11x11
2011-08-30
6:0, 5:0 მეტისმეტია!
ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში ასეთი წესი იყო, ყოველი მორიგი სეზონის წინ სუსტ გუნდებს დრაფტზე უფრო ძლიერი ახალწვეულების აყვანის უფლებას აძლევდნენ, რათა პირველობა დაძაბული ყოფილიყო. ვერ გეტყვით, ამჟამად NHL-ში იგივე წესი მოქმედებს თუ არა, მაგრამ მეტად საინტერესო იდეა რომაა, რად უნდა ჩვენი ფიცი-მტკიცი. აგერ, როგორც იქნა, გვეღირსა და დაიწყო აგრერიგად ნანინანატრი პრიმერა, მაგრამ რად გინდა, "რეალმა" თითქმის უბრძოლველად დაამარცხა 6:0-ზე "სარაგოსა" და რომ ვიფიქრეთ, "ვილიარეალი" უფრო ძლიერი გუნდია და შარშანდელისგან განსხვავებით, რაიმე წინააღმდეგობას მაინც გაუწევს "ბარსელონასო", მწარედ იმედგაცრუებულნი დავრჩით. ერთხანს მორცხვი პატარძალივით გაუძალიანდა და მერე ბედსშეგუებული დანებდა. არადა, მარჩენას, ნილმარის, როსის, სენას და სხვათა სახით ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ გუნდში, წესით და რიგით, მეტი სპორტული თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეთ. ისიც სათქმელია, რომ "ბარსას" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ხავი და ვილია სასტარტოში არ დააყენა, არ იყვნენ პიკე, პუიოლი და დანი ალვეშიც... ფაბრეგასი, ალკანტარა და სანჩესი ათამაშა და სასურველ შედეგსაც სულ ადვილად მიაღწია. ცნობისათვის, მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა "კამპ ნოუზე" 101-ე გოლი. ამის მისაღწევად მას 184 მატჩი დასჭირდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ ტურებში ვითარება გამოსწორდება, თორემ თუ ასე გაგრძელდა ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ "ელ კლასიკოების" ცქერით მოგვიწევს შემოფარგვლა. შეგახსენებთ, მომდევნო ტურში, 11 სექტემბერს, "ბარსას" გასვლა უწევს სან სებასტიანში, ხოლო "რეალი" შინ თამაშობს "ხეტაფესთან".
ბარსელონა - ვილიარეალი 5:0
98 000 მაყურებელი
ბარსელონა: ვალდესი, ბუსკეტსი, აბიდალი, მასკერანო, კეიტა, ინიესტა (ხავი, 56), ფაბრეგასი (დოს სანტოსი, 70), სანჩესი, პედრო (ვილია, 67), ალკანტარა, მესი.
ვილიარეალი: ლოპესი, მუსაკიო, გონსალო, ორიოლი, საპატა, ბრუნო, მარჩენა, კანი (მუბარაქი, 59), ვალერო (კამუნიასი, 50), როსი, ნილმარი (სენა, 56).
გოლები: ტიაგო, 25. ფაბრეგასი, 45.
სანჩესი, 47. მესი, 52; 74.
მსაჯი: ხავიერ ალვარესი.
კარისკენ დარტყმები - 18:4; კარში დარტყმები - 9:0; ჯარიმები - 12:9; კუთხურები - 11:0; თამაშგარეები - 2:3; გაფრთხილებები - 3:1; ბურთის ფლობა - 74/26%.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010