მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
11x11
2011-08-30
ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდები
"იუვენტუსი" ფენომენალური გუნდია, რომელშიც ალექს დელ პიეროს, ჯიჯი ბუფონის და ანდრეა პირლოს დარი გენიალური ფეხბურთელები თამაშობენ. მერწმუნეთ, მონდომების შემთხვევაში, "მილანს" და "ინტერს" აუცილებლად დავამარცხებთ. ბიანკონერიზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ ლათინური ფეხბურთის თამაში მსურდა", - ეს კომენტარი არტურო ვიდალს ეკუთვნის. ექს-ლევერკუზენელი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და სჯერა, რომ სერია A-ში დამკვიდრების მხრივ პრობლემა არ შეექმნება.
- როგორ მიდის ტურინთან ადაპტაციის პროცესი?
- აქ გადმოსვლით ცხოვრების ახალი ეტაპი დამეწყო. გულშემატკივრებით, თანაგუნდელებით და მწვრთნელით უზომოდ კმაყოფილი ვარ.
- მაინც რითი მოგხიბლათ ანტონიო კონტემ?
- ულევი ენერგია გააჩნია, რომლის წყალობითაც მიზნის მიღწევას ხშირ შემთხვევაში ახერხებს. ვარჯიშის დროსაც კი შეგირდებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს.
- "იუვე" 4-2-4 ტაქტიკით აპირებს თამაშს. როგორ თვლი, გაამართლებს სქემის შეცვლა?
- სიმართლე გითხრათ, ასეთი განლაგებით თამაშს შეუჩვეველი ვარ, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს ტიპიური 4-4-2-ია, უბრალოდ "ვინგერები" მეტ დროს შეტევაში გაატარებენ და ცენტრალურ ნახევარმცველებს გაცილებით მეტი ფუნქციის შესრულება დაგვეკისრება. კონტე დიდ დროს მითმობს, ცდილობს საკუთარი შეხედულებები გასაგები ენით მომაწოდოს და შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინს ვამართლებ.
- შეეგუე იმ აზრს, რომ ნახევარდაცვის ცენტრალური ზონის ლიდერი ანდრეა პირლო იქნება?
- უკვე გითხარით, თუ რას ვფიქრობ ამ ფეხბურთელზე. შევეცდები, ღირსეული პარტნიორობა გავუწიო. მე და ანდრეა ერთად ბევრს მივაღწევთ. ბუნებით მებრძოლი ვარ და ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდები.
- ფლანგზე თამაში გეხერხება?
- ცენტრში მირჩევნია, რადგან შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა მიადვილდება. თუმცა, გუნდური ინტერესები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია და მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები.
- შენს გაფორმებას "ბაიერნიც" ცდილობდა. რატომ მაინცდამაინც "იუვენტუსი"?
- იმიტომ, რომ "სინიორა" ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ოცნების პიკია.
- ვერ დაგეთანხმები, რადგან "ბაიერნიც" საკმაოდ ძლიერია და არანაკლები ტრადიცია გააჩნია.
- "იუვე" მაინც "იუვეა". თანაც, ვცდილობდი ისეთი გუნდი მომეძებნა, რომელიც ჩემს სტილთან თანხვედრაში მოვიდოდა. იტალიური ფეხბურთი, ჩილეურის მსგავსად, ვნებებით ცხოვრობს.
- რას გვეტყვი ესტიგარიბიაზე?
- ფლანგის მოთამაშეა და სხვათა შორის, საკმაოდ პერსპექტიული. კოპა ამერიკას ვინც უყურა, ამაში ყველა დამეთანხმება. პარაგვაის ფინალში გასვლაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა. ტექნიკური არსენალით, დრიბლინგითა და სისწრაფით არგენტინაში სახელი გაითქვა და არც სერია A-ში გაუჭირდება.
- კოპა ამერიკა ახსენე და ტურნირიდან ჩილეს ნაკრების ნაადრევმა გამოთიშვამ გული დაგწყვიტა?
- კი, რადგან საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავით და ერთ-ერთ ფავორიტადაც დამსახურებულად მივიჩნეოდით. ვენესუელასთან მეოთხედფინალში ბურთს მეტოქის კარში შეფრენა არაფრის დიდებით არ სურდა. ჩვენი ნაკრები რამდენიმე ევროპაში მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული და საკუთარ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით.
- სამორანოს და სალასის ხსენებაზე გონებაში რა აზრი გებადება?
- ორი ეტალონი, რომელთა მაგალითზე უამრავი ფეხბურთელი აღიზარდა.
- ჩილელი მოთამაშეებიდან ვის თვლი დღესდღეობით მისაბაძად?
- თუ ქედმაღლობაში არ ჩამითვლით, ალექსის სანჩესს და არტურო ვიდალს. აქედან გამომდინარე, ჩემს ქვეყანაში "იუვე" და "ბარსა" უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
- ხვდები, რომ ერთ-ერთ გრანდში თამაშით პასუხისმგებლობა გემატება?
- დიახ. ამას სტიმულად აღვიქვამ. "სინიორაში" დიდ ფეხბურთელად შემიძლია ჩამოყალიბება და უკან არაფერზე დავიხევ.
- "იუვე" "ინტერის" და "მილანის" დონისაა?
- როსონერის ოდნავ ჩამოვრჩებით, რომლის აღმოფხვრასაც უმოკლეს ვადაში შევეცდებით. წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ და შელახულ რეპუტაცისაც აღვიდგენთ.




კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი