11x11
2011-08-30
100 წლის წინ უნდა დავბადებულიყავი
ბოლო სუპერკლასიკოსას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ჟოზე მაურინიომ პეპ გვარდიოლას თანაშემწეს, ტიტო ვილანოვას თვალში თითი ატაკა, პორტუგალიელი არაერთმა ცნობილმა მწვრთნელმა და ექსპერტმა გაკიცხა, ხოლო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული შემთხვევის შესწავლა დაიწყო და სავარაუდოდ, მაუს სასჯელი არ ასცდება. ყოველივე ამას მაუ ფრიად ფილოსოფიურად უდგება. გუშინ "ელ მუნდოში" ჟოზეს ინტერვიუ დაიბეჭდა: "ფეხბურთი და საერთოდ მსოფლიო ფარისევლებითაა სავსე. 100 წლის წინ უნდა დავბადებულიყავი, მაშინ ამდენი მლიქვნელი და თვალთმაქცი არ იყო. მე შესაძლოა ბევრი რამე მეშლებოდეს და ცხოვრებაშიც ბევრი შეცდომა მქონდეს დაშვებული, მაგრამ ერთს, რასაც ვერ დამიკარგავთ, ისაა, რომ მუდამ იმას ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ. დღეს ასეთი ხალხი არ მოსწონთ, მოდაში მლიქვნელობაა, მე კი ასეთი ვერასდროს გავხდები. ასევე მინდა ვთქვა, რომ "რეალში" დანიშვნა არასდროს მინანია. სამეფო კლუბში უდიდესი სამწვრთნელო და ცხოვრებისეული გამოცილება მივიღე. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩემს კარიერაში და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "რეალში" ყველაფერი წინ მაქვს".
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010