11x11
2011-08-30
ფორლანი არჩევანშია
მას შემდეგ რაც საცოლეს, სახელგანთქმულ არგენტინელ მოდელს, ზაირა ნარას დაშორდა, დიეგო ფორლანს მრავალი ცნობილი ქალის სახელს უკავშირებენ. თავიდანვე გავრცელდა ცნობა, რომ ზაირასთან გაყრის მიზეზი ესპანელი მოდელი და მსახიობი ტამარა კამპილო იყო. ეს დადასტურდა კიდეც, რადგან დიეგო და ტამარა არც მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას, თუმცა გასულ თვეს ფორლანმა მარტო დაისვენა მაიამიში. გეხსომებათ, ეს ხანმოკლე შვებულებაც მან დროზე ადრე შეწყვიტა, "ატლეტიკოს" ვჭირდებიო და მადრიდს მიაშურა. ყვითელმა პრესამ მაშინვე იეჭვა წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყოო და ალბათ ასეცაა, თუმცა დაშორების თაობაზე განცხადება არც კამპილოს გაუკეთებია და არც ფორლანს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ბოლო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის შესაძლო ახალ საყვარელთა შორის უკვე მოიხსენიებენ მის ურუგვაი სტეფანი ორტეგას, არგენტინელ სილვინა ლუნას და ჰოლანდიელ ნინა ფრანსისკას და თუ რატომ, ამაზე პასუხი ცალსახაა - კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010