11x11
2011-08-30
აგუეროს თხოვნა ტევესს
როგორც იცით, კარლოს ტევესს ძალიან უნდა "მანჩესტერ სიტის" დატოვება და კარიერის არგენტინაში გაგრძელება, თუმცა ამის საშუალებას კლუბის ხელმძღვანელები არ აძლევენ. თავის მხრივ, ტევესიტოც ჯიუტობს და უარს აცხადებს ვარჯიშზე. მოკლედ, ჯერჯერობით საქმე ძალიან ჩახლართულია, ხოლო "ქალაქელთა" შეფები ყველანაირად ცდილობენ, კარლიტო დარჩენაზე დაიყოლიონ. როგორც ჩანს, მიზნის მისაღწევად გუნდის მენეჯერმა, რობერტო მანჩინიმ კიდევ ერთ ხერხს მიმართა. მან ტევესის თანამემამულე და კარგი მეგობარი, კუნ აგუერო ჩართო საქმეში. ახალგაზრდა თავდამსხმელმა გუშინ "დეილი მეილთან" საუბარში ტევესს პირდაპირ მოუწოდა "სიტიში" დარჩენისკენ: "ვერ ვხვდები, რატომ უნდა კარლიტოს გუნდის დატოვება. აღფრთოვანებული ვარ აქ შეკრებილი საზოგადოებით, ქალაქით, ქვეყნით და შექმნილი სიტუაციით. პრემიერლიგაში ზედიზედ მესამე ტურია გამარჯვების მოპოვება არ გვიჭირს და სავარაუდოდ, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. შესაბამისად, ტევესის პოზიცია ჩემთვის გაუგებარია. მინდა მეგობარს მოვუწოდო, ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავოს. უფრო მეტიც, მან უნდა გადაიფიქროს სამშობლოში დაბრუნება და კარიერის არგენტინაში გაგრძელება. თავდასხმის ხაზში მასთან ერთად მრისხანე წყვილს შევქმნი და ჩვენი შეჩერება ძალიან რთული იქნება. იმედი მაქვს, ტევესიტო ჩემს რჩევებს გაითვალისწინებს".
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010