა აყალმაყალმა შვა ახალი ჩხუბი, ახალ ჩხუბში ძველებურად სახეში ჩააფარეს გრიგალაშვილს, რომელმაც, უფრო ადრე, ლეღვის ფოთოლი ააფარა ბარამიძეს!

6. ამ აყალმაყალს ხელი არ დააფარა "რუსთავი-2"-მა!

7. "რუსთავი-2"-ს არ უყვარს მწერალთა კავშირი და თამაზ წივწივაძე, -წივწივაძე აგრეთვე არ უყვარს ჟვანიას, სააკაშვილს, ბარამიძეს და სხვა მრავალ მოქკავშირულ აქტივისტს, მათ შორის, რევაზ ადამიას!

8. რევაზ ადამია ადამიანი არაა, ადამიანი არის ჟვანია, რომელიც ერთობლივად შვეს ისრაილმა და სომხეთმა, საქართველოს სასარგებლოდ!

9. სომხეთმა თავის მხრიდან და, საქართველოსთან ერთად, შვა სააკიანი, იგივე მიხეილ სააკაშვილი! ასევე, ვინმე, თევდორაძემ შვა მშვენიერი ელენ - ჰურიას ცოლისაგან!

10. ელენ თევდორაძე დედით ებრაელია, მამით, შეიძლება, ქართველიც იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ საუბრისას, წინ "ქართული უსწრებს!

11. ენა წინ სააკაშვილსაც უსწრებს, ოღონდ მას წინ პატიმრები უსწრებენ, ზოგი გვირაბით, ზოგიც კიდევ, ღობეზე გადაძრომით!

12. სააკაშვილი მინისტრიცაა, დეპუტატიცაა და, როგორც ამბობენ, დაშნაკ-ცუტუნიცაა!13. დაშნაკ-ცუტუნი დავითაშვილიცაა, რომელიც ქართველ ნადირაძეს გაექაჩა! ამის მიუხედავად, ჯერ დავითაშვილზე არავის უთქვამს, - ის ნადირია ტყისაო!

14. ტყის ნადირი ჰიტლერი იყო, რომელმაც საკუთარი ხალხის გული მოინადირა! სამწუხაროდ, საკუთარი ხალხის გული ვერ მოინადირა მოქკავშირმა.

15. მოქკავშირიც და კომკავშირიც, დღევანდელ საქართველოში, სალანძღავ სიტყვად არის ქცეული, ქვეყანა კი ამათი ხელითაა დაქცეული...

16. ერთი სიტყვით, "ჩემი ცხოვრების" მიხედვით, ყველაფერი ასე ლაგდება: შევარდნაძემ შვა მოქკავშირი, მოქკავშირმა შვა უბედურება, უბედურებამ შვა ჟვანია, ჟვანიამ შვა თავისი მეგობრები, რომლებიც ქართველი ხალხის მეგობრებად ვერ იქცნენ, ისინი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უბედურებად იქცნენ!

17. როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, საკუთარ სამშობლოს უბედურება იმან უნდა ააცილოს, ვინც ამ უბედურების წარმოშობას შეუწყო ხელი! ასეთი კაცი საქართველოში ერთადერთია, - ედუარდ შევარდნაძე!

მან კი, თუ ამის გაკეთება ნამდვილად სურს, ნათლად უნდა დატოვოს თავისი პარტია და განაცხადოს, - მე გშობე და მევე გტოვებო!"

ხოლო თუ ეს შეძახილი მძაფრად მოეჩვენება, იგივე შინაარსის გადმოცემა, სხვა სიტყვებითაც და უფრო რბილი ფორმითაც შეიძლება, მაგალითად, ასე,

"გშორდები, მარო!"

!!!

...

ასეთია, ბატონ თამაზ წივწივაძის ახლო წარსულის და დღევანდელი, ახალი დროის, ვითარების გადასახედიდან, მოქალაქეთა კავშირის გუშინდელი, დღევანდელი ავანგარდი ლიდერების ჯგუფის ეროვნული, პოლიტიკური პორტრეტი, პორტრეტები, ახალი, დღევანდელი გადასახედიდან, ფასში და ანფასში, - უგრიმოდ, რეტუშის გარეშე...

...

ასეთია ბატონ თამაზ წივწივაძისეული "რეტროსპექტივა", ახალი დროის ინტერიერში, ახალი საავტორო წინა-თქმით და ბოლო-თქმით, პროლოგით და ეპილოგით, საბოლოო ბოლო-თქმის, "ეპილოგის" მოლოდინში...

