11x11
2011-08-30
აბრამოვიჩმა საყვარელიც დაასაქმა
"ჩელსის" მფლობელი, რუსი ოლიგარქი და დიდი გაცვეთილი საქმოსანი, ერთ დროს ვლადიმერ პუტინის "კასირი" და მისი ყურმოჭრილი მონა, რომან აბრამოვიჩი, იმითაცაა ცნობილი, რომ ახლობლებსა და ფავორიტებს თავისთან ასაქმებს, ასე ვთქვათ, პურს აჭმევს. საამისო მაგალითები ფეხბურთშიც ბლომადაა. გავიხსენოთ თუნდაც "ჩელსიში" უნიჭო მწვრთნელის აბრაამ გრანტის მიწვევა და მას შემდეგ ნახევარმცველ იოსი ბენაიუნის დიდის ამბით ყიდვა, ვისაც კაპიკის საქმე არ გაუკეთებია ლონდონურ კლუბში. ახალი ამბავი კი ისაა, რომ ამ თვეში ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე გამოვა ახალი ჟურნალი Gარაგე, რომლის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი აბრამოვიჩის "პადრუგა" დარია ჟუკოვაა. ამ დარიას ერთ დროს კალამი კი სჭერია ხელში, მაგრამ ვერაფერი ბედენა ჟურნალისტი დადგა, რასაც მიმხვდარა და თანაშემწედ ფრანგული "ვოგის" ყოფილი რედაქტორი ჯოან ბაკი მიუწვევია, რომელსაც კარგად აუღია ალღო პატრონის გემოვნებისათვის და პროვოკაციული ნომერი მოუმზადებია. ჟურნალის გარეკანზე შიშველი მოდელის სხეულის ნაწილია გამოსახული, ქალის გადაშლილ სარცხვინელს კი პეპელა ფარავს, რომლის მოხსნა მკითხველს შეუძლია, თუმცა ამის შემდეგაც ტატუთი დაფარული ინტიმური ზონა შერჩება ხელთ და არა ის, რისი ხილვის იმედით პეპელა "ააფრინა".
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010