11x11
2011-08-30
ლარისა ფეხბურთს მოსწყდა და...
პარაგვაელი მოდელი და ფეხბურთის დიდი ფანი ლარისა რიკელმე ერთ-ერთი არგენტინული ტელეარხის გადაცემა "ოცნების ცეკვაში" რომ მონაწილეობს, გეხსომებათ თუნდაც იმიტომ, რომ ორგანიზატორებს მისი დიეგო მარადონასთან დაწყვილება სურდათ, მაგრამ ქალმა იუარა, რადგან მოერიდა ჭორებს, რომელიც მაშინვე გავრცელდა, აქაოდა დიეგიტოს ამ მარწყვივით გოგოს ხელში ჩაგდება სურსო. თუმცა, ეს ისტორია უფრო სარეკლამო სვლას ჰგავდა. ასეა თუ ისე, ნახსენები კონკურსი დასასრულს უახლოვდება და ლარისა და მისი პარტნიორი მთავარი ჯილდოს მოგების კანდიდატები გახლავან. ბოლო ეტაპზე პარაგვაელმა ლამაზმანმა შოკი მოჰგვარა ჟიურისაც და მაყურებელსაც, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებულის დადგენაში. ცეკვა "ჰევი მეტალის" სტილში იყო დადგმული და შემსრულებლებიც შესაფერისად, შემოტკეცილ ტყავის სამოსში გამოკვალთულიყვნენ, მაგრამ ცეკვა რომ გახურდა, ლარისამ ქურთუკი გაიძრო და წელზემოთ შიშველმა დაასრულა მეტად ეფექტური ნომერი. ლამაზმანის ძუძუებს მხოლოდ კერტები ჰქონდა "დაფარული" მიხატული ვარსკვლავებით... რამდენიმე დღეა მთელი ლათინური ამერიკა ფეხბურთზე მეტად სენიორიტა რიკელმეს ამ საქციელზე ლაპარაკობს.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010