ჩემი აზრით, უფრო, ღრმა რწმენით, ბატონი თამაზის ეს ახლებური, შემტევი "განწყობილების", გარკვეულ-წილ, დროში და სივრცეში მოგვიანებული, გაწელილი, ღია, ამჯერად გახსნილი "ტრანსფორმაციაც", - ახალი დროის, ვითარების, ახალი მოთხოვნილებებითაა ნაკარნახევი და გამოწვეული, რაც, ასევე ჩემი აზრით, ყველა მხარეს, რაღა თქმა უნდა, ერთი მხარის გამოკლებით, ყველა მხარეს წაადგება, განსაკუთრებით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს, ქართველ ხალხს, მის დღევანდელობას, აწმყოს და მომავალს წაადგება...

...

ვინ არიან?! ვინ იყვნენ?! საიდან მოვიდნენ და, ვინ მოიყვანა, "ისინი"?! და რატომ?! საით მივყავართ და... რატომ?!

ქვეყნის, ხალხის გადასარჩენად მოევლინენ, ამ ჩვენ, ისედაც, მათგანვე გავერანებულ, გადაშენების გზაზე დამდგარ ქვეყანას, ხალხს თუ...

რას გვპირდებიან?! რას აპირებენ?!

ვინ და რის გამო დააყენა, ისინი, - ამ მრუდე გზაზე?! მიზეზი?! საბაბი?!

ეს "ლაწირაკი", - "ინფიტილისტი", "მანნი კაშაზე" და გოგლი-მოგლზე გაზრდილი, თანა-მედროვე მო-ფაშისტო ტიპები?! მათ "ჰაბიტუსებს", სიტყვის თქმის, აზრის გამოხატვის მანერას დააკვირდით.

მართალია, "ისინი", რაოდენობრივად დღითიდღე ნახმარი საპონივით ილევიან, - ეს, მართლაც და, მოპოლიტიკოსო "საპნის ბუშტები", მაგრამ მაინც...

როგორია მათი ნამდვილი "სახე"?! თანამედროვე, დღევანდელი საქართველოს სინამდვილეში!? რა ჰქვია "მათ", - უსაფუძვლოდ სახელ-მოხვეჭილ "არაფრებს?!", "არა-რაობებს"?! როგორია მათი "არსი", - ამ არსის, მოწოდების "ანარეკლი", თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში?!

ნამდვილი, პირველი "მე" და "მეორე მე", სარკისებური "ანარეკლი" და "ნიღაბია?!"

"ნიღაბიო!" - მე შენ გიცნობ?!

...

"გლობალისტები" არ ცხრებიან, ერთმანეთს დაერივნენ, სხვებსაც დაერივნენ, არაფერს ერიდებიან, რაღას არ კადრულობენ, სისხლზე დაგეშილები "კამიკაძეობენ..."

...

შემორჩენილი, "სეკვესტრირებული" "ჟვანიისტი-სააკაშვილისტი" ფუნდამენტალისტები, თავს გავიდნენ, გასდით და იმიტომ... გასდიოდათ და, იმიტომ!

მო-ქართველო "ალ-ქაიდელები", "მეორედ მოსვლას" გეგმავენ, აპირებენ...

მოქართველო "თალიბები", "მოთალიბო-ფუნდამენტალისტები", - ვითომდა "ინტერ-ნაციონალისტები", არ ცხრებიან...

არადა, უნდა დავაცხროთ!..

როგორ?! რა ხერხებით?! რა მეთოდებით?!

უბრალოდ!

მათი "კინო", მორჩა-გათავდა, ახალი "კინო" იწყება... ახალი "კინო-სერიალი" დაიწყო...

არადა, ეს, მო-პოლიტიკოსო "ხაკერები", ისევ "ხელის-უფლებაში", მის დერეფნებში, ლაბირინთებში, კულუარებში დაძრწიან, კულისებში დაეხეტებიან, პოლიტიკურ "ინტერნეტში" შეღწევას, დამკვიდრებას ვერ ელევიან, ხელი-სუფლებაში შეღწევის "კოდის" ბოლომდე გაშიფრვას არ ეშვებიან, გამოსცადეს, იციან, გაიგეს ხელის-უფლების გემო, პატრონები კარნახობენ, აიძულებენ, იმოქმედონ პრინციპით, - ხელისუფლებას არ იძლევიან, ხელის-უფლებას ეუფლებიან...

