11x11
2011-08-30
სამზადისი ძველი კადრებით
ქართულ საფეხბურთო და შეიძლება ითქვას, მთლიანად სპორტულ სამყაროს "ცხელი" სექტემბერი გველოდება. დღე-დღეზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება, ხოლო მოგვიანებით უკვე რაგბისტები დაიცავენ ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას. ყველას წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენი გაზეთის პროფილიდან გამომდინარე, ყურადღებას მხოლოდ ფეხბურთზე გავამახვილებთ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მზადება გუშინ დაიწყო. "ჯვაროსნების" დამრიგებელმა, თემურ ქეცბაიამ საგანგებო პრეს-კონფერენცია ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" ნაკრებში გამოძახებულ "ალექსანდრიას" ფეხბურთელ დავით თარგამაძესთან ერთად გამართა და შექმნილ ვითარებაზე დაწვრილებით ისაუბრა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის უპირველეს ამოცანად ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა და ფლეი-ოფში თამაშია, რამეთუ პირველი პოზიციის დაკავების ყველაზე კარგი შანსი ხორვატებს აქვთ და ამას ხაზი ქეცბაიამაც გაუსვა. მისი აზრით, ფეხბურთელები შესანიშნავ ფიზიკურ მზადყოფნაში არიან და ლატვიელებთან ქულების აღება როგორც მისთვის, ასევე მისი შეგირდებისათვის პრინციპის ამბავია. მთავარმა მწვრთნელმა ამ გუნდებს შორის რიგაში ჩატარებული შეხვედრაც გაიხსენა და დასძინა, რომ თუ ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურ ყურადღებას არ გამოიჩენენ, შესაძლოა კვლავაც გაუთვალისწინებელი ქულები დავკარგოთ. საქართველოს ნაკრები სრულად ხვალ შეიკრიბება და ვინც გამოძახებულია, ყველას ჩამოსვლას ელოდებიან, გარდა "კრივბასელი" უჩა ლობჟანიძისა, რომელმაც უკრაინის ვიშა ლიგაში "ზარიასთან" უკანასკნელი ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრებმა საღამოს ექვსის ნახევარზე "ბასაზე" არასრული შემადგენლობით ივარჯიშა, რომელიც ჟურნალისტებისათვის ღია მხოლოდ პირველი ოცი წუთი იყო.
რამდენიმე დღის წინ, ქეცბაიას მიერ შემადგენლობის დასახელებას დიდი აურზაური მოჰყვა, რამეთუ მან მინიმალური კორექტივები შეიტანა და ევროტურნირებზე თავგამოჩენილი მოთამაშეები კვლავაც ეროვნულ გუნდს მიღმა დატოვა. ამ შემთხვევაში საუბარი უპირველეს ყოვლისა ჯაბა დვალზეა, რომლის თამაშის მიმართაც როგორც "შტურმის", ასევე "ბრიუგეს" წინააღმდეგ, გულგრილი არავინ დარჩენილა, თუმცა ქეცბაიამ 27 წლის ფორვარდის ხმობა კვლავ არ ჩათვალა საჭიროდ და ისევ ვლადიმერ დვალიშვილი გამოიძახა, რომელიც კარგი ფიზიკური მომზადებით კი გამოირჩევა, მაგრამ ბურთის დაჭერა და მეტოქე გუნდის მცველების შევიწროება ძალიან უჭირს, რაც თანამედროვე ფეხბურთში მაღალი დონის თავდამსხმელის მთავარი მახასიათებელი თვისება გახლავთ. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ ქეცბაია ტექნიკურებზე უფრო უპირატესობას მშრომელ ფეხბურთელებს ანიჭებს. მაგალითად დვალიშვილი შარშან ჩემპიონთა ლიგაზე 90 წუთში 12 კილომეტრს დარბოდა. თუმცა, რა დასამალია, რომ ქართველებს უფრო ტექნიკური ფეხბურთელები მოგვწონს. თუ დვალის მიმართ თემურ ქეცბაია სკეპტიკურადაა განწყობილი, "ზესტაფონიდან" პრაქტიკულად წასული ბუბა დაუშვილის მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ეს ნახევარმცველი დუბლშემადგენლობაშია გადაყვანილი და ოფიციალურ შეხვედრაში საკმაო ხანია არ უთამაშია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზურია შეგდებული, უმჯობესი იქნება, თუ ქეცბაიას საქმის კეთებას ვაცდით და თუ სასაყვედურო და ან რაიმე სათქმელი იქნება, შესარჩევი ციკლის დასრულებისთანავე ითქმება და გულშემატკივრებიც ყოველივე ამას ობიექტურად აღიქვამენ.
ეროვნული ნაკრების კვალად, მზადება დაიწყო ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც ურთულესი ამოცანის ჩაბარება მოუწევს. ხუმრობა საქმე ხომ არ გახლავთ, მათი მეტოქე ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები იქნება. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ქუთაისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ და კოპიტნარის აეროპორტისა და სასტუმროების დათვალიერების შემდეგ, იმდენად კმაყოფილნი დარჩნენ, რომ იმერეთის მხარის დედაქალაქში ჩასვლა მატჩამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტეს. ასე რომ, ესპანელები ქუთაისში ხვალ ჩამოფრინდებიან და ახლადგარემონტებულ სტადიონზე საგანგებო ვარჯიშს გამართავენ. ლუის მილიამ "ბარსელონელი" ახალგაზრდები, ტიაგო ალკანტარა და მარტინ მონტოია მოისაკლისა, რამეთუ ისინი ვისენტე დელ ბოსკემ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ჩვენი გუნდის თავკაცის, ოთარ გაბელიას აზრით, ეს ფაქტი მისი შეგირდების შანსებს არანაირად არ გაზრდის, რადგან უცნობი მოთამაშეები ალკანტარაზე და მონტოიაზე მეტად დაიხარჯებიან, რათა მილიას თავი მოაწონონ და მათი შემდგომში გამოძახებისკენ უბიძგონ. ახალგაზრდულ ნაკრებს საკადრო პრობლემები ნაკლებად აწუხებს, მხოლოდ ლევან მჭედლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა არადამაკმაყოფილებელი, თუმცა ექიმები მის ტრავმას სერიოზულად არ აღიქვამენ და დიდი ალბათობით, იგი ესპანელებთან თამაშს შეძლებს. სხვათა შორის, "ემპოლის" უკანასკნელი შეხვედრები მჭედლიძემ საკუთარი სურვილით გამოტოვა, რათა დაზიანება არ გამიზეზებოდა და ახალგაზრდული ნაკრების უმნიშვნელოვანეს თამაშს სრულ მზადყოფნაში შეხვდებოდა. პრეს-კონფერენციაზე გაბელიამ მისი შეგირდების კლუბებში უთამაშებლობით უკმაყოფილება გამოთქვა და გუნდის გამოკვეთილი ლიდერის დასახელებაზე თავი შეიკავა. ეროვნულ ნაკრებზე ნახევარი საათით ადრე, ახალგაზრდებმა საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" ბაზაზე ივარჯიშეს. საქართველოსა და ესპანეთის ახალგაზრდული გუნდების მატჩი ხუთშაბათს ქუთაისში 20.30 წუთზე დაიწყება.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010