უპრინციპო "პრინციპები" და...

პრინციპული "პრინციპები..."

...

დღეს, ჩვენთვის, ყველა ქართველისათვის, რეზო ჭეიშვილის თქმისა არ იყოს, "უტარო დანის" პოზიციაში ყოფნა, გულგრილობა, არა მხოლოდ და არა იმდენად არა-კაცობა, უნამუსობაა, - უფრო დანაშაული, ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ქართული წარსულის, აწმყოსა და მომავლი მიმართ...

...

ცოცხალ ავად-მყოფს, რა დღეშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, "კაი მიცვალებული არ უნდა გვერჩიოს", როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ...

...

"ვადღეგრძელოთ, ჩვენი ცხედრის ასაწევი ჯანი..."

"ბრალი მისი, ვინც დარჩება, ქვეყნად უ-ოთხ-კაცოდ".

ეს პოეტური სიტყვები, კაი კაცის, კაი ქართველის, კარგი პოეტის, - ოთარ მამფორიას პოეტური თქმაა, - სა-ე-პიტაფიოდ დანატოვები სიტყვებია...

...

საქართველოში, ახალი პიროვნული "გენერაცია" იწყება, -

დაიწყო მგონია...

...

და მაინც, ადამიანი, კაცობრიობა, საერთოდ ეს ცხოვრვება, წუთისოფელი, მაინც შეუცნობადია, გასაცნობიერებელი რჩება, ხშირად უსამართლო და "უ-პრინციპოა", სადაც, უპრინციპო "პრინციპები" ბატონობევნ,განაგებენ, ამ წუთი-სოფელს, სადაც მზაკვრობა, შური, ჯიბრი, უსამართლობა ბატონობს, ზეობს, ზეიმობს ხშირად...

...

არადა, "ბედის-წერაა", აბა რა არის?! უსამართლობაა, აბა რა ეთქმის, ამას?!

შავ-ყორნის-ფერ ცხენებ-შებმულ, შავ-ყორნის-ფერ კატაფალკას, სადაც გარდაცვლილი მოცარტის ცხედარი, კუბოში ესვენა, უკვდავ მოცარტს, სამარადჟამო ძვალთშესალაგში მიასვენებდა, ერთად-ერთი, შავ-ყორნის-ფერ ტანსაცმელში, შავ ცილინდრში გამოწყობილი, ერთად-ერთი ჭირისუფალი მიაცილებდა...(???) (!!!)

ასეთია, ცხოვრება...

ასეთია ეს წუთი-სოფელი...

...

ბატონ თამაზ წივწივაძის ოპონენტები, მტრები და მოწინააღმდეგეები, პრინციპში, მსუბუქი, "მჩატე", ანდა, "ქვე-მსუბუქი" წონის წარმომადგენლობა შეინიშნება, ძირითადში. აბა, "ჭკვიანი", მოწოდებით მაღალი დონის პროფესიონალი მწერალი თუ ჟურნალისტი, სხვები აუტკივარ თავს რატომ აიტკივებენ?! მათ შემყურეს, კაცს, წრუწუნა-თაგვის ამბავი გახსენდება, - "თაგვმა თხარა-თხარა და... კატა გამოთხარა"-ო,

მათზეა ნათქვამი...

ბატონი თამაზის მტრები თუ მოწინააღმდეგეები, - ოპონენტები პრინციპში, როგორც წესი, რასაც ჩვენი მრავალ-წლიანი პრაქტიკა, ცხოვრებასინამდვილე ადასტურებს, ბატონ თამაზს, ვითომდა "ძირს უთხრიან", ამ დროს "კატას" კი არა, "აფთარს" გამოთხრიან ხოლმე, რომელსაც, თავს "აგლეჯინებენ..."

მაგალითები?! -რამდენიც გნებავთ...

რატომ?! რისთვის?! რა მიზნით იქცევიან, "ექცევიან", - ასე, ესეც ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისათვის ნათელი და გასაგებია, ქართული "შური", ქართული "ჯიბრი", - აი, მიზეზიც და საბაბიც...

"უჩემოდ რათ იმღერეთ"-ას, ძველქართული მოუხდელი სენი, ავად-მყოფობა, რომლის დაცხრომა, - განკურნება, მითუმეტეს, - ვერა და ვერ მოგვიხერხებია, ქართველებს...

აქვე, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, აღინიშნოს:

კაცს, "მტერი", "მოწინააღმდეგე", ოპონენტი თუ არ ჰყავს, რა კაცია?! - არაფერი "კაცია"! "კაცი" "პერსონა" თუ ხარ, მოწოდებით მაღალი რანგის პროფესიონალი, მაგარი ხასიათის, ძლიერი ნებისყოფის "პერსონა", კაცი თუ ხარ, "მტრებიც" უდა გყავდეს, მოწინააღმდეგეებიც და ოპონენტებიც, - აბა როგორ?! სხვაგვარად, გამორიცხულია!..

ნაკლები "მოწოდების", დაბალი "სიმაღლის", "მჩატე წონის" კატეგორიის პროფესიონალზე თუ არაპროფესიონალ მტერზე, მოწინააღმდეგეზე, ოპონენტზე იტყვიან, ამბობენ: - დაანებე თავი, მაგას თავს როგორ უყადრებ?!"-ო და, სწორიც არის, - დროის უქმად დაკარგვად არ ღირს, არც "ღირსებას" შეგმატებს, მათთან დავა-კამათი, მოკლედ, "ჩიტი ბდღვნად არ ღირს..."

...

"მოცარტები" და "სალიერები..."

"სალიერები" და... "მოცარტები"

სახელმწიფო, ეროვნულ მმართველობაში, - პოლიტიკაში... მწერლობაში, ჟურნალისტიკაში, ჩვენი ყოფის, ცხოვრების სხვა სფეროებში, დარგებში, - იყვნენ, არიან, იქნებიან, სანამდე, ამქვეყნად, თუნდაც "ორი ქართველი" იქნება...

...

ბატონი თამაზ წივწივაძე, ნიჭით, მოწოდებით, პროფესიონალიზმით, თავის პროფესიის, საქმის "მოცარტია..."

ასეა ეს, ასე...

პლიუს, ამას ემატება, მისი პიროვნული, პროფესიული, საზოგადოებრივი ხიბლი, პლიუს, პატრიოტული, მამულიშვილური შემართება, მუდმივ ჩახმახზე შეყენებული, მებრძოლი ხასიათი, მტკიცე ნებისყოფა და ერთგულება, მის მტერს თუ მოწინააღმდეგეს, ოპონენტ, "სალიერებს", მოსვენებას უკარგავს, არ აძლევს, "სალიერობას" აიძულებს", - შესაძლოა,

ამაშია, ბატონ თამაზ წივწივაძის "სიძლიერეც" და "სისუსტეც", "სუსტი" მხარეც... (!!!) (???) მტრებს, მოწინააღმდეგეებს, ოპონენტებს საკამათოდ "ეპატიჟება", სამსჯავროზე უხმობს, "საქმის გასარჩევად" და... ამით, პიროვნულ, პროფესიულ "სატისფაქციას" ღებულობს...

...

???

!!!

ამის შემდეგ, და არა მხოლოდ, წარმოდგენილ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს, პრობლემებს, დაინტერესებული მკითხველის პოზიციებიდან გამომდინარე, - ჩაფიქრებული სერიალის, - მომდევნო წერილში შემოგთავაზებთ...

...

იქამდე კი, მთლად ბოლოში, - "ღია" შეკითხვა, ასევე "ღია" პასუხის მოლოდინში:

- თამაზ ბატონო!..

და მაინც, და მაინც, ნუ დაიზარებ, გეთაყვა, ერთი მითხარი, თუ ძმა ხარ, "ღიად, "გულ-ახდილად"; ბოლოს და ბოლოს, ისევ "დეპოში" ვართ, ჩავრჩით თუ,- "გაღმა" გავდივართ, მაინც?!

...

"მოქ-კავშირელ", ნა"მოქკავშირელ", ლაწირაკ მო-ფაშისტო-ავანტიურისტ, რეფორმატორ-ავან-გარდისტებთან ერთად თუ...

ცალ-ცალკე,

ყველა თავის გზით, თავისით გამონახავს გამოსავალს, ადგილ-სამყოფელს, ახალი "ნაპირის" ძიებაში, ოკეანის გაღმა თუ გამოღმა?! ბოლოს და ბოლოს, საქართველო, ვის დარჩება?" მარტო ჩვენ, ობლად, შენ და მე, მე და შენ ხომ არ დავრჩებით, ყველა ქართველისაგან მიტოვებულ, სხვათა და სხვათა, "შემოთესლილების" საქართველოში...

ავთანდილ გველესიანი

"მართალი გაზეთი" N 12



კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი